რა მნიშვნელობა აქვს ბაკალავრის ბოლო წელს ითვლი, ხვალ სამახურში ხარ წაასვლელი, რაღაც სულელური საქმე გაქვს დასამთავრებელი თავისუფალ დღეს, თუ უბრალოდ ერთი ადამიანი ხარ, ვინც ახალგაღვიძებული ფიქრობს... ფიქრობ დღეს რას გააკეთებ, რა განიცდი, ზოგადად დღესაც ხომ განცდებს აფუძნებ და ისე წარმართავ მას. ფიქრობ მომავალზე. ეს უკანაკნელი ჩვენს რეალობაში (მხოლოდ საქართველოს არ ვიგულისხმებ) ბუნდოვნად ჟღერს და არც ისე იმედიანად გვესახება. თუმცა ...

თუმცა, არ გვეფიქრება იმაზე თუ რა ხდება ირგვლივ. არ გვეფიქრება იმაზე, რომ ყველაფრის შეცვლა შეიძლება, არ გვეფიქრება, იმაზე, რომ გაქცევა გამოსავალი არ არის. მომავალზე ფიქრი უფრო მარტივია, იმაზე რაც ჯერ კიდევ არ დამდგარა, რასაც ამწუთას ფანტაზიით ქმნი და როცა სულ არის "ხვალ". "ხვალ" ხომ მომავალია, ხვალის ხვალაც მომავალი იქნება და საბოლოოდ არასოდეს დგება "დღეს", რომელიც გეტყვის: ჰეი, ჰეიი მე ის მომავალი ვარ. მე თუ მკითხავთ, მომავალი დგება ჩვენს წინაშე ყოველ დღე, უბრალოდ სახელს არ ვარქმევთ. იმას ვამბობდი, რომ დღეს, ახლა, და (უმრავლესობისათვის არასასიამოვნო) "დღეისა" და "ახლას" შეცვლა თავში არავის მოსდის.

გუშინ ქუჩაში მივსეინრობდით ორი სტუდენტი, ვსაუბრობდით ამოყრილ ფილებზე,- რომ არავინ აქცევს მათ ყურადღებას. საუბარი იქამდე მივიდა, დავაფიქსირე, რომ "დღესზე" ყველას ხელი აქვს ჩაქნეული, მათ შორის ჩემს თანამგზავრსაც. ყველა აქცენტს "ხვალზე" აკეთებს. იმაზეც ვიფიქრე, ეს ხომ ადამიანის თვისებაა,- გადადოს ხვალითვის ის, რისი გაკეთებაც ახლა შეუძლია. თუმცა, ბევრმა მაგალითმა დამიმტკიცა, რომ აქ სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე.

ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ჩემს რიგს ველოდებოდი. იქ მუდმივად მდებარე მოწყალების მთხოვნელმა შემოგვიხედა და "მექსეროქსე" ქალს ამბავი გამოჰკითხა, სკამიც აიღო,- თურმე ამასთან რომ ინახავდა. ის არ გამკვირვებია, რომ ამ პატარა მიწისქვეშა სოციუმში ერთმანეთთან ასე მჭიდრო კავშირი აქვთ განურჩევლად კანის ფერისა, ეროვნებისა და სოციალური მდგომარეობისა. დიდი ხანია გამიქრა ილუზია, რომ მოწყალების მთხოვნელი ვიღაც გაუბედურებული ადამიანია, რომელიც თითქოს სხვა სამყაროში ცხოვრობს. ბევრი მათგანი ვიხილე ძვირფასი ტელეფონებით, ფუფუნების საგნებით და ა.შ. ამ საკითხს სხვა კუთხით შევხედე. თუმცა ეხლა ამაში არაა საქმე. ახლა იმასაც ვფიქრობ, რომ სულაც არ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ ისინი სხვა პლანეტიდან არიან, შეიძლება სხვა წრიდან, მაგრამ არა სხვა პლანეტიდან. ისინი ჩვენი რეალობაა. სხვა რამის თქმა მინდა.. იმ დროს როცა მე სკამის აღებ -მიცემობის აქტს ვუყურებდი, გარეთ ამ მოწყალების მთხოვნელის თანაშემწე გოგონა ვერ აჩუმებდა ატირებულ ბავშვს. გამეტებით ჩრიდა პირში საწოვარას და ანჯღრევდა. გამვლელები აივლიდნენ, ჩაივლიდნენ, ალბათ ვერც კი ამჩნევდნენ (ძნელი იყო ვერ შეგემჩნია-გაგეგონა) ან ამჩნევდნენ, მაგრამ იმდენად ბუნებრივია ეს ყველაფერი დღეს რომ... რა სალაპარაკოა უკვე. ჩემი აზრით, მიზეზი მარტო ის არ, არის რომ ეს ყოველდღიურობა გახდა: ხედავდე ჩვილ უმწეო ბავშვს, რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის, სრულ ანტისანიტარიაში, ადამიანის ხელში, რომელიც ამ ბავშვს თავისი მიზნებისთვის იყენებს. საზოგადოებაში არავინ ფიქრობს, რომ ამ ადმაიანების ბედის შეცვლა შეიძლება. ამ სურათს რომ ვუყურებდი, გამიელვა ფიქრმა: 1. ხომ არსებობს სამინისტრო, რომელიც არეგულირებს სოციალურ დაცვას. ნუთუ იქ მომუშავე არცერთი პირი არ დადის ფეხით, ერთხელაც არ გამოჩენილა აქ (ვაკეში, "გუდვილთან"), არ ხედავს ქუჩაში დაყრილ ბავშვებს. ეს შეუძლებელია, იმიტომ, რომ ისინი ყველგან არიან და 2: როგორ ფიქრობენ, მარტო ხელფასის მიღებაა საქმე? მათ არ აკისრიათ ვალი საზოგადოების წინაშე, ქვეყნის წინაშე?? საკვირველია იყო ადამიანი, რომელიც იღებს უშუალო მონაწილეობას ქვეყნის ბედის განსაზღვრასთან და არ აკეთებდე ყველაზე აუცილებელს: არ იღებდე მონაწილეობას საკუთარი საზოგადოებისა და ქვეყნის ფორმირებაში. 2.ვფიქრობ, ხალხი, რომელიც ხედავს ფაქტს: როგორ "ამოწერა" შესაბამისმა ორგანოებმა სოციალურად დაუცველები მომსახურების სიიდან და საზოგადოებამ ავტომატურად გააქრო ისინი საკუთარი რეალობიდან. ზოგს შეიძლება გაუკვირდეს, ეს ხომ ისედაც ვიცით და ისიც ვიცით, რომ არაფერი გამოვაო. აი, ეს ბოლო ფრაზაა ზუსტად იმის მაჩვენებლი, რომ არავინ იცის, რა ძალა აქვს საზოგადოებას, არ იაზრებს რომ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ცალკეული ადამიანების ბედის გადაწყვეტა, მათი გადარჩენა. პარტიზანმა მებაღეებმა ვერ შეძლეს ვაკის პარკში ხეების დაცვა? საყდრისი, ნაყაჩაღარი? ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ მთავარია დავფიქრდეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც მოგვარებას საჭიროებენ, გავიაზროთ რომ ისიც ჩვენი საზოგადოების პრობლემაა და " მაცალე, ჩემი გამჭირვებია"ს პოზიციიდან არ გავექცეთ ამ თემას.

რეპლიკა #2: " აქ რა გამაჩერებს, მალე წავიდე ჯობია." ეს კონკრეტული ფრაზა არის კიდევ ერთი დასტური, თუ როგორი მონდომებით ვცდილობთ გავექცეთ ჩვენს რეალობას და პასუხისმსგებლობებს საზოგადოების წინაშე. თითქოს "იქ" არ დაგვხდებიან იქაური მოწყალების მთხოვნელები. თუმცა ისინი ხომ "იქაურები" არიან, თან შენი თავისთვის ვერ მიგიხედავს, ეხლა ეგენიღა გაკლია; თან შენ რომ იმ სოციუმის წევრი არ ხარ და ჰაერში გამოკიდებული ვინმე ხარ, რომელსაც არ გაკისრია ვალდებულებები. თუ კარგად დავაკვირდებით ჩვენი "ჩვენ" არსად არ მიდის. სადღაც გაქცევის შემდეგ, ის ჩვენთან ერთად რჩება. კითხვის დასმა, თუ რატომ გვაშინებს პრობლემის წინშე დადგომა თავიდანვე უაზროა. ეს პრობლემაც არაა, უფრო სურვილი და საქმის გაკეთებაა, იმისთვის, რომ უკეთესები გავხდეთ, გავაჯანსაღოთ ჩვენივე საზოგადოება. პასუხი ერთია: იმიტომ, რომ დიდი ხანია თითქოს რაღაცეებმა და ვიღაცეებმა დაგვიმტკიცეს, რომ ჩვენ ამის ძალა არ შეგვწევს, დავმარცხდებით. პრობლემების მოგვარების ერთადერთ გზად მივიჩნევთ ვთქვათ: "ჩვენ რა მოსატანი ვართ, იქ სხვა დონეა, ეჰ იქამდე როდის მივალთ" (ვერც მიხვალ, ხელს თუ არ გაანძრევ). რაღაც ჩარჩოებს ვეძებთ, რაღაცეების რეგულირებებს ვახდენთ (თითქოს საზოგადოებს აკდლეს ჩარჩოები) , ვეძებთ "მას" ვინც მოვა და მოგვიგვარებს (როდის უნდა დამთავრდეს ეს მესიანიზმი, ანუ სიზარმაცე) და ა.შ. საკმარისია გამოვიჩინოთ ინტერესი, მოვძებნოთ გზები, გავიაზროთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი საქმეა. ერთხელ მაინც მოვეშვათ "ჯიპებზე" ფიქრს. ყველა ვხვდებით იმას, რომ მთალდ სახარბილეო პირობებში არ ვცხვრობთ და ერთი "ჯიპი" დღეს ყველას სჭირდება... ყოველთვის მოგვინდება იმაზე მეტი, ვიდრე გვაქვს, ყოველთვის გამოჩნდება თავის ასარიდებელი მიზეზი...შექმნილი მდგომარეობა არ გულისხმობს ადამიანობის დაკარგვას. საკმარისია ხელის გაწვდენა, ფხიზლად გაანალიზება იმისი რაც გვჭირს და რაც გვიჭირს. თუ ყოველი ჩვენგანი თავი საქმეს პატიოსნად გააკეთებს, დღის ბოლოს უდიდეს სიამოვნებას მიიღებს, იმაზე უფრო მეტს ვიდრე ჯიპში ჯდომაა და ხელგამოწვდილი ადმაიანის დანახვაზე შიგ ჩაყუნჭვა... თქვენ უკეთ იცით რატომაც.

გასაგებია, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. უფრო სერიოზული რამეებიც გვაქვს საფიქრელად: მსოფლიო წინ მიდის, იგონებს სხვადასხვა ტიპის იარაღს, ვინდოუსის ახალ ვესიას, გაუმჯობესებულ აიპადს, ახლა "რენჯის" ახალი მოდელიც გამოვა... მსოფლიოს ადამიანები გამორჩა.

ნახვა: 327

ტეგები: Qwelly, ბაკალავრიატი, ბლოგი, გადასასვლელი, დღიური, ელისაბედი, პადზემკა, სამსახური, ჩანაწერი, ცხოვრება

makuna: მაისი 22, 2014||2:39pm

elizabed მაგათი მოწყალების თხოვნა მოჩვენებითი მგონია,(ყველას არ ვგულისხმობ.)ეგ საქმიანობა ბიზნესად გაიხადეს.დღეს ერთ-ერთი მეტროს"პადზემკაში"საკუთარი თვალით ვნახე:მოხუცი,რომელიც მოწყალებას ითხოვდა,მას მიუახლოვდა,ასე რომ ვთქვა თავისი ბოსი.ხურდა ფული ჩაითვალა,ჩაიჯიბა,თავისებურად ლანძღვა-ჩხუბით დაარიგა და იქაურობას გაეცალა.ამ სურათის დანახვამ ის ადამიანი ძალიან შემაცოდა.სხვაზე დამოკიდებულებამ თავისუუფლება წაართვა,თან რამდენ დამცირებას იტანს.

ლაშა: მაისი 22, 2014||8:12pm

არის ერთ ფილმი (სახელი არ მახსოვს), მაგრამ ფილმი ერთ ინდოელ ბიჭუნაზეა, რომელმაც მოიგო მილიონი. ჩვენთან რომ დუტას მიყავდა ვის უნდა 20 000 იმის მსგავს გადაცემაში. მოკლედ, იქ კარგად არის ახსნილი რა საქმიანობაა სინამდვილეში "მათხოვრობა", მაგრამ ახლა ამაზე დაწერას არ ვაპირებ. 

საქმე ისაა  elis რომ ფიქრის და საუბრის დრო და გონება ყველას გვაქვს, საქმით რომ არ კეთდება არაფერი ეგაა პრობლემა. მაგრამ კიდევ უფრო ცუდად რა მენიშნება ხოლმე იცი?! უნდათ კი ამ ადამიანებს დახმარება? არა იმიტომ რომ მაკას თქმის არ იყოს ბიზნესადაა ქცეული, არამედ იმიტომ რომ მართლა შეეჩვია ხალხი იმას რაც აქვთ თვითონ. იმედის გადაწურვა ეს საშინელებაა...

მე ბავშვებში ვხედავ ხოლმე კიდევ იმედების ნაპერწკალს, უფროსებში თითქმის არაფერი აღარ არის რასაც შეგიძლია ხელი მოკიდო და იბრძოლო გამოიყვანო ამ მდგომარეობიდან... არ ვიცი, იქნებ ვცდები კიდეც....

რაც შეეხება შეცვლას, იქნებ სინამდვილეში არც კი გვინდა შეცვლა... 

elisabed: მაისი 22, 2014||11:44pm

ზრდასრულებს თუ არ უნდატ იმ პატარებს უნდა დავეხმაროთ, რომ ფულის საჭრელი მანქანები არ გახდნენ, ფსიქიკა არ დაუმახინჯდეთ. ეს მერე ისევ საზოგადოებას დააზიანებს. რა ვიცი ვფიქრობ ვისაც რამის შეცვლა უნდა უნდა იბრძოლოს ამისთვის, უმრავლესობას რომ ეზარება მაგა ვხვდები და ვხედავ 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Atlanta Braves affiliate reveals new Rome Emperors identification

გამოაქვეყნა Brissett20_მ.
თარიღი: ივლისი 16, 2025.
საათი: 1:30pm 0 კომენტარი



Rome, Georgia, got its name due to the fact that, like its Italian equivalent, the city was constructed within seven hillsides and the rivers that run in between them. At a ball park occasion on Thursday evening, Rome's Minors Baseball team further strengthened the connection between the two apparently disparate Rome Emperors have begun their Rome stays Atlanta's High-An associate, the brand-new Emperors age marks the initial time in franchise history that the club has not been…

გაგრძელება

ვისაც პოეზია უყვარს

გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…

გაგრძელება

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Qwelly World

free counters