რამდენიმე თვეა აქტიური კამათი მიმდინარეობს სკოლებში ახალი საგნის შემოღებასთან დაკავშირებით. საგანს ჰქვია "მე და საზოგადოება", და როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განაცხადა ეს საგანი გახლავთ ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი. სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე, 2015 წლის 17 აგვისტოს განცხადებიდან ირკვევა, რომ "მე და საზოგადოება" - ახალ საგანში ძირითადი აქცენტები კეთდება მოსწავლის გარემომცველ სამყაროზე (ოჯახი, სკოლა, თემი), ჯანსაღი ცხოვრების წესზე, უსაფრთხოებაზე, ძალადობის საკითხებზე, ტოლერანტობაზე, სოციალური უნარების განვითარებაზე, სახელმწიფოზე, გარემოს დაცვაზე და სხვ. და ეს ყოველივე უნდა დაიწყოს III-IV კლასიდან. ესაა ზოგადი ინფორმაცია რაც მაშინ განთავსდა. ამის შემდეგ დიდი სიტყვიერი შეხლა-შემოხლები იყო, დაკვეთებს ასრულებთო, ერის გარყვნა გინდათო, ევროპამ შეგვიკვეთათო, გადაგვაგვარებთო, შვილებს გვიწამლავთო, ლიბერალებოო (ეს ბოლო ხანებში საგინებელი და წარმართობის გამომხატველი მიმართვა გახდა ☺), მეორე მხარემ - "არა ბიძია კარგი სურვილები გვაქვსო" და ათასი სხვა მოსაზრება გაისმა. მაგრამ რატომღაც ერთი გამორჩათ, ან მე ვერ მოვისმინე და მინდა სწორედ ამაზე გავაკეთო აქცეტი და მოდით ლოგიკურ ჯაჭვს მივყვეთ.
როდესაც რაიმე სიახლის დანერგვა ან შემოტანა იწყება, ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ძველი უნდა გაუმჯობესდეს... ან რაიმე პრობლემაა და იმის ამოსაფხვრელად სიახლეა საჭირო. სამოქალაქო აღზრდა - პრობლემა?! სამოქალაქო საზოგადოება ჩვენი მოსახლეობის ის ნაწილია, რომელიც უნდა არსებობდეს (წესით), მაგრამ სამწუხაროდ არ არსებობს, ყოველშემთხვევაში, იმ განსაზღვრებების მიხედვით არ არსებობს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების კონცეფციას შეეფერება, აქედან მარტივი დასკვნა - ეს არის პრობლემა! ეს პრობლემა ხშირად გამოიხატება სხვადასხვა უმცირესობათა მიმართ ძალადობის ფორმებში, შეუმწყნარებლობაში. თუ უფრო გავშლით თემას, მრავალი დამეთანხმება იმაშიც და ეს აზრი მუსირებს კიდეც, რომ ჩაგვრა, დისკრიმინაცია, არატოლერანტულობა, იქნება ეს სექსუალური, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ, ანდა ქალებზე ძალადობა გამოწვეულია გაუნათლებლობით. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ესაა - გაუნათლებლობა. ამ მხრივ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივა სრულიად გასაგებია და მოსაწონიც კი - სჯობს სამოქალაქო აღზრდა სკოლის ასაკიდან დავიწყოთ! მაგრამ არის ერთი მცირე ინფორმაციული ვარდნა, რომელსაც მინდა ხაზი გავუსვათ. ამ ინფორმაციას ჰქვია საშინელი სიტყვები - "სტატისტიკური მონაცემი". ჩვენ, სოციოლოგები ამ რიცხვებით ვმსჯელობთ ხოლმე, რადგან მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა.
ჩვენ ვთქვით - გაუნათლებლობის პრობლემააო, ლოგიკურია, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა განათლების დონის აწევა, რაც დააკავშირეს ახალი საგნის შემოღებასთან. მაგრამ გაუნათლებლობის პრობლემა ნიშნავს კი იმას, რომ ამ ახალ საგანში გაუნათლებლობის პრობლემა დგას? უკეთ რომ გადმოვცე ჩემი სათქმელი განვავრცობ კითხვას - არის სტატისტიკური მონაცემი იმის შესახებ, რომ აქამდე არსებულ სასწავლო საგნებს შორის ბეჯითი, წარმატებული და სასკოლო მაღალი განათლების მქონე ახალგაზრდები (საუნივერიტეტო განათლებას ამ ეტაპზე არ შევეხები, რადგან საქმე სკოლის პროგრამასთან გვაქვს) არიან შეუმწყნარებლები ანუ არატოლერანტულები, მჩაგვრელები, აქვთ დაბალი სამოქალაქო თვითშეგნება? თუ არის ამის დამადასტურებელი სტატისტიკური მონაცემი, რომ ის მოსწავლეები, რომლებსაც კარგად აქვთ შესწავლილი ყველა ის საგანი, რომელიც ამჟამად ისწავლება სკოლაში და ისინი მაინც ახორციელებენ ძალადობას ან არიან შეუმწყნარებლები ან მათი სამოქალაქო ზრდა არ მომხდარა, მაშინ რა თქმა უნდა კიდევ ერთი საგანია დასამატებელი, რომელიც სწორედ ამ საკითხებზე გააკეთებს აქცენტს. მაგრამ რატომღაც ძლიერი ეჭვი მღრღნის, რომ ასეთი სტატიტიკურ მონაცემი სინამდვილეში არ არსებობს, და პირადი დაკვირვებიდან ან პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ ის მოსწავლეები, რომლებსაც კარგად ჰქონდათ შესწავლილი ისტორია-ლიტერატურა, მათემატიკა-ფიზიკა, რელიგია სწორედ რომ ყველაზე ტოლერანტულები და სამოქალაქო აღზრდითაც დაწინაურებულნი იყვნენ. არავის არ ჩაგრავდნენ, რადგან იცოდნენ რას ნიშნავს ჩაგრული ქვეყნის ისტორია, არავის უყურებდნენ ზემოდან, რადგან იცოდნენ რომ ქართველი ავტორების იქით, მსოფლიოში უდიდესი ლიტერატურა იქმნება, სწავლობდნენ მათემატიკას და ფიზიკას და ესმოდათ, რომ მსჯელობა და ლოგიკა არის ის გასაღები, რომელიც მიგვიყვანს მყარ ჭეშმარიტებამდე, რადგან ყოველთვის ვიკითხავ - რატომ? და სწავლობდნენ რელიგიას, რომელიც მათ მაღალ მორალურ ღირებულებებს სძენდა, იქნება ეს ქალთა პატივისცემა, თანასწორობა, მიტევება, შემწყნარებლობა, ურთიერთსიყვარული და ა.შ.
აქედან გამომდინარე, სიტუაცია არის შემდეგი - იმ ძირითად საგნებში, რომლებსაც ახლა სწავლობენ სკოლებში, მოსწავლებს აქვთ დაბალი შედეგები, ამიტომ ახორციელებენ ძალადობას და მათი მოქალაქეობრივი თვითშეგნებ დაბალია. გამოსავალი კი ის მოიფიქრეს, რომ ყველა სხვა საგანი სადღაც მოისროლეს, მთავარია პატივისცენ ერთმანეთსო, არ მოკლან და ექნებათ თუ არა შესაბამისი განათლება სხვა საგნებში, ეს მათი პრობლემააო. ვფიქრობ, ეს განთლების დონის ამაღლებისკენ მიმართული გამოსავალი სულაც არ არის. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვიღაცეები ამით ფინანსდებიან და დაკვეთებს ასრულებენ, შორს ვარ რადგან არ ვიცი ეს საკითხი, მაგრამ ფაქტია, რომ შემოთავაზებული იდეა პრობლემის (გაუნათლებლობის) მოგვარებისა, წამგებიანი იქნება იდეაშივე. ლოგიკურად მიგაჩნიათ, რომ მოსწავლეები თუ ვერ/არ სწავლობენ 9 საგანს, დავამატოთ კიდევ ერთი?
P.S. სამოქალაქო - მეც ვისწავლე ეს საგანი სკოლაში და თუ სწორად მახსოვს ეს იყო VII ან VIII კლასში, ერთი სემესტრის განმავლობაში. ყველაზე კარგად ამ საგნიდან დამამახსოვრდა მსჯელობა "თავისუფლების" ფენომენზე, სხვა ვერაფერი მოვიგონე. ასევე ვისწავლე საგანი "უსაფრთხოება", ესეც ერთი სემესტრი და ამ საგნიდან მახსოვს კოცონის ანთების ტექნიკები. ამ მცირე მეხსიერებიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით, რომ ამ საგნებმა იქონიეს ჩემზე გავლენა, მაგრამ მახსოვს ვეფხისტყაოსანი და ქალთა პატივისცემა, მახსოვს ვაჟა ფშაველა და სტუმარ-მასპინძლობა ან ალუდას რევოლუციური აღმასვლა, მახსოვს ფიზიკაში ასტრონომიაზე საუბრები და სამყაროს მშვენიერების აღქმა, მახსოვს რელიგიის გაკვეთილები და ისიც, რომ "რწმენისაებრ მიეგება ადამიანს და არა დაბადების ადგილისამებრ", გაგიკვირდებათ ალბათ, თუ ვიტყვი, რომ ჩემი სამოქალაქო თეორიული აღზრის სიმწირის საპირწონედ, ქალებს და ჰომოსექსუალებს არ ვცემ და არ ვურტყამ; შავკანიანებს არ დავცინი, რომ შავკანიანები არიან და არც ვაგინებ ამის გამო; პირველივე კურსზე მყავდა ჯგუფელი, რომლის აღმსარებლობაც ისლამი იყო, მაგრამ ტერორისტად არ აღვიქვამდი და ეს მხოლოდ იმიტომ არა, რომ განსაკუთრებული ვარ, ასეთი დახასიათება არ მეხება მხოლოდ მე, ერთ პიროვნებას, არამედ ამის თქმა შემიძლია ყველა ჩემს ნაცნობზე, რომელსაც კარგი განათლება აქვს მიღებული სკოლაში, მაგრამ არ უსწავლიათ "მე და საზოგადოება"... და დარწმუნებული ვარ, უფროსი თაობის ადამიანები, რომლებსაც ასევე მესამე კლასიდან არ უსწავლიათ ეს საგანი, მაგრამ კარგი სასკოლო განათლება მიიღეს, ისინიც არ ახორციელებენ მსგავს ქმედებებს. და თავად, მათ მივმართავ ვინც ეს იდეა შემოიტანა - თქვენ ისწავლეთ "მე და საზოგადოება" სკოლაში?
ყველაფერს თავისი დრო აქვს. მე ვფიქრობ, რომ მესამე კლასელი ბავშვისთვის ძალიან ნაადრევი და რთულია, ზემოთ აღნინული პრობლემების შესწავლა და გააზრება. ბავშვები 7-8 წლის ასაკში ჯერ კიდევ სხვა სამყაროში არიან და ვფიქრობ, არავის არ აქვს მათი დამახინჯების უფლება!
მეც ვისწავლე სკოლაში ზემოთ აღნიშნული საგნები, რომლებიც არაფრის მომცემი იყო ჩვენთვის, მხოლოდ დროის ტყული ფლანგვა. ახლა კი არა, ერთი თვის მერე არ მახსოვდა რას ვსწავლობდით. სამაგიეროდ ახლაც მახსოვს რელიგიის გაკვეთილები მე-3 კლასში, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.. საჯარო სკოლებში ახლა რელიგიის გაკვეთილები აღარ ტარდება, ხოდა სჯობია ამაზე იფიქრონ და ეს საგანი დაამატონ!
ასაკს მოევლება და აწევენ თათი, მაგრამ საერთოდ საგნის საჭიროება რატომ დგას, ესაა ჯერ საკვლევი და გამოსაძიებელი. მართლა ამ საგნით მოევლება ამ პრობლემას თუ უფრო სხვა რამ გვჭირს.
მეც მგონია, რომ "სხვა" რამეშია საქმე და იქ იმარხება "ძაღლის თავი".
პირველ რიგში დავიწყებ იმით, თუ რაში გეთანხმები. კი ბატონო, საჭიროა განათლების დონის აწევა. გასაგებია, რომ არ არსებობს სტატისტიკა იმის შესახებ, რომ მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები ახორციელებენ ძალადობას. თუმცა, ჩემი აზრით, განათლების დონის აწევით ისევე ვერ გამოსწორდება სიტუაცია, როგორც შენ თვლი რომ ამ საგნის შემოღებით შევცვლით რამეს :))
კითხვა, რომელიც გამიჩნდა: მართლა ფიქრობ, რომ ყველა მოსწავლეს, რომელიც გამოირჩევა სკოლაში მაღალი აკადემიური მოსწრებით აქვს სწორი და ობიექტური მიდგომები იმ საკითხების მიმართ რაზეც საუბრობ? ან ამას რომ თავი დავანებოთ, ხომ მეთანხმები, რომ ყოველთვის იქნებიან მოსწავლეები, რომლებსაც შენ მიერ ჩამოთვლილი საგნები არ აინტერესებთ ან უბრალოდ არ უნდათ მათი სწავლა და მათ ეს ცოდნა როგორ უნდა მიიღონ? უხეშად რომ ვთქვათ, დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს არ უნდა ჰქონდეთ სამოქალაქო განათლება? და თუ ეს საგანი არ იქნება საიდან მიიღონ? (ისევ შენი მოსაზრებიდან გამომდინარე)
ალბათ იკითხავ ამ მოსწავლეებს კიდევ ერთი საგნის შესწავლა მოუნდებათო? ჰოდა მაგაზეც გიპასუხებ - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირადად ჩემი აზრით, მოსწავლეების მიერ საგნების სწავლაზე ხელის აღების ერთ-ერთი მიზეზია სიზარმაცე ან გაკვეთილის მოსაბეზრებელი, რუტინული ფორმატი, ამ საგანში მათ არ მოუწევთ რაღაც უზარმაზარი ტექსტების სწავლა, საუბარი იქნება შემთხვევებზე ადამიანების ცხოვრებიდან, აგრეთვე, იმიტირებული სიტუაციების საკუთარ თავზე გათავისებით, დისკუსიებით, იქნება მეტი ინტერესი და ჩართულობა. როგორც მინიმუმ ისწავლიან საკუთარი აზრის დაფიქსირებას, რადგან ფიზიკაში არასაკმარისი ცოდნა არ მისცემს მათ ამის საშუალებას, იქნებიან მეტად თავდაჯერებულები ცხოვრებაში. (ეს კიდევ სხვა პლიუსებია, რაც შეიძლება ამ საგნის შემოღებას მოჰყვეს)
რას ემსახურება ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებაში? მეტყვი, რომ მათაშიც არ დევს არანაირი აზრი? ჰოდა, როდესაც გაკვეთილზე პირობითად 10 წლის მოსწავლე თვალებახვეული გაივლის და მიხვდება რამდენად რთულია ქუჩაში სიარული მხედველობადაკარგული/დაქვეითებული ადამიანისთვის, წესით მან უფრო მეტად უნდა მოინდომოს რომ ამ ადამიანს ქუჩაში გადასვლის დროს დაეხმაროს, არა იმიტომ რომ მაგარი ტიპია და ეს სამოქალაქო განათლებაში ასწავლა მასწავლებელმა, თუნდაც იმიტომ, რომ სადღაც გონებაში ამოუტივტივდება... სინდისი შეაწუხებს, რადგან საკუთარ თავზე გამოსცადა...(და არ მითხრა, რომ ბავშვობაში მიღებული მსგავსი გამოცდილება არ ახდენს გავლენას)
და ბოლოს, ვერ დავეთანხმები შენს ძირითად დაშვებას, რომ მოსწავლეები, რომლებსაც კარგად აქვთ შესწავლილი ყველა ის საგანი, რომელიც ამჟამად ისწავლება სკოლაში ისინი არ ახორციელებენ ძალადობას და არიან შემწყნარებლები/ ხდება მათი სამოქალაქო ზრდა. ამის საწინააღმდეგო ძალიან ბევრი მაგალითი მინახავს რეალურ ცხოვრებაში და დარწმნუნებული ვარ შენც :))
ჩემი აზრით უსარგებლო და არაფრისმთქმელი საგანი არ იყო სამოქალაქო განათლება და არც ეს უნდა იყოს. საჭიროა მხოლოდ კარგად შერჩეული თემები, რაშიც ვგულისხმობ თეორიულ ნაწილსაც და პრაქტიკულსაც(სწორად დაგეგმილი გაკვეთილი და მისი ჩატარების საინტერესო ფორმა).
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Bonnie Simonetti_მ.
თარიღი: აგვისტო 4, 2025.
საათი: 2:28am
0 კომენტარი
0 მოწონება
No doubt you’ve already heard about the ketogenic diet, also known as keto. Whole Pinterest boards and Instagram accounts are dedicated to the trend, and it has some pretty famous followers, including Halle Berry and Kourtney Kardashian. Before you give it a go, you’ll want to know what it involves, how it works and, most importantly, Supraketo.org what nutritionists and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Bonnie Simonetti_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
When autocomplete results are available use up and down arrows to review and enter to select. Touch device users, explore by touch or with swipe gestures. Easy Keto bread recipes including rolls, buns, scrolls, loaves, flatbread, tortillas, wraps and pretzels. All recipes are gluten-free, grain-free and low carb! This Keto Brazilian Cheese Bread (pão de queijo) recipe is the perfect side for your homemade churrasco for dinner, or even enjoyed as a delicious low-carb snack! This gluten free,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია