კამათელი (ამონარიდი)
ხელთუქმნელი ტაძრის შესახებ მინდა გესაუბროთ, ანუ იმ ტაძრის შესახებ, რომლის კედლები ყველასთვის კარგად ცნობილი შვიდი ნოტისგანაა აგებული. ოღონდ ცოტა მოგვიანებით... უპირველეს ყოვლისა, იმ ათასგვარ ხმებს უნდა დავუგდოთ ყური, ჩვენს ირგვლივ რომ ისმის. გთხოვთ სწორედ გამიგოთ:
ქალაქის ხმებს არ ვგულისხმობ, ისინი ამჯერად არ მჭირდება.
მე ქალაქგარეთ გეპატიჟებით, სუფთა ჰაერზე, ხავერდოვან მწვანე მოლზე და ასე შემდეგ... იქითკენ უნდა გავეშუროთ, სადაც სივრცე ბევრად ფართოა და ხმებიც საკმაოდ შორს ასწრებენ გაჭრას, სანამ თანდათან მიილევიან და საბოლოოდ უკვალოდ გაქრებიან. სხვისა რა გითხრათ, მაგრამ ხმები ნამდვილად ახერხებენ უკვალოდ გაქრობას.
ამგვარად , ქალაქი უკან დაგვრჩა... თუმცა მოიცათ, ჯერ დრო არ შეგვირჩევია. წელიწადის რომელი დროა ნაირგვარი ხმებით ყველაზე მდიდარი? ჰო, რა თქმა უნდა, გაზაფხული! რა შეედრება გაზაფხულს? თანაც მაისის თვეს (ესეც უნდა გავითვალისწინოთ).
დიახ, ჩვენ მაისის თვეში გავიჭერით ქალაქგარეთ. მაისის თვე ხომ თავისთავად ნამდვილი სასწაულია... გაზაფხული მთელი ძალით ზეობს, ზაფხულის კარიბჭეც ახლოა. ირგვლივ ყოველივე ყვავილობს და იფურჩქნება, ჰაერში საამო სურნელი ტრიალებს. მაცოცხლებელი წვენი მთელი ძალით ჩქეფს მცენარეთა ძარღვებში, პირთამდე ავსებს მათ და გადმოდის კიდეც, გამჭვირვალე წვეთები ჰკიდია ხეთა ტოტების პაწია ნასკდომებზე, შტამბზედაც ჩამოსწვეთავს. შევყურებ და ასე მგონია, მესმის იმ ყველა წვეთის ხმა, მერქნის მიღმა რომ მიედინებიან. მხარდამხარ, შეწყობილად მიედინებიან და ძერწავენ, ქმნიან იმ სასწაულს, მწვანე მცენარედ რომ მოგვევლინება... მნიშვნელობა არ აქვს, რა ჰქვია სახელად, ყველა მათგანი სასწაულია.
ჰოდა, როდესაც თვით ხეთა წვენიც კი ასე ხმაურობს, რაღა ითქმის იმ მოსიარულე, მორბენალ, მხოხავ თუ მფრინავ არსებებზე, მთელი შემოგარენი რომ აუვსიათ. ყოველივე ხმაურობს, ფუთფუთებს, და რაღაც ხმას გამოსცემს, საკმარისია სულ ერთი წამით მიუგდო ყური, რამდენნაირ ხმას აღარ გაიგონებ.
ერთი სიტყვით, ყოველივე ხმიანობს ჩვენს ირგვლივ, თავის უერთებს ბგერათა სიჭრელეს... ვცადოთ, კვალში ჩავუდგეთ ამ ხმებს, იქნებ სათითაოდ მოგვესმინა მათთვის. ჯერ ჩიტები იპყრობენ ჩვენს ყურადღებას, ცის სივრცე ხომ მათ ეკუთვნით... მიმოჰქრიან, ფრთებს აფათქუნებენ და ისეთი გაცხარებით ხმიანობენ, მხოლოდ მაისის თვეში რომ მოისმენთ ხოლმე:
ჭიკჭიკებენ, ჭყიპინებენ, ჟრიამულობენ, უსტვენენ, გალობენ...
ერთი სიტყვით, ენით აღუწერელი მრავალფეროვნების მქონე ბგერებს გამოსცემენ და ამ ხმებით მთლიანად ავსებენ ცის სივრცეს. თუ დაუკვირდებით, ხმის მიხედვით შეგვიძლია განვსაზღვროთ, რითია ჩიტი დაკავებული, ურთიერთობას არკვევს სხვა ჩიტებთან თუ ბუდის შენებითაა გართული, და საერთოდ რა გუნებაზეა... მაგრამ მე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი რამ, მათი გალობა მაინტერესებს. როგორც ცნობილია, სწორედ გაზაფხულზე გალობენ ჩიტები, უგალობენ გულისსწორს, ახლადგამოჩეკილ პაწია ბარტყებს. ყველა ისე გალობს, როგორც შეუძლია. იმ ხმას გამოსცემს, რაც განგებამ ჩაუდგა ღაბუა ყელში და ნისკარტში. ეს ბგერები ერთმანეთისგან დიდად განსხვა-ვდებიან კეთილხმოვანებით, ამ მხრივ ყველა ერთნაირად ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ცდას არც ერთი მათგანი არ აკლებს, ყველა უერთებს თავის ხმას გალობათა ნამდვილ ნიაღვრებს და ბგერების სიჭრელეს ჩიტების გალობაც ემატება. ავსებს სივრცეს ისე, რომ არც ერთი ცარიელი ადგილი არ რჩება მასში... აკი ვთქვი, სივრცე მათია განუყოფლად...
კიდევ რა მოჰყვა ჩვენს გამახვილებულ ყურთასმენას? ჰო, ძაღლის ყეფა! ძაღლები ყველგან არიან, ვერც აქ დავაღწიეთ თავი, ყველაზე ხშირად სწორედ მათი ყეფა მოისმის, ახლოდან თუ შორიდან. მალე ქათმების კრიახი შეენაცვლა ყეფას. რაღაც გაურკვეველი ხმებიც ისმის, მგონი ვიღაცეები საუბრობენ...
მერე ისევ ქათამი აკრიახდა, თითქოს ამას ელოდაო, ინდაურის ჭუკიც აჰყვა. რა ნაზი, რა მელოდიური ხმა აქვს... ვერც კი იფიქრებ, თუ ოდესმე ისიც მოჰყვება იმ უცნაურ რუყრუყს, ზრდასრულმა ინდაურებმა რომ იციან ხოლმე.
აგერ, ძროხამაც შეგვაწია ხმა... არა უშავს რა, კარგად ჯდება ბგერათა სიჭრელეში. თიკნის კიკინიც გავიგონე, მერე ადამიანის გადაძახილი და ცოტა წამღერებაც. სადღაც ეშურება, სასიმღეროდ ნამდვილად არ სცალია, მაგრამ გულმა არ მოუთმინა, გაზაფხულს მაინც შეეხმიანა. ნიავმაც ჩამოიქროლა, მშვიდი, ნაზი ხმით აშრიალდნენ წვენით სავსე, ხასხასა, ქორფა ფოთლები და ეს შრიალი საფანელივით დაეფინა ხმათა ნაირგვარ სიჭრელეს. ეს ყველაფერი ერთმანეთს ისე ექსოვება, როგორც ფერები ზღაპრულ ხალიჩაზე; ძაფი ძაფზე, ნასკვი ნასკვზე. არსად ცარიელი ადგილი არ რჩება... ყოველივე სავსეა და ყველაფერი ზუსტად თავის ადგილასაა. ვერაფერს შეცვლი, ვერც შეანელებ, ვერც ააჩქარებ. ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, ისაა, რომ საკუთარი ხმაც შეაწიო ბგერათა ამ მრავალფეროვნებას, შენი სათქმელი თქვა მოკრძალებული წაღიღინებით და ამით ჩაექსოვო ბგერათა ზღაპრულ ხალიჩას, მაისის მშვენიერ დღეს რომ გაუშლია შენს წინაშე.
... და ამ დროს, ბგერათა ამ სიჭრელეში რაღაც შემოიჭრა... რაღაც კი არა, ნამდვილი სასწაული, სხვანაირად ვერ ვუწოდებ...
ეს იყო ბგერათა უნაზესი ნაკადი, ანკარა წყაროსავით გამჭვირვალე და გარეული თაფლივით ტკბილი. შემოიჭრა და გასრიალდა საოცრად ჩახვეულ, იდუმალ ბილიკებზე, მერე კი მაღლა აიწია, აღზევდა, თვით ზეცამდე ამაღლდა, ლაღად შეინავარდა ლურჯ უსაზღვროებაში, ისევ დაბლა დაეშვა და როგორ შეწყდა იცით? ვერ წარმომიდგენია, როგორ აღვწერო, რანაირად გადმოგცეთ; მეგონა, თითქოს ბილიარდის ხუთი ბურთულა მიეხალა ერთმანეთს, ერთი ტონალობის ხუთი ბგერა ისე მიჯრით გაისმა.
ოღონდ ამ ბურთულებს წონა სრულებით არ ჰქონდათ, არც შეი-ძლებოდა ჰქონოდათ, ისეთი უფაქიზესი ტკაცანი გაისმა მათი ერთმანეთზე შეხლისას. მერედა, როგორ იყვნენ ეს ბურთულები გაპრიალებულნი და გალაქულნი... ალბათ თვით სრულქმნილებაზე უფრო მეტად. აი, ასეთნაირად დაეშვა ეს პაწია სასწაული ციდან მიწამდე... მგონი ჯერ არც მითქვამს; მაფშალია გალობდა, ტყის მგოსანი.
ცოტა ხნის პაუზა და, ისევ ამოფრინდა წყაროსავით ანკარა და გოლეულივით ტკბილი ხმა პაწია ჩიტის ნისკარტიდან. ამოფ-რინდა, გასრიალდა იდუმალ, უცნაურად მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებზე, მერე ისევ შეიმაღლა, ზეცისკენ გასწია... თუ რაიმე აღწევს ზეცამდე ჩვენი ცოდვილი მიწიდან, ალბათ მხოლოდ ეს საგალობელი, ამ პაწია ჩიტუნიას ნისკარტიდან რომ იფრქვევა; აღწევს და ზეობს ნიავზე უფრო უმსუბუქეს ფრთებს მინდობილი.
ხოლო როცა დაბლა ეშვება, კვლავ ბილიარდის ბურთულები ეხლებიან ერთმანეთს უფაქიზესი ტკაცანით... უწონადო, სრულ-ქმნილებამდე გალაქული ხუთი ბურთულა. და ყურს ვერც კი უჯერებ, იმდენად საოცარია ეს ყველაფერი.
ახლა კიდევ გული ვთქვათ, რომელიც ამ საოცარ საგალობელ-ში ფეთქავს... ეს ხომ ცალკე სამყაროა!.. ერთი წამით დავფიქრდეთ, რატომაა ასე მსუყე და მდიდარი მაფშალიას გალობა, რატომ
ირინდება ყველა და ყოველი მისი მოსმენისას და სხვა არაფრის გაგონება აღარ სურთ. გული სუფევს მასში, დიდი, მფეთქავი გული, აი, ესაა თავი და თავი.
მთელი დედამიწა რომ იქცეს ერთ მფეთქავ გულად, ისიც კი ვერ გაუტოლდებოდა მას სიდიდით. ამავე დროს კი სიმსუბუქე ახლავს ისეთი, ყოველივე უწონადო ხდება, როცა მას უსმენ. აი, ასე, ჩემო ძვირფასებო: მაისის ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ ყური მივაპყარით ნაირგვარ ბგერებს, უფრო სწორედ, ბგერათა სიჭრელის ნაზავს. სანამ ჩვენ მისი მოსმენით ვიყავით გარ-თულნი (სიჭრელის ნასკვთა გამოხსნაც კი ვცადეთ), თვალსა და ხელს შუა თვით სასწაულმა შეინავარდა, ზეცას უწვდინა ნიავზე უფრო მსუბუქი ფრთები... სხვა სახელი ვერ მოვუძებნეთ,
იმდენად მოგვნუსხა ყველანი... მერე კი ლამის ჭკუაზე აგვწია, კვლავ მიწაზე დაეშვა ბგერათა უმაღლესი პილოტაჟით... მე ასე აღვიქვი მისი ხმიანობა ამ დროს. ჰოდა, რა ჰქვია ყოველივე ამას, ერთად აღებულს, რა სახე აქვს, რა ჩამოიქნა ჩვენს თვალწინ? მე მას ხელთუქმნელ ტაძარს ვუწოდებდი, ალბათ თქვენც დამეთანხმებით. ზემოთ ჩამოთვლილი ხმები, ადამიანის წაღიღინების ჩათვლით, საძირკველი და კედლებია ამ ტაძრისა, ხოლო იმ პაწია ჩიტუნიას, მაფშალიას გალობა კი გუმბათი გახლავთ, თვით ზეცის სიმაღლემდე რომ აწვდენილა.
... და რა საოცარიც არ უნდა გვეჩვენებოდეს, ბგერათა მთელი ის სიჭრელე, რაც ამ ხელთუქმნელ ტაძარში ხმიანობს, მეტისმეტად მკაცრ, გარკვეულ საზღვრებშია მოქცეული, ანუ რომელიმე ტონალობის ნოტებს ემორჩილება და იმეორებს. განა ასე არაა? ძაღლის ყეფა, ქათმის კრიახი თუ ადამიანის წაღიღინება, ჩიტის მომნუსხველი გალობაც, ეს ყველაფერი შეიძლება ნოტებით ჩაიწერო. ყველა ხმა ნოტების ენაზე ითარგმნება, მათი კუთვნილებაა. ნოტები კი შვიდი გახლავთ, სულ შვიდი ნოტი იტევს ბგერათა ამ უსასრულო სიჭრელეს, ზღაპრული ხალიჩა რომ გაგვახსენა. რაც შეეხება გარდამავალ ხმებს (ნახევარტონებს და ა.შ.), მათ უბრალოდ არა აქვთ სათვალავი, ისე, როგორც ცისარტყელას გარდამავალ ფერებს ვერ დაითვლი. ჰოდა, დაჰქრიან ბგერები, რომელთაც ჩვენი ყოფიერება შობს... დაჰქრიან ოქტავიდან ოქტავამდე, დააქვთ რომელიმე ნოტის ნიშანი იმ შვიდთაგან, ქმნიან, ძერწავენ, აშენებენ ხელთუქმნელ ტაძარს, რომლის საძირკველიც ციფრი შვიდიანი გახლავთ. ასეა, ჩემო ძვირფასებო, შვიდ ნოტზე აღმოცენდა ეს ხელთუქმნელი ტაძარი, რომლის კედლებიც ყოფიერების ყველა ხმას ფლობს, ხოლო გუმბათი თვით ღმერთების საუფლომდე აწვდენილა.
* * *
უცნაური რამ დამემართა, კინაღამ ჩამეძინა, როდესაც ფრინველის ნიღაბს ვუსმენდი. არადა, მისი სიტკვა მართლაც მშვენიერი რამ იყო... თუნდაც უსხეულო ტაძარი რად ღირდა, ანდა გული მფეთქავი, დედამიწას რომ აღემატება სიდიდით, ამავე დროს კი უწონადოა სრულიად. ერთიანად მოხიბლული ვიყავი, მაგრამ უნდა ვაღიარო, ბოლო სიტყვები იავნანასავით ჩამესმოდა...
თავს ძალა დავატანე, არ მივეცი თვლემას ნება, ბოლომდე გაბატონებულიყო ჩემზე, თან მიკვირდა, ნეტა რა მჭირს-მეთქი.
ნამალევად გადავხედე სხვებს, და აშკარად შევამჩნიე, ისინიც ჩემს დღეში იყვნენ, მათაც მორეოდათ თვლემა. ხმას არავინ იღებდა, ჩუმად ებრძოდნენ ძილის ბანგს...
და ასე ვიფიქრე ჩემთვის ამ უცნაურობის შემყურემ: როგორც ჩანს, მოგვეახლა რაღაც ნიშანი ზეციური საბრძანებლისა, როდესაც ამ საოცრად ფერადოვან და მელოდიურ სიტყვას ვუსმენდით...
თითქოს ზეციურმა მგალობელმა ფრინველმა ჩამოგვიქროლა და ფრთა ოდნავ შეგვახო, ჩვენც მაშინვე თვლემა მოგვერია; ასე ყოფილა მუდამ! ზეციური ნიშნის მოახლოებისას თვლემა ერეოდათ უბრალო მოკვდავთ.
თვითონ ფრინველის ნიღაბი სულაც არ ჩანდა რაიმეთი გულ-ნაკლული, ყოველ შემთხვევაში, არაფერი შეიმჩნია. ერთხანს ყველანი გაუნძრევლად ვიჯექით, თითქოს სიჩუმეს ვუსმენდით. მერე ოქროს ნიღაბმა ჩაახველა, შეგვახსენა, ჩემი ჯერიაო. ამან ყველანი წამში გამოგვაფხიზლა.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Brissett20_მ.
თარიღი: ივლისი 16, 2025.
საათი: 1:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Rome, Georgia, got its name due to the fact that, like its Italian equivalent, the city was constructed within seven hillsides and the rivers that run in between them. At a ball park occasion on Thursday evening, Rome's Minors Baseball team further strengthened the connection between the two apparently disparate Rome Emperors have begun their Rome stays Atlanta's High-An associate, the brand-new Emperors age marks the initial time in franchise history that the club has not been…
გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
3 მოწონება
ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
1 Like
Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1. Choose the Right Class for Your Playstyle
At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია