ვაგრძელებ დანაპირების შესრულებას და პაპ ბენედიქტ XVI_ის კარდინალობის დროინდელი წიგნიდან „შესავალი ქრისტიანობაში“ გთავაზობთ მეორე ამონარიდს...
პირველი როგორც გახსოვთ ჯამბაზისა და ცეცხლმოკიდებული სოფლის ისტორიას ეხებოდა... და იმ იგავის დასასრულს კარდინალმა იოზეფმა ქადაგებად დაგვიტოვა, თუ როგორ უნდა დავხმარებოდით ურწმუნოებს. ამის შემდეგ იწყებს სხვადასხვა წმინდანების მაგალითების მოშველიებას საკუთარი მოსაზრების უკეთ წარმოსაჩენად:
წმინდა ტერეზა ლიზიელი (XIX საუკუნის ფრანგი წმინდანი კათოლიკურ ეკლესიაში), სათნო და თითქოსდა "უპრობლემო" წმინდანი, რელიგიურ გარემოში აღიზარდა. მთელი მისი ცხოვრება, თავიდან ბოლომდე, უმცირეს დეტალებშიც კი, იმდენადაა აღბეჭდილი ეკლესიური რწმენით, რომ უხილავი სამყარო მისი ყოველდღიურობის ნაწილი და თითქმის შეხებადი გახდა, არაფერს შეეძლო მისი ყურადღების მიზიდვა. მისთვის "რელიგია" რეალურად მისი ყოველდღიური ცხოვრების თავისთავად ცხად მოცემულობად იქცა, მისი მიმართება რელიგიისადმი ისეთივე იყო, როგორიც ჩვენ გვაქვს ყოფით საქმეებთან. მაგრამ სწორედ მან, თითქოსდა საიმედოდ დაცულმა ყველა საშიშროებისაგან, დატოვა გამაოგნებელი აღიარება, რომელიც მისი ხანგრძლივი აგონიის ბოლო კვირებში ჩაიწერეს, იმდენად გამაოგნებელი, რომ მოსმენილით შეშინებულმა მისმა დებმა მის ლიტერატურულ დანატოვარში ეს სიტყვები შეარბილეს და მხოლოდ ახლა, ახალ გამოცემაში, დაიბეჭდა პირვანდელი სახით. მაგალითად, ის ამბობს: "მატერიალისტების აზრები თან მდევენ". მის გონებას მოსვენებას არ აძლევნდნე რწმენის საწინააღმდეგო არგუმენტები; რწმენის განცდა თითქოს გაქრა, ის გრძნობდა თავს "ცოდვილის ტყავში". ეს ნიშნავს: თითქოს ურყევი საფუძვლის მქონე სამყაროში ადამიანის წინ მოულოდნელად იხსნება უფსკრული, რომელიც მიმალული იყო საყოველთაოდ მიღებული პირობითობის მყარი გავლენის მიღმა. ასეთ სიტუაციაში აღარ დგება საკამათო საკითხები - მარიამის ზედაც აღყვანების, ან აღსარების შესახებ, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება. ამ შემთხვევაში საუბარია მთლიანობაზე: ყველაფერი ან არაფერი. მხოლოდ ეს ალტერნატივაღა რჩება; და ჩანს, აღარსადაა საფუძველი, რომელსაც ამ უეცარ ვარდნაში შეიძლება მოეჭიდო. საითაც არ გაიხედავ, ყველგან მხოლოდ არარაობის უკიდეგანო სიღრმეა.
პოლ კლოდელმა "აბრეშუმის ფეხსაცმელის" პროლოგში მორწმუნის ეს სიტუაცია ძლიერად და დამაჯერებლად აღწერა. მისიონერი-იეზუიტი, ღმერთსა და ამქვეყნიურობას შორის თავგადასავლებისკენ ბუნდოვანი მისწრაფებით მოხეტიალე გმირის, ერისკაც როდრიგოს ძმა, წარმოდგენილია გემის დაღუპვის მომენტში. მისი ხომალდი მეკობრეებმა ჩაძირეს, თავად ის გემის ქიმზე მიაბეს და ასე ხის მორზე მიკრული ოკეანეს აზვირთებულ ტალღებს გაატანეს. სპექტაკლი მისი ბოლო მონოლოგით იწყება: "გმადლობ ღმერთო, რომ შენ ასე მიმაჯაჭვე! იყო დრო, შენი მცნებები მძიმე მეგონა, და ჩემი ნება უმწეო და უმოქმედო რჩებოდა შენი მცხნენების წინაშე. მაგრამ შეუძლებელია შენთან იმაზე მეტად ვიყო დაკავშირებული, ვიდრე ახლა ვარ, და ასო-ასოც რომ ამქნანა, ერთი ნაწილიც კი არ მოგცილდება არცერთი გოჯით. ამგვარად მე ჭეშმარიტად ჯვარზე ვარ გაკრული, მაგრამ კვარი, რომელზეც ვარ ჩამოკიდებული, არაფერს არ ეყრდნობა. ის ზღვაზე ცურავს.
ჯვარზეა მიბმული, ჯვარი კი უფსკურლზე ჰკიდია. შუძლებელია დღევანდელი მორწმუნის მდგომარეობის უფრო ზუსტად და ზედმიწევნით აღწერა. ჩანს, ის უბრალო მორს უჭირავს, არარაობაზე მოქანავეს, და თითქოს იმ მომენტის გამოთვლაც შეიძლება, როდესაც ის ჩაიძირება. მხოლოდ უბრალო მორი აკავშირებს მას ღმერთთან, მაგრამ ეს კავშირი უეჭველია და დაურღვეველი, და მაინ სულის სიღრმეში იცის, რომ ეს ხე მის ქვემოთ მობობოქრე არარაობაზე ძლიერია, რომელიც, მიუხედავად ამისა, მუდამ არსებობს მთელი თავისი მრისხანე ძალით.
იოზეფ რატცინგერი - შესავალი ქრისტიანობაში
თბილისი, 2010
ეს იყო სულ რისი ამოწერაც ამ პოსტისთვის მინდოდა...
დავამატებდი რომ - მორი, თუ მორად დარჩა ადრე თუ გვიან ზღვის ბობოქარი ტალღები დაალპობს...
შედარებები, პარალელები, კომენტარები, ფიქრი და გულის ტკივილი თქვენთვის მომინდვია...
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია