ვიტყოდი პატარა ქვეყანა ვართთქო, მაგრამ როგორმე ამ პატარა ქვეყნის კომპლექსსაც ხომ უნდა დავაღწიოთ თავი? თან ეგეც არ იყოს, რაღა პატარა, შე დალოცვილო, მსოფლიოს 230-მდე ქვეყანაში 120-ე ადგილი გიკავია და ვისთან მიმართებაში იპატარავებ თავს? ცოტანი ვართო, და ალბათ ამიტომ ვერ ვპოულობთ შესაფერის ხალხსო, რომ თქვათ, იგივე სიაში, მოსახლეობის მიხედვით 130-ე ადგილზე ვართ და კოვზი ნაცარში ჩაგივარდებათ. მოკლედ, საწუწუნოდ ეს თემა არ გამოდგება. აბა, რატომ არაფერი გვეშველა? ალბათ იმიტომ, რომ შეკითხვა არასწორად ისმის.

ვის გამო უნდა გვეშველოს?!

      ვუსმენ, ვუყურებ, ვუკვირდები ამ აქციებს და ერთი რამ მაფიქრებს - არავინ ჩანს ისეთი, წარსული მოსადავებელი რომ არ უპოვონ. „ეს კაცი, ზონდერიაო“; „ის ბიჭი, აქციის წამყვანად რომ მოგვევლინა, ვიღაცის ფლაერების დამტარებელი იყოო“; „პოლიტიკური აქცია არ არისო, თუმცა მთავრობა უნდა გადადგეს და სისტემა უნდა დაინგრესო“; იმას ეს აქვს ნაკეთებიო; ამას აქ რა უნდაო და ა.შ. და ა.შ. აქ მთავარი შეპასუხებაა ხოლმე - ისეთი არავინ მოინახა, რომ სიტყვა ეთქმოდეს?! - გაგიკვირდებათ და არავინ! (ალბათ). ის კი არ მესმის, რატომ უკვირს ამ ხალხს, რომ პოლიტიკოსები ქულებს იწერენ? არ იყვნენ პოლიტიკოსები ფერად აქციაზე და ისიც მალე დაიშალა. ახლა მოვიდნენ, ხომ ხედავთ, უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება, მაგრამ მაინც უკმაყოფილება - პოლიტიკური პროცესიაო. თუმცა ეს არაა პოსტის მთავარი თემა...

      ერთი აქცია არ ეყოფოდა, ახლა ნაწილებად დაიწყეს აქციების გამართვა - ახალგაზრდა გოგონა გამოვიდა და ჩვენ, აპოლიტიკური სტუდენტები ცალკე გავალთო (სუს-ის აგენტად მონათლეს - ალბათ, წარსულში ვერაფერი უპოვეს); მეორე მხარეს, მმკ გამოდგა, ჩვენ ცალკე დავდგებით და შვილმკვდარ მამას თანავუგრძნობთ, მაგრამ იქ მდგომ პოლიტიკურად მოტივირებულებს გავემიჯნებითო (ნეტავ ამ ხალხს ესმოდეს, რომ აპოლიტიკური აქცია რუსთაველზე, ფენტეზის სფეროა). მმკ-ს თავისი ძალმომრეობა და ძალადობა შეახსენს. მარშიც აპირებდა აქციას და ისინიც იმავე მკლავმაგართა და მუშტმომარჯვებულთა, მჩაგვრელთა და ბნელა სიებს შეურივნეს.

      საპასუხოდ, მთავრობამ ექვსი თვე ვერ გამოვიძიეთ, მაგრამ ახლა გამოვიძიებთო (ეტყობა შერლოკი ჩამოჰყავთ) და პროკურორიც გადადგა - მერე, მთავრობასაც მიადგნენ, სირცხვილი თქვენი ამ ნაცებს რომ ალაპარაკებთ კიდევ და ხმის ამოღებას აბედინებთო.

      საპატრიარქომ განაცხადა ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ უმართავი პროცესების განვითარებას, მაგრამ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის რეალობა, რომ ხალხს მეტი თანადგომა სჭირდებაო და ხალხმაც მათი განცხადება გაიგო, როგორც აქციისგან გამიჯვნა და მეტიმეტად ხმამაღლა და გამყინავად იკივლა - სადაა საპატრიარქო?! რამდენიმე მღვდელი კი მივიდა აქციაზე და ვინ იცის, იქნებ სჯობდა არც მისულიყვნენ, რადგან მათ წარსულსა და აწმყოშიც ბევრი რამ არის თითის გასაშვერი და არც ეს დააკლეს.

      ჟურნალისტებმა, ჩვენ ცალე სახელმწიფო ვართ, ვერავინ შეგვეხებაო და როგორც გვინდა, რასაც გვინდა და სადაც გვინდა ისე გავაშუქებთ და გაჩვენებთო, დავჭირთ-შევკერავთ და რეალობა ის იქნება, რასაც ჩვენს ეკრანებზე დაინახვთო. ჰოო... ამათზე ხალხის ხმა არ გამიგია, მაგრამ ერთმანეთს კი ლანძღავენ - ჯიბის ტელევიზია და მთავრობის რუპორი ☺ (რაღაც ასეთებს ეძახიან ერთმანეთს).

      ვიცი, რომ არეულ-დარეული წასაკითხია, მაგრამ რა ვქნა, თუ ასე აირია ეს ქვეყანა, თავის და ბოლოს გარკვევა გვიჭირს. წლების მერე, როცა ამ პოსტს თემის დავიწყებულზე წაიკითხავენ, მინდა იცოდეთ - ეს აქცია ეხება ორი მოზარდის მკვლელობას - 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარს და 2018 წლის 1 ივნისამდე გამოუძიებელს, უფრო სწორედ დამნაშავეებ დაუსჯელს. აქციის მთავარი გმირია სამართლის აღსრულების უიმედობით სასოწარკვეთილი შვილმკვდარი ერთ-ერთი მამა. დღეს, ჯერ კიდევ აქციები იმართება რუსთაველზე, ქაშუეთის წინ. დღეს მთავარი გმირი იძახის, პროკურორის ან მთავრობის გადაყენება რად მინდა, რა რევოლუცია ხალხო, ეგ რაში მჭირდება, მინდა დამნაშავეები დაისაჯონო, მაგრამ მის გვერდით ისმის მთავრობის კაპიტულაციის, გადადგომის და სხვა მოთხოვნები...

      მამებმა შვილები მიწას მიაბარეს.

      ერთმა მამამ თქვა - „მკვდარს თავიდან ვერ მომკლავენო“.

      ბიჭები საფლავში წვანან.

* * *

მკვდრებს მიანდე თავიანთი მკვდრების დამარხვა (მთ. 8. 22);

ეს წუთისოფელი უთავბოლო და უთანასწოროა. ამქვეყნად ყოველი კაცი ცოდოა. ვინც მოკვდა, თავისთავს მოუკვდა. (აკაკი ბაქრაძე, „საქმით მეტყველი სული“);

ნახვა: 364

ტეგები: Qwelly, აქცია, ბლოგი, მკვლელობა, პოლიტიკა

nunu qadagidze: ივნისი 3, 2018||1:46pm

ამერიკა ვერ შედგებოდა დიდი ქვეყანა,  ლინჩის წესის გარეშე. ეს ახლა ჩანს სიველურედ, თორემ მაშინ თავისი როლი შეასრულა, გარდამავალი საფეხური იყო სახელმწიფოებრიობის და სამართლიანობისთვის ბრძოლაში. ჩვენშიც დადგა ლინჩის წესის შემოღების დრო. პრემიების და დანამატების მყლაპავები სხვანაირად ჭკუას ვერ ისწავლიან. დრო იკარგება, ქვეყანა თავზე გვენგრევა

ლაშა: ივნისი 3, 2018||2:00pm

ლინჩის წესით გასამართლებას არ აპროტესტებდნენ 2007 წლის 7 ნოემბერს? ან ან 2011 წლის 26 მაისს? )) საინტერესო შემოთავაზება გაქვთ. როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა იყოს დამსჯელთა (ვიტყოდი, მკვლელთა) ჯგუფში? 

George: ივნისი 3, 2018||2:55pm

საოცარია დროში მოგზაურთა ავტორის  ასეთი ველური მიდგომა (( რატომ ამერიკის სიველურე გავიმეოროთ ? (სხვთშორის ამერიკელებმა ის მოინანიეს) - მოდით ეგვიპტელების სიველურეზე ავიღოთ გეზი ანდა რომის იმპერიის მაინც ( ეხლა ვინმე დავწვათ - და 500 წლის შემდეგ ვთქვათ რომ შეგვეშალა)

George: ივნისი 3, 2018||2:57pm

საერთოდ ადმისთრაციისგან მოვითხოვდი  ვერიფიქაციას - ავტორი კი გვიდევს თავის ნაწარმოებებს თუ ვიღაც სხვა მიეტმასნა  მის ინტელექტუალურ საკუთრებას !

vako: ივნისი 3, 2018||3:21pm

ლაშა ყველაზე ღადაობა შოთაძის გადადგომა იყო და მერე ბიძოს შეფასება თურმე რაოდენ ღირსებული და მაღალი ზნეობით აღსავსე ადამიანი ყოფილა მთავარი პროკურორი არადა წიხლი ამოარტყეს თვითონ დაახვევინეს :DDDD ჰაჰა ვინმეს ჯერა რო ეგ თითონ გადადგა? ალბათ მარტო ბაღის ბავშვებს 

George: ივნისი 3, 2018||3:56pm

ვაკოზე, როგორც ვხედავ მასმედიამ იმოქმედა ძაან (( რატომ გადაგაქვს საუბარი პოლიტიკურ ჭრილში, როგორი ინტერპრეტირებაც ეხლა ეძლევა, როდესაც აქ ზნეობრივი (საქციელის და რექაციის) თვალთაზრისით განხილვა მიდის ? 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters