ჩემი და Timens group-ის ისტორია კვლავ გრძელდება, მაგრამ ოდნავ სხვაგვარად. მინდა ჩვენი სამომავლო გეგმები გაგიმხილოთ და ის, რაც გუშინ მოხდა. ახლა უკვე ახალ ამპლუაში წარვსდგები თქვენს წინაშე – სცენარისტის ამპლუაში.
ჯერ კიდევ სამი დღის წინ გავიგე, რომ ირაკლი დონაძე (რეჟისორი) აპირებდა საშინელებათა ფილმის გადაღებას და მე მინდოდა დავხმარებოდი, რომელიც სიამოვნებით მიიღო. ერთი იდეა შევთავაზე, რომელზეც ბევრი არც მიფიქრია მაშინვე მომივიდა თავში, უბრალოდ ცოტა არეულად მივწერე, რაც გასაკვირი არცაა კარგად ვერ გაიგო. მთავარი კი მოეწონა და მთხოვა, რომ სცენარი დამეწერა თუ შევძლებდი. დავჯექი და დავწერე, 1 საათი დამჭირდა მხოლოდ, მეტი არა და შემდეგ ირაკლის გავუგზავნე, დაველოდე რა განაჩენს გამოუტანდა სცენარს. მითხრა, რომ ეს ძალიან კარგი მოთხრობა იყო და შემეძლო აქ დამედო, ან სხვა მიზნით გამომეყენებინა, გამაფრთხილა, რომ ბევრი რამ ჩაემატება შეიცვლება მაგრამ აზრი მაინც იგივე დარჩებაო. ამის მიუხედავად მე დავთანხმდი, რადგან უკვე წარმოდგენილი მქონდა რა მაგარი ფილმი გამოვიდოდა თუ ამას ირაკლი დონაძე გადაიღებდა. შეიძლება ჯერ დამწყები რეჟისორია, მაგრამ საკმაოდ კარგად იღებს, პროფესიონალური კადრებია და ამაში გუშინ კიდევ უფრო დავრწმუნდი, როცა უფრო ახლოს გავიცანი თავად ის და ვაკვირდებოდი ფილმის გადაღებას.
ცდად ღირდა. ხომ იცით ახალბედას უმართლებს ყოველთვისო და ისე გამოვიდა, რომ კარგად დამიწერია თურმე და ეს შეფასება ვერ უარვყოფ და ძალიან მესიამოვნა, თან ცოტა გადაჭარბებულადაც მეჩვენა მაგრამ….
შემდეგ დავიძინე და ირაკლი კი დამპირდა დილას სცენარს მზად დაგახვედრებო. მართლაც, როცა ფეისზე შევედი გამოგზავნილი დამხვდა. თვალი, რომ გადავავლე მართლაც ბევრი რამ იყო შეცვლილი, ჩემი ნაწერი ვერ ვიცანი მაგრამ მეორედ წაკითხვის შემდეგ მივხვდი რატომაც შეცვალა. კინო ცოტა განსხვავებული უნდა იყოს მოთხრობასთან შედარებით და იმედი მაქვს მერე დავამუღამებ და პირდაპირ სცენარებსაც დავწერ. მე და ირაკლი თანამშრომლობას არ ვწყვეტთ… საბოლოო ჯამში სცენარი მომეწონა, ბევრი რამ არის ჩადებული, რასაც მაყურებლისთვის განგებ ვტოვებ და არ ვამბობ. საინტერესო მონაკვეთებია, კარგი კადრები და იდეა საოცარი. ეს არ არის მარტო საშინელებათა ფილმი, ეს ფილმი უფრო ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ და ასეთი რამ ჯერ ქართველებს არ გადაუღიათ, ყოველშემთხვევაში მე არ ვიცი ამის მსგავსი ფილმი. ვერ შეგპირდებით, რომ ამ ფილმის ყურებისას იხალისებთ, ან დაჯდებით და მთელი ფილმის მანძეილზე მხოლოდ ისიამოვნებთ. ისიამოვნებთ, მაგრამ სხვანაირი გაგებით. ეს ფილმი არ იქნება ისეთ ადამიანებზე გათვლილი, რომლებიც საშინელებათა ჟანრს ვერ იტანენ და ძალიან სუსტი გული აქვთ. საქართველოში მათ გარდა ისედაც საკმაოდ ბევრი მოყვარულია ამ ჟანრის და იმედი მაქვს მოგეწონებათ და “ისიამოვნებთ”…
მადლობა მინდა გადავუხადო იმისთვის, რომ მომისმინა და მოეწონა იდეა, სწორედ ამიტომ არის რომ გვინდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა და ვიმედოვნებთ წარმატებული იქნება ეს ყველაფერი. ნამდვილად არ ველოდი მისგან ამ იდეის მოწონებას, არ ვიცი რატომ მაგრამ გამიკვირდა კიდეც, რომ მითხრა ისეთი მოთხრობაა რომ წავიკითხე და წარმოვიდგინე შემეშინდაო…
გადაღებები 18 აგვისტოს, გუშინ დავიწყეთ და პირველი კადრები მზადაა უკვე, რის საფუძველზეც შემიძლია ვთქვა, რომ ფილმი მართლაც ძალიან საინტერესო გამოვა. ეს არ იქნება სრულმეტრაჟიანი ფილმი, მთელი საათ-ნახევარი ვერ გადავიღებთ პირდაპირ, რადგან ასე თავიდანვე სრულს ვერ “მივვარდებოდით”, როგორც მწერალი არ წერს თავიდანვე დიდტანიან წიგნს, ისეა ესეც და უფრო კარგად გავიგე, რადგან უცნობი ავტორის წიგნს ყველა არ წაიკითხავს, უცნობი რეჟისორის ფილმს საათ-ნახევარი არავინ დაუჯდება. ეს ფილმი იქნება 15-20 წუთიანი და გპირდებით, რომ მოულოდნელობებით სავსე. ყურება მოსაბეზრებელი ნამდვილად არ იქნება, რადგან ეს ცხოვრებისეული ფილმიცაა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი რამ დაუჯერებელია ბევრს ეს გაკვეთილადაც გამოადგება.
ირაკლი დონაძის აივანზე
მე და ნიკა ნადარეიშვილი
გადაღებებზე სანამ დავიწყებდე ლაპარაკს გეტყვით, რომ ძლივს მივაგენი მიცკევიჩს. მთელი ორი საათი ვიარე, რომ მივსულიყავი დანიშნულების ადგილას. შეიძლება სასაცილოცაა, შეიძლება კი არა არის, მაგრამ იმ ქუჩაზე პირველად ვიყავი და დაილოცოს GPS და SAMSUNG GALAXY. ახლა ისინი უფრო დავაფასე და შემიყვარდა, რადგან მართლაც ძალიან დამეხმარნენ მიგნებაში.
გადაღებები იყო ძალიან საინტერესო, ასევე სახალისოც. “სასიამოვნო” გარემო იყო. ის რომ ყველა ერთი რამით იყო დაკავებული, შემოქმედებით ადამიანებს ვაფასებ ყოველთვის და დავაფასებ კიდეც, მათ ძალიან კარგად გავუგე და ამიტომ მათთან ყოფნა მესიამოვნა ნამდვილად. მათთან ურთიერთობა, გართობა და ყველაფერი. სახლში უკვე ძალიან გვიან დავბრუნდი. მსახიობებს, რომ ეშლებათ და დუბლს ახლიდან იღებენ ეგ იყო ძალზე სასაცილო მე კი ვიყავი კადრს მიღმა და ვხალისობდი.
მარიამ გიგუაშვილი
ირაკლი დონაძე
ნიკა ნადარეიშვილი
მინდა ასევე ეს ფილმი დავაანონსო, ამ პოსტის მიზანი სწორედ ეს იყო და მაპატიეთ თუ ძალიან გამიგრძელდა საუბარი. ფილმი გამოვა სექტემბრის ბოლოსკენ, მანამდე კი Trailer გამოვა და დაიდება ირაკლი დონაძის Myvideo-ს არხზე. გამოიწერეთ ყველამ და დაელოდეთ სიახლეებს.
ფილმის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, ამასაც შეგატყობინებთ, როცა გაირკვევა. მადლობა ყურადღებისთვის და მადლობა Timens Group-ს. მთავარ როლში ნიკა ნადარეიშვილი. ფილმში ასევე მონაწილეობენ ირაკლი დონაძე და მარიამ გიგუაშვილი. ეს ჩემი და ირაკლი დონაძის პირველი ერთობლივი ნამუშევარი იქნება... ♥
იმედია მოგეწონებათ!
ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას თუ ეს ნამუშევარი გაამართლებს…
ნახვა: 648
ტეგები: Qwelly, TimensGroup, blog, movie, ბლოგი, გეგმები, გიორგი_ლოგუა, დღიური, ირაკლი_დონაძე, სამომავლო_გეგმები, მეტი...საშინელებათა_ფილმი, სცენარი, ფილმზე_მუშაობა, წყაულა
ლოგუა ველით ამ ფილმს
აუცილებლად იქნება ^_^ <3 მადლობა თათია :*
Trail_ერს ჩვენს ვიდეოთეკაშიც ველით :)) იმედია უკვე მზად არის :))
თრეილერი კი მზად არის <3 მაივიდეოზეა ატვირთული. სრული ფილმი კი ხვალ დაიდება :*
წყაულას შემდეგ კიდევ გადაიღეთ რამე?
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია