დღე თითქოს ჩვეულებისამებრ დაიწყო... ვინაიდან საკმაოდ დიდხანს უნდა მემგზავრა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ჩემთვის ჩვეულ დაკვირვებას მივმართე და პრობლებაც აქ დაიწყო... ჩემი ადგილი დავიკავე და დავიწყე ადამიანური თვალების ძიება, სიღრმისეულად ვერავისზე შევჩერდი... სულ ცოტაც და გვერდით 20-23 წლის კაფანდარა გოგონა დამიჯდა, რაღა თქმა უნდა მის თვალებს ვერ ჩავწვდებოდი, მაგრამ მოხდა საოცრება... დაჯდა თუ არა წიგნი ამოიღო და გამალებით დაიწყო კითხვა, ვუყურებ და მიხარია... გვერდით კი არა "წიგნში ზის" ეს ახალგაზრდა... საოცრება წიგნის კითხვა კი არა, ირგვლივმყოფთა რეაქცია გახლდათ, გაფაროებული, ცინიკური მზერა... გოგონას არც შეუმჩნევია, დინჯად შიგმყოფობით განაგრძობდა კითხვას.

     იგივე ტრანსპორტში ოთხი ადამიანი მოვნახე, "ყურსასმენებით" ამქვეყნიერებას მიწყვეტილნი და ჩემდა გასაოცრად ურეაქციოდ დარჩენილნი, თითქოს ასეც უნდა ხდებოდეს... გოგონა განაგრძობდა კითხვას და მე მახარებდა ეს უდიდესი სხვაობა "ერთ" ადამიანსა და "საზოგადოებას" შორის. საპირისპირო მხარეს ვიჯექი და უმრავლესობას ვხედავდი, თუმცა ვერცერთის თვალებში ვერ ვნახე, რასაც ვეძებდი... სამაგიეროდ გვერდით უდიდესი ემოცია იგრძნობოდა, კითხვის კი არა, წიგნშიმყოფობის. ცოტაც და გოგონამ დამტოვა, თითქოს დაცარიელდა ტრანსპორტი... რამდენი უემოციო თვალებია ჩემს ირგვლივ... უშინაარსო...

ნახვა: 293

ტეგები: blog, bus, qwelly, ავტობუსი, ბლოგი, დღიური, ემოცია, ემოციით დატვირთული, კაფანდარა, კაფანდარა გოგო, მეტი...მკითხველი ერი, ტრანსპორტი, უშინაარსო თვალები, ქველი, ყურსასმენი, ჩანაწერი, წიგნის კითხვა

ლაშა: თებერვალი 9, 2015||2:34pm

როდესაც ვკითხულობდი ამ ჩანაწერს, რატომღაც ველოდი, რომ ეს წიგნისმკითხველიც სხვათა მრავალთა მსგავსი აღმოჩნდებოდა - უბრალოდ რომ ფურცლავენ ავტობუსებში წიგნს, მერე დაქალს ურეკავენ და მრავალთა გასაგონად - აუ გოგო, კოელიოს წიგნს ვკითხულობ, იცი რა მაგარია??? :)) კარგია თუ ასეთი არ აღმოჩნდა. 

khatuna zitanishvili: თებერვალი 9, 2015||7:27pm

არა ლაშ, მე აღმაფრთოვანა ამ შემთხვევამ... იშვიათად მინახავს ასეთი მკითხველი,საერთოდ არ გავდა მოდასაყოლილს...თითქოს იქ, რომელიღაც გმირიაო...

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters