გამეღვიძა.

      რამოდენიმე წამი ვერ მივხვდი სად ვიყავი. ლეპტოპი ავიღე და გადავწყვიტე აღმეწერა ის ოთახი, სადაც ახლა ვცხოვრობ. წითელი სამეული, კუთხეში საწერი მაგიდა და მასზე რამოდენიმე წიგნი დევს, წიგნები ვიცანი, კაფკა, ფამუქი და მიშელ უელბერკის რუკა და ტერიტორია. ნეტა ტერიტორიულად სად ვარ, ან რუკაზე როგორ არის ეს ადგილი აღნიშნული?! იყოს, ამაზე მერე ვიფიქრებ. Qwelly, ბლოგი, დასვენება, ზაფხული, მარტოობა, სასტუმრო, საშინელება ოთახს დავუბრუნდები. მარცხენა მხარეს კარადა დგას, ერთი კარი ღიაა და ჩემი ვარდისფერი კაბა ჩანს, მე დავკიდე. ჩალაგება მომისწრია. კარადის თავზე ჩემი ფერადი ჩემოდანი ვიცანი და მივხვდი, რომ დასვენების დრო მოსულა. პატარა აივანი, აივანზე ერთი სკამი დგას, ალბათ ჩამოვჯდები საღამოობით და წავიკითხავ, ან სულაც უბრალოდ ხედით დავტკბები. ჰოოო, ფარდები, ფარდები საერთოდ არ უხდება ამ ოთახს, იცით როგორი ფერია? გაზეთს დიდხანს მზეზე, რომ გავჩერებთ და გაყვითლდება, აი ისეთი. არ მომწონს, ამერიკულ საშინელებათა ფილმში მგონია თავი. სასტუმროს პატარა ნომერში, ჩემთვის ჩუმად ვზივარ და თვალების ცეცებით ველოდები, როდის მომიკაკუნებს ის მანიაკი, ფილმებში თავიდან ყველას კეთილი რომ გვგონია. ჩემს პირდაპირ, იასამნისფერი პორტრეტი კიდია, თვალები იმდენად გამოუკვეთავს მხატვარს, რომ ჩამოვხსენი, მზერა მაწუხებს. მაგიდაზე ხის ჩარჩო დევს, ახლა შევამჩნიე, ფოტოს გარეშე, დეკორაცია. ჩემი ფოტო ხომ არ ჩავდოთქო ვიფიქრე, მაგრამ ბოლოს ჩარჩოს მოპარვა მომიწევს და ეს უკვე ძალიან ზედმეტი იქნება, მე ხომ მიმღებიდან კალმები მოვიპარე. ტელეფონიც აზუზუნდა, გამეღიმა, როგორ გამოუთვლიათ როდის გამეღვიძებოდა.

- კარგად ვარ, ცოტა დავიძინე, ახლა გამეღვიძა, მოვწესრიგდები და გავალ, ალბათ ცოტას გავისეირნებ. ფრთხილად ვიქნები.

      მეორეჯერ აზუზუნდა ტელეფონი

- კარგად ვარ, ცოტა დავიძინე. კი, კიი ძალიან მომწონს აქაურობა. არ მეშინია, მართლა. კარგი, ღამე არ ვივლი.

      მესამეჯერ აზუზუნდა ტელეფონი

- კარგად ვარ, ცოტა დავიძინე. მართლა კარგია აქაურობა. ჰოო, ინტერნეტი არ მქონდა და ვერ "დავჩექინდი", ფოტოებს აუცილებლად გამოგიგზავნი. იქაც მივალ. ჩამოგიტან, ჩამოგიტან, როგორც დაგპირდი.

      ინტერნეტი მაქვს, არ მოგატყუებთ. მაგრამ, რატომღაც არ მინდა ვინმემ გაიგოს სად ვარ. აივანზე, რაღაც აფხაკუნდა, გავიხედე და მტრედია. დაგოგმანებს, დაბაჯბაჯებს, მითვალთვალებს, ჰოდა, ავაფრინე... ლამაზია მტრედი, მაგრამ მე თოლია უფრო მიყვარს. თოლია ჯონათან ლივინგსტონი. თქვენ ღამე მტრედი გინახავთ ოდესმე ? აი, მე დღეს დავინახე. აივანზე სამი ქოთანი დევს და არცერთში არ ყვავის ყვავილი. ხედით ვერ ვტკბები, მაგრამ ზღვის ხმა და მარილიანი სუნი ისე მსიამოვნებს, რომ თვალები დავხუჭე. ფიქრებში წავედი. ვიღაც აკაკუნებს, ჩემს თავზე გამეცინა ისე წამოვხტი, შემეშინდა. ვინ უნდა იყოს თვალებით ვიკითხე, ვინ არის ?! და როცა იქიდან პასუხი ვერ მივიღე, გული ყელში ამიბაკუნდა. კარები გავაღე, უსასრულო დერეფანი, დასკვნა ალბათ მომესმა და უკვე კარადასთან ვდგავარ. განუყრელი ჯინსით, კეტებით და მაისურით მივფრატუნებ დერეფანში. სად მივდივარ, არ ვიცი. როგორც ჩემი მეზობელი წერტილა, იტყოდა "ვალივერებ" სიტუაციას სასტუმროში. პირველ სართულზე ჩამოვედი, არ მითქვამს, რომ მეშვიდეზე ვცხოვრობ.

      ახლა ვზივარ სანაპიროზე, მარტო ჩემი ლეპტოპი ანათებს. ძალიან მომწონს, ამხელა უზარმაზარ სივრცეში ყველაზე მყუდროდ ვგრძნობ თავს. ადრე ჩემი ჩრდილისაც კი მეშინოდა, მერე მივხვდი, როცა მას ვხედავ ჩემს უკან სინათლეა და დღემდე ასე ვინუგეშებ თავს. ჰოდა, ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ ერთ რაღაცას მივხვდი, როცა მარტოები მივდივართ სადღაც შორს, ყველასგას, ფერადი ჩანთით და წიგნებით(ზეგჯერ ესეც საჭიროა) შეგრძნებები ასმაგდება, საკუთარ თავს შიგნიდან ვათვალიერებთ და ფიქრებს ვფილტრავთ, მხოლოდ იმას ვიტოვებთ, რაც ალბათ საფიქრალია.

ჰო, მე ახლა კიდევ იმაზე ვფიქრობ ვინ დააკაკუნა ჩემს კარებზე. არა, ნამდვილად ამერიკულ საშინელებათა ფილმში მგონია თავი. ბოლოს მაინც გადავრჩები.

ნახვა: 374

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დასვენება, ზაფხული, მარტოობა, სასტუმრო, საშინელება

ლაშა: სექტემბერი 17, 2016||10:16pm

მგონი სჯობს ფარდები ჩამოხსნა, ნუ გააფუჭებინებ განწყობას უმიზეზოდ.

გოგონა ყვავილის სახელით: სექტემბერი 18, 2016||12:42pm

ერთი მინუსი შეიძლება ქონდეს ამ ადგილს და ჯობია ფარდები დავტოვოთ. 

ლაშა: სექტემბერი 18, 2016||5:30pm

ქართული საშინელებათა რეალითის გმირობა სასიამოვნოა ალბათ? 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters