დილიდან არეული დაიარებოდა და საბოლოოდ მიხვდა რომ ძალიან ეძინებოდა, ამიტომ ჩემს ოთახში შემოვიდა, გვერდით მომიწვა და დაძინება გადაწყვიტა. მაგრამ როგორც ყველა ბავშვი ჯერ ანცობისთვის ჰქონდა გონება მიმართული.
- აი, ხომ მოიგო ბარსელონამ, რომ მეუბნებოდი ვერ მოიგებსო.
- როდის მოიგო?
- მმ, 3-1 მოუგო არსენალს.
- რას ამბობ ბიჯო, შენ სიზმარი ხომ არ ნახე, არსენალმა მოიგო ზუსტად.
- რა არსენალმა? ბარსამ გაიტანა სამი გოლი. აბა პირველი გოლი ვინ გაიტანა ბარსელონადან?
- პირველი კი არა, ერთადერთი გოლი გაიტანა მესიმ 88-ე წუთზე.
- ეგ მესამე გოლი იყო ბიჯო, რა პირველი.
- საბუკა, სიზმარი ნახე ხო?
- სიზმარი კი არა, ვუყურებდი და ვუსმენდი კიდეც. სიზმარი რომ მენახა, კომენტატორების ხმას როგორ გავიგონებდი?
- შენ გგონია სიზმარში ხმები არ ესმით?
- კი, როგორ არ ესმით, მაგრამ არ მინახავს სიზმარი, ცხადი იყო.
- არა, ნამდვილად სიზმარი ნახე, უბრალოდ იმდენად გინდოდა ბარსელონას მოგება დაწოლის წინ, რომ ძილში ჩაგყვა ემოცია და არსენალის გატანილ გოლებს, სულ ბარსელონას მიაწერდი.
- მმ, მაშ. აბა ბაბუმ რატომ მომილოცა დილით ბარსელონას მოგება?
- ეგ გაგეხუმრა რომ გული არ დაგწყვეტოდა?
- მამამაც უყურა ბიჯო და ვნახეთ რომ ბარსელონამ მოიგო.
- როგორ უყურეთ, თქვენს ოთახში ფეხბრთებს არ აჩვენებს.
- მეორე არხზე იყო თამაში და მაგას აჩვენებს ჩვენთან.
- ჰო, ეგ შეიძლება. მოკლედ, გუშინ ბარსელონელები დამწუხრებულები წავიდნენ კატალონიაში.
- კატალონიაში როგორ წავიდნენ, როცა კატალონიაში იყო თამაში, ბარსა სახლში თამაშობდა.
- აი, ხომ გეუბნები სიზმარი ნახეთქო, სახლში კი თამაშობდა, რადგან ესპანეთში იყო თამაში, მაგრამ მადრიდში, ბერნაბეუზე.
- რა ბერნაბეუ ბიჯო, კამპნოუ იყო.
- ჰო, შენს სიზმარში ალბათ მასე იყო.
- კარგი, აბა რა ფერის ფორმა ეცვა არსენლას?
- ყვითელი და გულზე O2 ეწერა.
- წითელი ეცვა ბიჯო, წითელი.
- ეგ შენ მოგეჩვენა ეგრე, სიზმარში, თორემ არსენალს სულ ყვითელი აცვია.
- აბა ტერშტეგენს რა ფერის ეცვა (ბარსას მეკარეა)
- რა ფერი და მწვანე.
- ჰოო, ეგ მწვანე იყო მართლა.
- აი, ხომ გეუბნები სიზმარი ნახეთქო, აბა მსაჯს რა ფერის ეცვა?
- ყვითელი.
- რა ყვითელი ბიჯო, ყვითელი ეცვა არსენლას, მსაჯს ეცვა შავი.
- ოოო, გეუბნები არათქო და შენ არ გჯერა.
ამის შემდეგ მცირეხნიანი სიჩუმე ჩამოვარდა.
- მოიცა, თუ 88-ე წუთზე გაიტანა ბარსელონამ, გუშინ პირველი ტაიმის მერე რომ გამოვედი ოთახიდან, რატომ მომილოცე გამარჯვება?
- რა? მოგილოცე? სად გამოხვედი ბიჯო, ცხვირი არ გამოგიყვია ოთახიდან. რა მოგილოცე, არც კი მინახიხარ საერთოდ.
- კარგი რა, დილით, იმედის დილაშიც კი აჩვენს გოლები შენ რომ გეძინა.
- ეგ ძველი იქნებოდა, იმედის დილას რას ენდობი, მე ვუყურე თამაშს და საკუთარი თვალებით ვნახე როგორ წააგო.
- მეც ვნახე საკუთარი თვალებით.
- კი, საკუთარი თვალებით, ოღონდ მძინარემ, დაჟე მეორე ტაიმის დასაწყისში შემოვედი და დაგაფარე კიდეც, შენ რომ გეძინა.
აქამდე თუ ყველა პასუხზე ან კითხვაზე კისკისებდა, ახლა ნელ-ნელა სერიოზულობა შეეპერა ხმაში, თვალებში ეჭვის გაუჩნდა. მერე შუქიც მოვიდა და სწორედ მაშინ დამარცხდა ამ ორთაბრძლაში:
- აი, ნახე აბა გუგლში ვინ მოიგო!
მორალი: საკუთარი თვალებით ნახა, ყურებით მოისმინა და გრძნობებით განიცადა საყვარელი გუნდის გამარჯვება, მაგრამ ნახევარსაათიანმა ჩიჩინმა (აქ გამოტოვებულია მწვანე საფარზე კამათი, ფეხბურთელების სახელებზე, ტიერი ანრიც კი დაიჯერა რომ არსენალში თამაშობს და ა.შ.) მოახერხა ის, რომ არათუ რწმენაში და უანხავის დაჯერებასი, არამედ ამგვარად ცხად რეალობაში და საკუთარ სიმართლეში ეჭვი შეიტანა და თავის გამართლება დაიწყო და მოწმის მოწვევა ისურვა. ესაა სწორედ მარცხი.
როცა მართალი ხარ, თავის მართლება არ გჭირდება!
მაშინ ჰრქუა მას პილატე: "არა გესმისა, რაოდენსა-ესე შეგწამებენ შენ?" და არარაი მიუგო მას არცა ერთისა სიტყვისათვის, ვიდრემდე უკვირდაცა მთავარსა მას ფრიად. (მთ. 27, 13-14)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია