როცა დავინახე რა მწარედ გააქნია თავი უარყოფის ნიშნად - ნეტავ არ მეკითხათო - გავიფიქრე და ენაზე ვიკბინე, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

      საუბრისას რამდენჯერმე ახსენა გარდაცვლილი შვილი, შვილის საფლავი, „ჩემი ბიჭი რომ მოკვდაო...“ და ა.შ. თითქოს ძალიან მსუბუქად და თავისუფლად საუბრობდა ამ თემაზე. ერთი შეხედვით იფიქრებით, ძალიან დიდი ხნის ისტორიაა და ამიტომ უადვილდება ასე თქმაო. მერე ისე მოხდა, რომ მარტო დავრჩით, ჩიქა არაყი მომატანინა და საუბარიც გამიბა. ხან სოფლისა ვთვით, ხან ერისა და ხანაც ბერისა, ტყეზეც ვისაუბრეთ და ტყეკაფის ამბებიც მოვიგონეთ. მერე ისევ თავისებურად დაიწყო:

 - იმ დღეს შვილი საფლავზე ვიყავი და ... (უკვე მეხუთე განსხვავებული ისტორია იყო, რომელიც იწყებოდა ამ სიტყვებით).

      სწორედ ამ დროს ჩავერიე საბედისწეროდ.

 - დაა, თქვენი შვილი, რატომ, როგორ გარდაიცვალა?

 - ჩემი ბიჭი? - სიტყვა არ მქონდა დამთავრებული როცა გაკვირვებულმა მკითხა.

 - ავარიით?

      უარყოფის ნიშნად მწარედ გააქნია თავი. თვალებით ერთ ადგილს მიაშტერა და მოყოლა დაიწყო.

      ერთი გოგო მოსწონდა, მოსწონდა რაა, უყვარდა და საცოლე იყო რა. სახლშიაც ხშირად მოჰყავდა ხოლმე, ხელი არ ჰქონდათ მარტო მოწერილი, თორემ ფაქტობრივად ცოლი იყო. ერთ დღესაც მითხრა - მამა დღეს ცოლი უნდა მოვიყვანოო. ვინც არ მოიყვანოს იმის დედა ვატირეო - შევაგულიანე ჩემებურად. კარგიო მითხრა და გავიდა სახლიდან. თავისი მანქანა ჰყავდა, ერთი კი არა, ხან რა ჰყავდა და ხან რა. (შიგადაშიგ ჩაურთავდა მისი ბიჭის შრომისმყვარების და ამ შრომით ნაშოვნი ფულის ამბებსაც). ჰოდა, იმ დღესაც კურორტზე უნდა წასულიყვნენ და ეგ და მაგისი ძმაკაცი და იქ აპირებდა ხელის თხოვნას. ძმაკაცს უნდა წაეყვანა მანქანით. ცოტა დალიეს, როგორც მერე მითხრა იმ ძმაკაცმა, მარტო თითო ბოკალი ლუდიო. ეხვეწა თურმე ჩემი ბიჭი, ჩამოდი მანდედან, რაღაც მაქვს სათქმელიო, მაგრამ ის არ ჩამოდიოდა. ბოლოს, ჩემმა ბიჭს უთქვამს ძმაკაცისთვის, წავიდეთ, ამას აღარ მოვიყვანო და წამოსულან. გზაგასაყარზე, კიდევ აუღია ლუდი და არაყი და უთქვამს, რაც არ უნდა მოხდეს, არ დამივიწყოო. ეს ამბავი, გიორგიმ მერე მიამბო. - ზაფხული იყო - აი, მაისის მერე რომელი თვეა? ივნისი არა? - მომიტრიალდა კითხვით.

 - დიახ, ივნისი.

 - ჰო, ივნისი. პირველი ივნისი დგებოდა. უკვე კარგი გვიანი იყო, ღამის 4 საათი იქნებოდა, როცა კარის ხმა გავიგე. რაღაც არ მომეწონა, ეგეთი ხმა არ აქვს ხოლმე ჩემს კარს. გავედი გარეთ და ვერაფერი ვნახე, მანქანა კი იქ იყო. შემოვედი სახლში, ავედი ოთახში და რას ვხედავ, ბიჭი არ წევს ლოგინში. ჩამოვედი, ცოლი გავაღვიძე - ადე ქალო, ბიჭი არ არის სახლში მეთქი - ვუთხარი. როგორ არ არის, წეღან გავიგე, დაწვაო. აბა ადი ნახე მეთქი ვუთხარი.

      გაჩუმდა, თუმცა მისი სიჩუმე ყველაზე მწარე მოლოდინს აღძრავდა.

      ცრემლებით სავსე თვალებით მომიტრიალდა და განწირული, გახლეჩილი, ჩუმი ხმით - 11 დღე! 11 დღე და ღამე! 11 დღე და ღამე ვეძებდი ჩემს შვილს, ლაშა, გესმის შვილო? 11 დღე და ღამე ვყვიროდი მის სახელს და ვეძებდი ჩემს ბიჭს. სად არ ვეძებე და ეზოს ბოლოში ვიპოვე. იქ ერთი ხე იდგა, გამოუღია დიდი თოკი - ხელით მანიშნა, რადგან ცრემლები აღარ ალაპარაკებდნენ, ყელზე შემოიხვიაო და ხელიც ჩაიქნია. - ... იმ ხეზე ვიპოვე ჩამოკიდებული.

      იმ დღის მერე ყოველ ღამე ჩემი ბიჭის საფლავზე ვარ. მეკითხებიან ჩემები, მამა ამდენი წელი გავიდა, რაღას დადიხარ იქო, მამა რატომ სვამო - გეკითხები, ლაშა, შვილო, აბა მიპასუხე, რა გავაკეთო? როგორ არ დავლიო? ვინ უნდა გამამტყუნოს?

* * *

      როგორც მიხვით, ვერაფერიც ვერ ვუპასუხე რადგან არც სჭირდებოდა ჩემი პასუხი, ან რა უნდა მეთქვა? როგორ უნდა მენუგეშებინა შვილმკვდარი მამა? მთელი დღე თვალიდან ვერ მოვიშორე და ყურებიდან ვერ ამოვიგდე - 11 დღე. მერე ვიხსენებდი, ჩვენს საუბრამდე, ჯერ კიდევ დილით მამაოს ეუბნებოდა, ჩემი მეგობარი გარდაიცვალა და ხომ იცი რაც ჩაიდინა და შეიძლება რომ წამოხვიდეო? იმ კაცს რაღაც დაუშავებია. მერე მივხვდი რატომ კითხულობდა გაყოლას - თავის შვილზე უარი უთხრეს წესის აგებაზე.

      ბევრი შვილმკვდარი მამა მინახავს, მაგრამ პირველად მოვისმინე შვილმკვდარი მამისგან...

ნახვა: 137

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გარდაცვალება, თვითმკვლელობა, მოგონება, შვილმკვდარი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

MMOexp Diablo 4:Essentials for the Bearing the Weight of Ghosts Quest

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 24, 2026.
საათი: 10:33am 0 კომენტარი

Step deeper into the secrets of the Horadrim and Diablo 4 gold face your first major test in the Sins of the Horadrim storyline.

Season 13 of Diablo 4 introduces a gripping narrative…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters