პირველითგან იყო სიტყვაი და სიტყვით შეიქმნა სამყარო... "თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო ღმერთთან და ყველაფერი მის მიერ შეიქმნა და უმისოდ არაფერი შეიქმნა, რაც კი შეიქმნა"... რადგანაც სიტყვა იყო ღმერთი ე.ი. სიტყვას, როგორც ღმერთს, არა აქვს დასაწყისი და არც დასასრული... სიტყვა ღმერთშია და ღმერთი სიტყვაშია... ბიბლიიდან კარგად ჩანს, თუ რამხელა ძალა აქვს სიტყვას, იგი მარადიულია... ჩვენ მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა ჰაერში კი არ ქრება, მარადისობაში მიემართება... სიტყვა ჩვენი სულის ნაწილია. მისი მეშვეობით იღვრება სულში აზრები, შეგრძნებები, განცდები, გრძნობები... ადამიანი, ცოცხალ არსებათა შორის ერთადერთია, რომელსაც ღმერთმა სიტყვის წარმოთქმის უნარი მიანიჭა, სიტყვის, რომელიც მარადისობად იქცევა... თუმცა, ხშირად ყოველგვარი ყურადღების გარეშე ვფანტავთ სიტყვებს და არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ზეცამდე აღმავალ და მარადისობაში მიმავალ ამ სიტყვებს დიდი ზეგავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე. ჩვენ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა ბუმერანგივით უკან გვიბრუნდება... ჩვენივე სიტყვებით გავმართლდებით და ჩვენივე სიტყვებით გავმტყუნდებით... "ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს" (მათე 12,36). უფალი ამბობს: "მას ვინც უარმყოფს და არ შეიწყნარებს ჩემს სიტყვებს, თავისი მსაჯული ჰყავს: სიტყვა, რომელიც მე ვთქვი; ის განსჯის მას უკანასკნელ დღეს" (იოან. 12,48). ამიტომ, უნდა ვეცადოთ თავი ავარიდოთ ზედმეტ და ამაო მეტყველებას, სხვის განსჯას და ამქვეყნად მხოლოდ სიკეთე დავთესოთ... რამდენჯერ განგვიკითხავს სხვა ადამიანი საუბრისას, განგვისჯია ფიქრებში... ძალა თვით უთქმელ სიტყვასაც კი აქვს. სიტყვა მდუმარებაშიც არის... სამწუხაროა, რომ დღეს, ჩვენთვის, სიტყვამ დაკარგა ყველანაირი ღირებული მნიშვნელობა. ზოგჯერ, სიტყვას ვამბობთ ისე, რომ მისი მნიშვნელობაც კი არ გვესმის. ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: სანამ სიტყვას იტყვი, შენ ხარ იმ სიტყვის პატრონი, მაგრამ სიტყვას რომ იტყვი, მერე უკვე ის სიტყვაა შენი პატრონიო... მართლა ასეა... ვერც კი წარმოიდგენ რამხელა ზემოქმედება აქვს სხვაზე ჩვენს სიტყვას... სიტყვით შესაძლებელია ადამიანის ამაღლება, განწმენდა და გაკეთილშობილება... შესაძლებელია შესძინო მას რწმენა, სიხარული და სიმხნევე, ჩანერგო მასში სიყვარული და გულმოწყალება, მომადლო მის სულს მშვიდობა და სიმყუდროვე. სიტყვას ადამიანის გადარჩენა შეუძლია... ავსიტყვაობით კი შეიძლება მოშხამო სული, შეჰყარო მას ყველა სახის ვნება, ცოდვა და მანკიერება, შებილწო წმინდა გული. ავ სიტყვას ადამიანის განადგურება შეუძლია, კაცის მოკვლა შეუძლია... ამიტომ, დაუფიქრდი თითოეულ სიტყვას... "ილაპარაკე, თუკი მდუმარებაზე უმჯობესი იცი და სათქმელი გაქვს, მაგრამ გიყვარდეს დუმილი, როცა ის თქმას სჯობს." სიტყვები უკვალოდ არ ქრება... უკან გვიბრუნდება... ადამიანები უფრო დიდხანს იცოცხლებდნენ ბევრი თბილი სიტყვა რომ ესმოდეთ ახლობლებისგან... ალბათ, არც კი დაბერდებოდნენ... კეთილ სიტყვას ყველაფერი შეუძლია... ჩვენ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა, ისევე როგორც მარცვალი მთესავის იგავში, პოხიერ ნიადაგზე რომ დაეცემა, იძლევა ნაყოფს: ზოგი – ერთიოცდაათად, ზოგი – ერთისამოცად, ხოლო ზოგი – ერთიასად... გახსოვდეს, რომ სიტყვა იყო სიკეთის, სიყვარულის, სითბოს, ყოველგვარი სათნოების სათავე... ღმერთისაც კი... ვაჩუქოთ ერთმანეთს გულიდან წამოსული თბილი სიტყვები... ♥

ეს ლამაზი პოსტი, ეკუთვნის ნათია გოგიაშვილს, დიდი მადლობა მას !

ნახვა: 3531

ტეგები: Qwelly, ბლოგი, იგავი, სიტყვა, უფალი

tamo: სექტემბერი 8, 2013||6:09pm

LaLiko: ქართული შრიფტი  არ   გაქვსსს?  :((((

tamo: სექტემბერი 8, 2013||6:27pm

ასე  არ  ჯობიაა :* ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

U4GM Tips for Beating Cyborgs in Helldivers 2

გამოაქვეყნა mary_მ.
თარიღი: ივლისი 14, 2026.
საათი: 11:36am 0 კომენტარი

Super Earth's latest campaign has reminded players that Helldivers 2 Items are more than simple rewards, because the right equipment can completely change how…

გაგრძელება

EZBUFF- Buy Madden NFL 27 Coins to Unlock More Elite Cards

გამოაქვეყნა LunarTitan_მ.
თარიღი: ივლისი 14, 2026.
საათი: 10:46am 0 კომენტარი

Building a competitive roster in Madden NFL 27 requires smart planning, strong decision-making, and access to the right player cards. As an experienced player, I know that elite cards can completely change the way a team performs, from improving…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters