თავისუფლების სურნელი...როგორი ტკბილი და მიუსაფარია... იგი ხშირად ჩიტუნას გავს, რომელსაც ლაღად სურს ქროლვა, უბრალოდ გალიიდან გასვლა არ ძალუძს... არადა, რა ფასი აქვს დატყვევებულ თავისუფლებას? ადამიანის სული ხშირად მაგონებს ასე, გამომწყვდეულ ფრთოსანს, რომელიც უშედეგოდ იღწვის, თითქოს ცვლის პატარ-პატარა ნიუანსებს, მაგრამ უშედეგოდ...

      რა მოხდება მაშინ, თუ აღმოაჩენ, რომ თითოეული შენი გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ ილუზიაა... რა მოხდება, როცა აღმოაჩენ რომ ყოველივე სიცრუეა... მხოლოდ სხვებისთვის დადგმული სპექტაკლი და უამრავი მარიონეტი...მხოლოდ სხვებისთვის შელამაზებული ურთიერთობები, ფრაზები, თვით ცხოვრებაც კი...მხოლოდ სხვებისთვის...ცხოვრება, რომელიც მხოლოდ შენი უნდა ყოფილიყო, რომელშიც მხოლოდ შენ "უნდა" მიგეღო გამოცდილება...

      შესაძლოა, ისე დატოვო ამქვეყნიური ყოფა, ვერასოდეს აღმოაჩინო, თუ რა იყო შენი გრძნობა, მხოლოდ შენი რომ უნდა ყოფილიყო და...მხოლოდ შენ რომ უნდა გეგრძნო. რატომღაც, სიცრუეში ყოფნა ურჩევნია ადამიანს, ისე ითქვიფები ერთფეროვან ყოფაში, საკუთარ თავსაც კი აჯერებ ამ "სიცრუის" არარსებობას,იმდენადაც კი, რომ უჭირს ნიღბის მოშორება... მაგრამ, სულისა და ხორცის გაყრის შემდეგ, საკუთარი ლეშიც რომ არ გვეყოლება, დანაშაულის გადასაბრალებლად, რას ვიზავთ მაშინ? რას ვიზავთ, როცა "ყველა ფერს" თავისი სურნელით შევიგრძნობთ?

      რა აზრი აქვს მოჩვენებით, ცრუ ყოფას?! არ მსურს, ისეთ ადამიანს დავემსგავსო, თავისუფალი რომ გონია თავი, სინამდვილეში - დატყვევებული "ფრთოსანია".

ნახვა: 323

ტეგები: Qwelly, ბლოგი, თავისუფლება, მოჩვენება, სურნელი, ფერები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters