ეს ტკივილზე, ჩემთვის გამოუთქმელ ტკივილზეა, რომლის გახსენებაც უცრემლოდ ვერ გაივლის ჩემს გონებას. ტკივილზე რომელსაც ჩემი გონების და გულის დიდი ნაწილი უკავია... ეხლა ცრემლები ხელს ძალიან მიშლის, ფურცლებს მისველებს, ნაწერს მიფუჭებს. იმდენი რამ მაქვს სათქმელი და იმდენად გამოუთქმელი. არ ვიცი რამდენად შევძლებ მელნით ამ გამწარებული ტკბილი ხსოვნის ფურცელზე გადატანას.

     2013 წლის 6 ივნისი, ვითომდა ერთი ჩვეულებრივი დღე, მაგრამ ამ დღის და რამდენიმე სიცოცხლის ტრაგიკული დასასრული. ჩემთვის საშინელი დამანგრეველი წუთები, არა წუთები კი არა, მას შემდეგ განვლილი უკვე ყოველი დღე. იმ ღამეს ნათქვამი, ნანახი და განცდილი უსიცოცხლოდ გაქვავდა და მას შემდეგ ჩემში ნელ-ნელა ცოცხლდება, მოძრაობის უნარს იძენს და ახლა დიდ დრამად ვხედავ, რომელსაც რეჟისორი არა, მაგრამ ყავს რამდენიმე სცენარის ავტორი, რამდენიმე გმირი რომელთაც, ეს სცენარი სისხლით დაწერეს და ერთ-ერთი მათგანი ახლა ამ სტრიქონების ავტორადაც იქცა. ეს ტკივილი ავღანეთში დაღუპული ჩემი 12 წლიანი მერხის მეგობარია და ახლა უკვე ჩემი გულის, გონების მეგობარი. მინდა ჩემი ესმოდეს, ვეტყვი რომ მე შენ ყოველთვის მემახსოვრები, რომც მინდოდეს შენს გაყინულ, დამტვრეულ სხეულთან შეხების განცდილი წამები, უფლებას არ მომცემს დამავიწყდე. ამ ტკივილს ნუგეშად ჩემი რწმენა აქვს, რწმენა რომ იქ უფალთან, შენთან უფალო! ერთობაშია, რომ იმაზე კარგადაა ვიდრე აქ იქნებოდა. პატივს მივაგებ არა მარტო გიორგის არამედ ყველა გმირს და თითოეული მათგანი მეამაყება. მადლობთ გმირებო.

ნახვა: 289

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გახსენება, დღიური, ტკივილი

ლაშა: ივნისი 9, 2014||1:30am

გულიდან გულში გადმოღვრილი გრძნობებისთვის მადლობა natia! 

natia: ივნისი 9, 2014||12:05pm

ეს უბრალოდ უნდა მეთქვა

ლაშა: ივნისი 9, 2014||12:10pm

natia კარგადაც მოიქეცი რომ თქვი...

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters