როცა აქციის სახელწოდება გავიგე - ჩვენი თავისუფლებისათვის - ვიფიქრე, რუსეთმა ისევ გადმოსწია საზღვარი და ამისთვის შეიკრიბა ეს ახალგაზრდობათქო. მერე წავიკითხე მეორე სახელწოდება - ვცეკვათ და ვიბრძვით ერთად (მართალია იქ ცალ-ცალკე ეწერა, რა საჭირო იყო არ ვიცი, მაგრამ მე ასე დამამახსოვრდა) და მივხვდი რომ არაფერ შუაშია რუსეთი და ოკუპაცია, ეტყობა, რომელიმე მოცეკვავეთა ანსამბლი, აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყანაში დააპატიმრეს და აქედან აპროტესტებდნენ. სინამდვილეში კი მომხდარა ის, რაც მოხდა - პარასკევგადასულზე (შავი პარასკევი უწოდეს უკვე), ღამის პირველ საათზე სპეცრაზმი შეიჭრა ერთ-ერთ ღამის კლუბში, ეჭვმიტანილი ნარკომოვაჭრეების დასაკავებლად. მაგრამ ამ დაკავებას თან მოჰყვა ძალადობა - ძალადობა კი გამოიხატა იმაში, რომ იარაღებით შევიდნენ ღამის კლუბში, ვიღაცას იარაღი მიუშვირეს და ცეკვა შეაწყვეტინეს, გარეთ გამოუშვეს და ერთ ბიჭს თმაზეც კი მოქაჩეს (თვითონ ჰყვება ამ ფაქტს ინტერვიუში განსაკუთრებული მღელვარებით) და ერთს საერთოდ, ძალიან „იაზვურად“ და „ცუდად“ ესაუბრებოდნენ პოლიციელები. ზოგიერთი, ვინც წინააღმდეგობა გაუწია, წააცუნცულეს და მეორე დღეს გამოუშვეს.
აი, ამ აქციას მოჰყვა მეორე დღეს რუსთაველზე ათასობით ახალგაზრდის შეკრება.
რა თქმა უნდა შეიკრიბნენ ფეისბუკის წყალობით და იმავე ფეისბუკზე იყო - ამ ახალგაზრდების შეგულიანება და ამ ახალგაზრდების ლანძღვა - ბარიგების მხარდამჭერებიო. არადა, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი მეგობრები, რომლებიც აქციაზე იყვნენ, ბარიგებს არ იცავდნენ. მაგრამ რა უნდოდა თავად აქციაზე, ეს კარგად ვერ გავიგე. ისიც არ ვიცი, თავად აქციას რა უნდოდა - პოლიციამ უარი თქვას საკუთარ საქმიანობაზე? (ნეტავ გვქონდეს ისეთი ქვეყანა, პოლიცია სულ არ გვჭირდებოდეს, მაგრამ ვაი რომ ეს არ გვეღირსება) - ეს იყო პირველი რაც თავში მომივიდა.
მოდით, შედარებით დამშვიდებულზე და ვნებადაოკებულზე გონების თვალი მივაყოლოთ მოვლენებს. თორემ აქციებზე რომ აზროვნება არ ხდება და იქ მარტო, უუუუუ ისმის, ამას მე კი არა, ძველი თეორეტიკოსები წერდნენ. „თავისუფლებას ვითხოვთ“ - პირდაპირ ვიტყვი ეს საშინელი სიბრიყვეა. თანაც, მთელი ფილოსოფიური ტრაქტატები დაიწერება იმაზე, რა არის თავისუფლება.
- რამ გამოიწვია პროტესტი?
- შესაძლო პასუხები: „ცეკვა დაუშალეს ხალხს!“, „ნარკოტიკებს გვტენიან - #ჩადებაარგაბედოთ“! „არ გვიტოვებენ პრივატულ, თავისუფალ სივრცეს! (როგორც შემდეგ გაირკვა, „ბასიანი“ ანუ სპეცოპერაციაგადატანილი ღამის კლუბი ახალგაზრდების წმინდა ტაძარია, პროგრესული თაობის რელიგიურ სიწმინდეა და ა.შ. ისე, სხვა კლუბებისა არ შეგრცხვათ როცა ამას ამბობდნენ? თუ სხვები არ არსებობენ?)“; „დღეს თუ ეს დაგვიშალეს, ხვალ სახლებში შემოგვივარდებიან“.
გუშინ ერთმა ახალგაზრდამ ისიც თქვა, მაშინ უნდა გამოვსულიყავით, როცა ის 10 ადამიანი მოკლა ხელისუფლებამო - და მეც ვფიქრობ, ის აქცია უფრო ლოგიკური იქნებოდა. ცხადია, აქციის ორგანიზატორებიც და იქ მისულებიც ხვდებიან, რომ ნარკორეალიზატორები თუ ის 18-22 წლის ადამიანები არიან, რომლებიც დააკავეს, შემომტანები სულ სხვა საფეხურზე დგანან - იქ, ზემოთ, ხელისუფლებაში და ასეთ 18-22 წლის გოგო-ბიჭებს მრავლად იშოვიან („ნარკოს-ს“ მაინც ხომ უყურებს ეს თაობა, თუ არაფერი სმენიათ ნარკოკარტელების მუშაობის პრინციპებზე). იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ დიახ - ის 10 ადამიანი, რომელიც ნარკოტიკებს ემსხვერპლა, ხელისუფლების მიერ სპეციალურად შემოგდებულმა ცუდმა ნარკოტიკმა შეიწირა, რათა შემდეგ ასეთი რეიდები გაემართლებინა (მაგრამ შემოგდებული ხომ გასინჯეს?). ჩემი მეგობრები, რომლებიც ამ კლუბში დადიან, კმაყოფილდებიან იმით, რომ იქ კარგი მუსიკაა და არ სჭირდებათ დამატებით სტიმულიზატორები, თუმცა სტიმულიზატორები (ე.წ. კლუბური ნარკოტიკი) რომ არსებობს კლუბებში, ამას რომელიმე უარყოფს? არც იმის არ დანახვა შეიძლება, პოლიციის პრაქტიკაში რომ არის ნარკოტიკების შემოტენვა ე.წ. ჩადება და მერე ამ ახალგაზრდების გაფუჭება ან ციხეების გავსება, ოჯახების გაუბდურება.
კლუბური ნარკოტიკები რეალობაა, არსებობს მოთხოვნა და არსებობს მიწოდებაც. მოთხოვნასთან ბრძოლა რომ არ შეიძლება ფაქტია - პრივატული სივრცეა, თავისუფლებაა (მავანნი ამბობენ) და ა.შ. მაგრამ მიწოდებას ხომ უნდა ვებრძოლოთ?
აქციაზე რამდენჯერმე ითქვა - ჩვენ საზოგადოების პროგრესულად მოაზროვნე ნაწილიო, ბასიანში ვინც დავდივართო. გარდა იმისა, რომ ობიექტური მიზეზების გამო აქციაზე არ ვიყავი, ასევე სუბიექტური მიზეზების გამოც არ წავიდოდი და გამოდის რომ რეგრესულად ვაზროვნებ (თან, კლუბური მუსიკა ჩემი მიმართულება არ არის). პროგრესული აზროვნების კიდევ ერთი გამოხატულება იყო „საღ“ აზრებად მონათლული ფეისბუკ პოსტები - 1. სირცხვილია ასეთი ქმედება და საბჭოთა კავშირი უნდა დაინგრეს; 2. უამრავი ევროპელი ტურისტი ჩამოდის ამ კლუბების გამო საქართველოში და ეს სახელის გაფუჭებაა და სხვა. 3. განა კლუბებს ვიცავთ, ჩვენს თავისუფლებას ვიცავთ, დღეს თუ ცეკვა დაგვიშალეს, ხვალ ინტერნეტს შეგვიზღუდავენ და კიმ ჩენ ინი და ა.შ. და ა.შ. - კარგით, ვიქნები მე რეგრესული და მოდით ვნახოთ ამ ახალგაზრდების პროგრესი რომელ მხარეს არის მიმართული მიმართული. თუ მათი პროგრესი აღმოსავლეთისკენაა, მაშინ რომელ დეკრიმინალიზაციას და ლეგალიზაციას ითხოვთ, ახალგაზრდებო? ან რა თავისუფლება? ხოლო თუ დასავლეთისკენ არის მიმართული, სადაც კლუბური ნარკოტიკის პრობლემა ჩვენზე ადრე გაჩნდა და ჩვენზე მწვავედაც დგას, მოდით ვნახოთ როგორ ხდება იქ რეიდები.
მართალია ფეისბუკის იქით ვირტუალურ სამყაროს ცნობა დაივიწყა ამ ერმა, მაგრამ არსებობს ასეთი საძიებო სისტემა - Google. ჰოდა, იქ ჩავწეროთ:
და ა.შ. ვნახოთ, რას წერენ NBC, NewYorkTimes, BBC, WashingtonPost და როგორ ხორციელდება იქ რეიდები. YouTube-ზე ვიდეოებსაც კი ნახავს კაცი. არათუ სპეცოპერაცია არის ჩვეულებრივი ამბავი, არამედ ქუჩაში შემოწმებებსაც კი არ ერიდებიან ევროპოლიციელები - და ამას, ჩვენი თანატოლი ევროპელები ეძახიან, ღამის კლუბისა და ცეკვისთვის გაღებულ მსხვერპლს - დიახ, იქ უფრო მეტად აფასებენ კლუბურ ცხოვრებას. უკრაინაში, ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი რომ დააკავეს, გახსოვთ იმ წნარ რესტორანში რამდენი უდანაშაულო ადამიანი იყო მიწაზე გართხმული და იარაღმიშვერილი? ვინც რუკა არ იცის მათთვის ვიტყვი, რომ კიევი ჩვენთან შედარებით, კიდევ უფრო დასავლეთითაა.
„ევროპელი ტურისტები ჩამოდიან ამ კლუბების გამოო“. ასეთ გამოსვლებს ყოველთვის ვახვედრებ ხოლმე მშრალ და საძაგელ სიტყვას - სტატისტიკა. შეგიძლიათ თქვა, რამდენი ტურისტი ჩამოვიდა წელს ბასიანის გამო? რამდენია ეს „მრავალი“, „ბევრი“?
ცეკვა მართლა არ უნდა დაუშალო ახალგაზრდობას, აბსოლუტურად ვეთანხმები ამ გამოსვლას, რადგან ცეკვა შემოქმედების სხვა მიმართლებებს შორის ყველაზე უფრო ბუნებრივი და თავისუფალია, მაგრამ მთელი ეს აჟიოტაჟი ცეკვის გამო რომ არ მომხდარა, ფაქტია და ამის შესახებ აქციის გამომსვლელებიდანაც ვისმენდი.
ის ფაქტი, რომ აქციაზე გამომსვლელებმა კლუბში ცეკვას მიაბეს 17 მაისის თემა, არ იყო სწორი პოლიტიკა. ის, რომ ზოგიერთი გამომსვლელი ქადაგებდა და პოლიტიკურ ქულებს იწერდა, ამანაც დააკნინა ეს შეკრება. ახალგაზრდები ვართ პოლიტიკური მიზნების გარეშეო - მაგრამ იმდენი პოლიტიკური პოსტი დაიწერა, დათვლა დამეზარა. ის რომ ფიზიკური ძალადობა პრობლემაა, ხოლო სიტყვიერი შეურაცხყოფა და თქვენი თანატოლებისთვის ჩამორჩენილების ძახილი არაფერია, კიდევ უფრო მეტ ჩირქს გცხებდათ. გუშინ ტვიტერზე ერთი იმასაც წერდა - ქარიზმატული არავინ გამოვიდაო - დაგავიწყდათ, რომ ამ შეკრებებს ეს ქარიზმა აცოცხლებს და არა თქვენი „ჭეშმარიტებები“. პარალელი 9 აპრილთან - უმსგავსობა იყო. გმირებად შერაცხული ტერორისტების ანუ თვითმფრინავის ბიჭების გზის გაგრძელება კიდევ უფრო დიდი შეცდომა და ა.შ. და ა.შ.
აბა, რა უნდა გვექნა? - ჩვენში დარჩეს და ცოტა უფრო საღი აზრის აქცია ყოფილიყო ჯობდა - მაგალითად, იმაზე გქონოდათ პრეტენზია, რომ ძალას გადაამეტეს პოლიციელებმა - თუ გადაამეტეს და შესაბამის კადრები დაგედოთ თქვენ, იმ კადრების ნაცვლად რომლებიც გავრცელდა - დაბოლილების თუ უბრალოდ აჟიტირებულების საუბრები; რომ ამდენის შემოსვლა არ იყო საჭირო; რომ შეიძლებოდა სხვა ფორმით მომხდარიყო აყვანა; რომ თურმე იქამდე აიყვანეს ეს 8 ადამიანი, ვიდრე კლუბში შევიდოდნენ; რომ არასწორად იყო დაგეგმილი ოპერაცია; რომ საერთოდ ჩავარდა ოპერაცია და ითხოვთ ეკონომიკური და მორალური ზიანისა ანაზღაურებას; რომ არ დაიხუროს ბასიანი (მგონი, არც არავინ აპირებს დახურვას); რომ დაისაჯოს სპეცოპერაციის დამგეგმავი და მბრძანების გამცემი და არა პრემიერ მინისტრი და არანაირი რევოლუცია ... ვფიქრობ, მეტი მხარდამჭერი გეყოლებოდათ.
მეგობრებო, თავისუფლება კარგია, მაგრამ სიცოცხლესთან ერთად არის ეგ კარგი, თორემ მკვდარი - ყველაზე და ყველაფერზე თავისუფალია ამ სამყაროში!
ლაშა ბასიანი არი ერთი დიდი სიბინძურის ადგილი ყველამ კარგად იცის რო მთავარი პრობლემა მანდ შესვლა იყო და მკაცრად კონტროლდებოდა თორე უკვე შესულ ადამიანს სთავაზობდნენ ყველაფერს მოსაწევს ელესდეს ემდიემეის ამფეტამინს ექსტაზს ეს ჩვეულებრივი მენიუს შემადგენლობა არი ნუ დასალევი ხოო რა თქმა უნდა ნახავ ასევე ძირს დაყრილ ჯვრებს რომელსაც ფეხით თელავენ კედელზე დახატულ ჯვრებს ზედ მიხატულ ათას სისაძაგლესთან ერთად ასევე სპეციალურად გამოყოფილ სექსის ოთახებს როგორც ტრადიციული წყვილებისთვის ასევე გეები და ლესბებისთვის
გამოეთრივნენ ახალგაზრდები როგორ მოხდა თურმე ტაბლეტშიკებს კაიფი ჩააშხამეს ერთი ადამიანის სიცოცხლედ მაინც ღირს ამათი ცეკვა და ძიგძიგიი? მითუმეტეს ამდენი ახალგაზრდა გარდაიცვალა და ერთი მაგდენი კიდე რეანიმაციაშია ზოგი მართვით სუნთქვაზე და ზოგი ინტენსიურში
ნუ ამ თეთრი ხმაურის მოძრაობის უკან რო ნაციონალები და ელგებეტეები დგანან ეგ დიდი ხანია ცნობილია
სხვათაშორის შეთანხმებაც შედგა აქციაზე დაფინანსებასთან დაკავშირებით "რო მიაწექით არ არის პრობლემა " მარა კარგია ძაან ეს აქცია რო გაიმართა კარგად დაინახა ხალხმა ამათი რეალური სახე ზოოპარკის ცხოველებს რო გავდნენ გავიარე დილით და ისეთი სუნი იყო რავიცი მართლა ბომჟები ამათი შენყურე ხალხს ევროპა და დასავლეთი ეზიზღება უკვე
იმაზე არაფერს ვამბობ პოლიციელი რო ცემეს რამდენიმე თან არა ძალადობასო და თვითონ ძალადობდნენ დევს მაგათი კადრები უხვად შეილება შენც ნახე
ვაკო, ნამდვილად არ ვფლობ ინფორმაციას იმის შესახებ, შიგნით რა ხდება, როგორ არის მოხატული და რას ყიდიან, ვის რას ასმევენ და ვის რას სთავაზობენ, ამიტომ გამიჭირდება ამაზე რაიმეს თქმა. ფაქტია, რომ აქცია განწირულია...
„მიეცით ახალგაზრდებს შეცდომის დაშვების უფლებაო“ - კიდევ ერთი ასეთი ლოზუნგი მოვისმინეთ. ეს შეცდომა რომ ზოგჯერ ფატალური შედეგით სრულდება? ან ამ შეცდომებზე რატომ არ უნდა აგონ იგივე ახალგაზრდებმა პასუხი? თუკი, ხელისუფლების შეცდომების მკაცრ კრიტიკას ვითხოვთ და პასუხისმგებელი პირების დასჯას, რაც სრულიად სამართლიანია, მაშინ რატომ არ ვითხოვთ ამ ახალგაზრდების პასუხისმგებლობას, რომლებსაც თურმე შეცდომების უფლება უნდა ჰქონდეთ?
კიდევ ერთმა კომენტატორმა, საფრანგეთის 1968 წლის მოვლენები გაიხსენა და ჩვენ ამ გამოსვლას შეადარა. მოკლედ, სრული გაურკვევლობაა და ვისაც როგორ უნდა, ისე ჭრის და ისე კერავს.
ჩვენი ვერ გაიგეთო? - ნუთუ მართლა ასეთი ჩამორჩენილები ვართ რომ ნათქვამის და მოქმედების გააზრება გვიჭირს? ვისი ბრალია თუ ვერ გავიგეთ? იქნებ არასწორი „მესიჯების“?
ელგებეტეები ბასიანის კამანდა ენჯეოები ბანძების ხმაურის მოძრაობა და სხვანი და სხვანი გამოდიან ინიციატივით დაიდგას რუსთაველზე "გასული" ადამიანის მონუმენტი :D :D
ნარკომოვაჭრეებს ევროპელები კი არა კოლუმბიელები იცავენ ! მე სხვა ფაქტმა შემძრა : გაფიცულ #Bassiani -ლთა 86% გამოხატა ზიზღი ჰეტეროსექსუალების მიმართ !
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია