შემდეგი მომხსენებელი იქნება სურვილების ეშმაკი.
- მოახსენე თავად ბელზებულს, რა ხდება შენს სამინისტროში? - ომახიანად კი დაიწყო, მაგრამ უცბად შეეცვალა ხმა ვასილისკოს, რადგან კათედრა უნდა დაეთმო ყველაზე მომხიბლავი ეშმაკუნასათვის, რომელიც თვალის ერთი ჩაპაჭუნებითაც კი სურვილების მთელს კორიანტელს დააყენებდა გონებაში. რაღა დაგიმალოთ და თვით ბელზებულსაც კი ეშინოდა მისი.
- თავადო, როგორც მჩვევია ხოლმე, ჩემი სამინისტრო ყველა სხვაზე უკეთ ფუნქციონირებს. - მეტისმეტი სინაზით დაიწყო ეშმაკუნამ - სურვილების ასრულება ხომ ყოველი ადამიანის ცხოვრების ძირითადი გეგმაა?! შესაბამისად, ბიუჯეტში შემოტანილი ჩემი წვლილი ცოცხალი სულების რაოდენობისა, აგერ უკვე მრავალი საუკუნეა ყველა სხვა სამინისტროს წვლილს ასობით და ათასობით აღემატება.
- ჰო, მაგრამ ჩვენი ამონაცა ხომ ის არის, თავად აირჩიონ ადამიანებმა სურვილების ასრულება და არა თქვენ იყოთ ინსპირატორი, ამ ამბავში კი გვქონდა პრობლემები როგორც მახსოვს! - შეაწყვეტინა ბელზებულმა - ნუ გავიწყდებათ სამართლებრივად უნდა ვიმოქმედოთ და ადამიანთა წინაშე მართალნი უნდა ვიყოთ. არჩევანი მათი გასაკეთებელია.
- იყო პერიოდი, როდესაც ორმუზდისა და არიმანის დაპირისპირებაში "სურვილების აღსრულება" ბოროტებად ითვლებოდა და ბოროტთა დემონის ქვეშ გვაერთიანებდნენ, მაგრამ ვიღას ახსოვს ახლა ეგ? აგერ უკვე რამდენი საუკუნეა ადამიანებს სულ 'კარგი' სურვილები აწუხებთ, უკეთესი სამყარო, კეთილშობილებით სავსე საზოგადოება, უკეთესი ცხოვრება და მისთანები.
- ეგ სურვილები ყოველთვის იყო.
- კი, მაგრამ დავიწყების ეშმაკს ბევრი რამ შეუძლია და ხშირად მეხმარება ხოლმე ერთი წარსული, სხვაგვარ წარსულად დახატოს.
- სხვა რამ წინსვლა არ გაქვთ?
- საქმე ისაა, რომ უნიკალური ფორმულა მოვიფიქრეთ. ადამიანები ისწრაფვიან ბედნიერებისკენ და ყველაფერს აკეთბენ ბედნიერებისთვის. როგორც სხვა დროსაც და სხვა მიმართლებით მოვქცეულვართ, აქაც ბედნიერება დავარქვით სხვა რამეს, კონკრეტულად კი სურვილების ასრულებას. ამიერიდან ადამიანებს არ სურთ ბედნიერება, მათ უნდათ რომ იყვნენ ისეთები, როგორიც მათ უნდათ, და ამას ეძახიან ბედნიერებას.
წუთით გაჩუმდა ყველა. ბელზებულს ელოდნენ.
- შესანიშნავი მოფიქრებაა. - გაუხარდა ბელზებულს - მათ კარგი უნდათ საკუთარი თავისთვის, საკუთარ სურვილებზე კარგი კი რა უნდა იყოს? ბედნიერება = სურვილების ასრულებას და ყველანი ჩემთან მოდიან. დიდებულია, გამაოგნებელია, აღფროვანებული ვარ!
- კიდევ გამახარებთ რაიმეთი? - ბელზებულს უკვე აღძროდა სურვილების ეშმაკისთვის თავმოწონების სურვილი და ამას იდენად მოეცვა მისი გონება, სურდა რაც შეიძლება მეტი ესაუბრა ამ თვალწარმტაც ეშმაკუნას.
- თავადო, მე და ამპარტავნების ეშმაკმა, მეორე კაცმა თქვენს სამფლობელოში, რომელიც ჩემი მთავარი კონკურენტია შემოსავლების მხრივ, გაერთიანება გადავწყვიტეთ და საერთო გეგმაზე დავიწყეთ მუშაობა.
- რა გეგმაა?
- მორწმუნეების სურვილები, იყვნენ უფრო მორწმუნენი და სულიერად წარმატებულნი, წინ წასულნი.
- თქვენ ჩვენთვის მუშაობთ თუ შეიცვალეთ ბატონი? - ირონიით დაეკითხა მამამთავარი.
- სამწუხაროდ, არავის ძალუძს ორთა უფალთა მონება, ხომ გსმენიათ? ამიტომ კვლავ თქვენთან ვრჩებით უფრო მეტი შემართებით.
- ეშმაკუნა, ძალიან ბევრს ხომ არ საუბრობთ, თქვით კონკრეტულად. - ჩაერია ვასილისკო.
- ბოლო ხანებში ასეთი ამბავია საქრისტიანოში: "მარტო საჭმლის აკრძალვას რა აზრი აქვს თუ გულით არ იმარხულე? მარტო სიტყვების ბრახ-ბრუხს რა აზრი აქვს, თუ აზრი არ გამოიტანე ლოცვიდან? ზიარებას რა აზრი აქვს თუ გულით არ გწამს?"
- მერედა, ეგ ყველაფერი ხომ მართალია? - ეჭვით უცქერდა ბელზებული.
- დიახ! სწორადაც რომ მართალია, მაგრამ ჩვენთვის ხომ მთავარი შედეგებია? შედეგი კი ნამდვილად სახარბიელოა - მარხვაც პირობითიაო და აღარ მარხულობენ, ლოცვის სათქმელად გამოცხადებას ელოდებიან, ზიარება კი საერთოდ პურისა და ღვინის მიღება ჰგონიათ, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ღმერთი პიროვნებიდან იდეად გადააქციეს ბატონო ჩემო. დიახ! ის განკაცდა და ჩვენ დაგვამარცხა, ასეთ დღეში ჩაგვყარა, ახლა დროა ღმერთი კვლავ იდეად ვაქციოთ, პიროვნება მოვსპოთ მასში. აი, ამ საქმისთვის კი ამპარტავნება მეხმარება, რადგან მან კარგად იცის ადამიანს როგორ აგრძნობინოს საკუთარი სიდიადე ან უმრწემესობა, რომ ორივე შეთხვევაში ადამიანი მოაშოროს ღმერთს. ჰოდა, როგორც ქრისტიანები წერდნენ, თუკი სრულიად განეშორებიან ზიარებასა და უფალს, სრულიადცა წარწყმდებიან და ჩვენი კარი კი მათთვის პირამდე ღიაა.
- და აქ თქვენ რა წვლილი გაქვთ?
- აკი გითხარით, სურვილები ჩემო ბატონო, სურვილები. ადამიანებს არ სურთ ბედნიერება, მათ სურთ იყვნენ ისეთები, როგორებიც მათ სურთ.
აქვე წაიკითხეთ წინა გამომსვლელის სიტყვა:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა HrBrenda_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2026.
საათი: 12:50pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Diablo 4 Gold has established itself as a thrilling action RPG that challenges players to dive into the dark, demon-ridden world of Sanctuary. With its dynamic seasons, each introducing…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2026.
საათი: 12:48pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია