მეცნიერების ფუნდამენტი კაცობრიობისთვის კეთილდღეობის მოტანაა, ამიტომაცაა რომ საზოგადოება არასოდეს სწყალობს მეცნიერებას და ყოველდღიურ ცხოვრებაში მაქსიმუმ იმით თუ შემოიფარგლება, ხანდახან აღმოხდეს თითოოროლა ჩვენებურს „ხედაამ, სად წავიდა ტეხნიკაა?“. სათაურიდან გამომდინარე მიხვდებოდით, რომ კვლავ მცხეთა-თბილისის მარშრუტკებზე უნდა ვწერო. უკვე მრავალი წელია ამ პრობლემაზე ვწერ და მრავალი წელია ამ პრობლემაზე საუბრობს მცხეთის მოსახლეობა და ამ ბოლო არჩევნების წინ, მცხეთის ხელისუფლებაც. თუმცა ჩემი საქმე პოლიტიკა არაა და არ ვაპირებ იქ ჩარევას.

      რატომ დავიწყე მეცნიერებაზე საუბრით?

      იმიტომ, რომ არის ერთი ასეთი მეცნიერება - სტატისტიკა. ეს უკანასკნელი კი არა ემოციებით („უხ ეგ უსვინდისოები“, „გაუმაძღრები“), არამედ რიცხვებით ზომავს ყველაფერს და ახლა, მეც რიცხვებით ვაპირებ გავზომო მცხეთა-თბილისის სამარშრუტო ტაქსების პრობლემა.

      რამდენიმე თვის წინ დაინიშნა ყვითელი სამარშრუტო ტაქსები ახალი მიმართულებით - ნარეკვავი ► დიდუბე ► დინამო ► სპორტის სასახლე. არ მოვყვები იმ დეტალებს და სულმდაბლობას, ტრადიციული, ძველი მარშრუტის მძღოლები როგორ იქცეოდნენ იმ პერიოდში. თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს იდეა არ იმუშავებდა და ასეც მოხდა. თავდაჯერების მიუხედავად - ეს მარშრუტი არ გაუქმდებაო - მაინც გაუქმდა! (ტრადიციული მარშრუტი, რომელიც იმ პერიოდში დინამომდე გადავიდა, მერე დინამომდე ოღონდ 17:00 საათამდე, მერე დინამომდე ოღონდ 14:00 საათამდე და ერთ კვირაში მკვახედ მომიგეს - არა, დინამოზე აღარ!) ცხადია, აქ მცხეთელების დაბალი საზოგადოებრივი თვითშეგნების ბრალიც არის, მაგრამ ყვითელ მარშრუტკებსაც ბევრი რამ დაეწუნებოდათ - უპირველესყოვლისა არასტაბილურობა (ზუსტად არასოდეს იცოდი რა დროს მოვიდოდა ან თუ მოვიდოდა საერთოდ, ასევე უაზრო იყო განრიგში ჩასმული - ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, რაც სრულიად ზედმეტი იყო). ასე თუ ისე, ის „ხაზი“ გაუქმდა და ყველაფერი ჩვეულ, ძველებურ რიტმს დაუბრუნდა - უალტერნატივობას რაც მოჰყვება ხოლმე 20 კაციან მარშრუტკაში 37 კაცი და კიდევ უკმაყოფილო მძღოლი.

      მოდით, მოვიშველიოთ სტატისტიკა, ცოტა გონება გავხსნათ და იქნებ ისეთი მეთოდი მოვიფიქროთ, ახალი ხაზიც დაინიშნოს, ძველიც არ დაზარალდეს და რაც მთავარია, მოსახლეობა იყოს კმაყოფილი.

      პირველ რიგში საჭიროა დავთვალოთ ხარჯები.

      ხარჯების დათვლისას, ყველა ვინც ერკვევა სამარშრუტო ტაქსებში, დამეთანხმება, რომ მძღოლებისთვის ხელსაყრელი ფასები მაქვს ჩამოწერილი. მცხეთა-თბილისს მეტწილად მერსედესის მარკის თანამედროვე მარშრუტკები ემსახურება, ამიტომ ერთ-ერთი ასეთი მარშრუტკის მძღოლს დავეკითხე და მერე ცოტ-ცოტა ყველაფერს ფასი მოვუმატე.

ე.ი.

პირველი ცხრილი, როგორც საზომი საშუალება:

ამ მონაცემების მიხედვით დავთვალოთ 1 მარშრუტის ღირებულება.

      როგორც ვხედავთ, მცხეთა-თბილისის მარშრუტკებს, დიდუბემდე ჩასასვლელად ან უკან ჩამოსასვლელად ესაჭიროებათ 5 ლარი, ხოლო წარმოდგენილი მარშრუტით სპორტის სასახლემდე მისასწვლელად 6 ლარი. მანძილები გაზომილია Google Map-ის გამოყენებით და აქაც ცოტა წამატებულია მძოღლების სასიკეთოდ.

      ტრადიციული მარშრუტები უკვე მრავალი წელია ემსახურებიან მცხეთას, მათ კარგად ჩამოყალიბებული საკუთარი განრიგი აქვთ და მძღოლების რაოდენობაც მხოლოდ მათ იციან მგონი, ნებისმიერ შემთხვევაში, მიჩვეულის გადაჩვევას არ გირჩევთ. ამიტომ მოდით დავთვალოთ და ვისაუბროთ ახალი მარშრუტის შექმნაზე, რომელიც ივლის სპორტის სასახლემდე.

      მნიშვნელოვანია, რომ ახალი „ხაზის“ მარშრუტკებმა ცოტა დიდი შუალედებით იარონ, რათა არ დააზარალონ ტრადიციული ხაზის მძღოლები, მაგალითად მხოლოდ საათში ერთხელ. თუკი მარშრუტკა ივლის ამ განრიგით:

      ისინი შეასრულებენ დღეში 30 რეისს. ამიტომ თითეული დღის ხარჯი იქნება 30 x 6, ანუ 180 ლარი. ხოლო, თუ თვეების მიხედვით გადავამრავლებთ, ეს იქნება 180 x 31 ანუ 5580 ლარი. გამომთვლელმა პროგრამამ, თვეების მიხედვით, დახარჯული თანხა ასე დათვალა:

      როგორც აღინიშნა, აქ შედის ზეთის და საბურავების ფასიც.

      თუ გვეყოლება 4 მარშრუტკა, ადვილად შეენაცვლებიან ერთმანეთს და რეისიდან რეისამდე 1 საათიც ექნებათ დასასვენებლად. დავუნიშნოთ მძღოლებს ხელფასი ხელზე ასაღები 700 ლარის ოდენობით, ანუ 875 ლარი. სულ გამოგვივა 5580 + 4x875 = 9080 ლარი ყოველთვიურად.

(!) ცხადია, ხელფასის შემცირებასა და მოლაპარაკებებზე საუბარი შეიძლება. ასევე, არაა სავალდებულო ახალი მარშრუტკები შემოვიყვანოთ, არსებული მარშრუტის მძღოლებთანაც შეიძლება მოლაპარაკებები ამ თემაზე, რომ დაამატონ რეისი სპეციალურად სპორტის სასახლესთვის (მგზავრების ფეხზე დგომის გარეშე!)

      მცხეთის მოსახლეობას, ვისაც სურს, რომ მხოლოდ ამ მარშრუტით უფასოდ იმგზავროს, შევთავაზოთ სპეციალური ბარათები, რომლის აღების ღირებულება იქნება ერთჯერადად 3 ლარი, ხოლო ყოველთვიური გადასახადი 1 ლარი, რომელიც მცხეთის ბიუჯეტში წავა. მცხეთის 1 მოსახლეზე მხოლოდ 1 ბარათი გაიცემა. ბარათს წარუდგენენ მძღოლს (ან დაადებენ აპარატს) და ისე ჩავლენ მარშრუტკიდან, რომ თანხას არ გადაიხდიან. ხოლო, ტურისტები ან მცხეთის სტუმრები, ჩვეულებრივ მგზავრობის საფასურს, 1 ლარს გადაიხდიან (ეს თანხაც დარჩება მძღოლს).

თანხები ხელფასიანად:

      ე.ი. თვეში სულ რაღაც 9100 ლარად შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება, ისე რომ მცხეთის მოსახლეობა დარჩეს ბედნიერი და მარშრუტკებმაც იმუშაონ. ასევე, არ დაზარალდნენ ტრადიციული ხაზის მარშრუტკები - თუ დარჩებიან თავიანთ 15 წუთიანი შუალედის გრაფიკზე მათ ყოველთვის ეყოლებათ თავიანთი მგზავრები, რადგან 1 საათიანი შუალედი ძალიან დიდია.

      ახლა, კითხვაზე - „კი მაგრამ სად ვიშოვოთ ყოველთვიურად 9100 ლარი?“ პასუხი ნამდვილად არ მაქვს, იქნებ რომელიმე სამსახურში, „აიპისა“ თუ „სიპში“ თუ როგორც ეძახიან, დასაქმებულებს და მათ ბიუჯეტს ჩახედოთ?

გაგახსენებთ მსგავსი თემატიკის წინა პოსტს:

14 თეთრიანი ეკონომია

ნახვა: 2303

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მარშრუტკა, მგზავრობა, მცხეთა, სტატისტიკა, ტრანსპორტი

George: თებერვალი 17, 2018||11:09pm

არაფერიც არ შეიცვლება  - http://www.qwelly.com/video/marso

ელი გორდელიანი: თებერვალი 18, 2018||12:48am

ზემსხდომთა პრემიებიდან 9100 ლარის დაქვითვა ყოველთვიურად მათ ბიუჯეტს დიდად არ უნდა დაეტყობა მგონი და იქნებ ეს წინადადება შეგეთავაზებინათ :)

ლაშა: თებერვალი 18, 2018||1:14am

არ ღირს ასე პირდაპირ მიხლა, იქნებ არც აქვთ ყოველთვიური პრემიები )) 

ელი გორდელიანი: თებერვალი 18, 2018||1:29am

საწყლები, ჩვენ ხომ არ შევუგროვოთ ფული რაიმე ახალი გადასახადის სახით, რომ მაგათ პრემიები დაინიშნონ :))))

ლაშა: თებერვალი 19, 2018||8:42pm

აღარ, ვერ გაუძლეს „კონკურენციას“.

BrOliKa: თებერვალი 19, 2018||10:30pm

ყვითელი მარშუტკა აღარ ახსენოთ :-( ისევ დიდუბიდან გაყოლა სჯობს :-D

vako: თებერვალი 23, 2018||1:55pm
ზეთს 7000ზე რატო 8ს მაინც ატარებენ ხოლმე ან ეს თუ იანგარიშება მაშინ გადაცემათა კოკოფის ზეთიც უნდა იანგარიშო ,მარა ესეთი რაღაცეები იმდენად იშვიათად უნდა მთავარი მაინც საწვავია რაა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

MMOexp Path of Exile 2:Best Methods for Securing Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2026.
საათი: 10:43am 0 კომენტარი

In POE 2 Currency, building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters