ვერც აგვისტოს დავაბრალებ, ვერც წუხანდელ ფილმს (არადა, ისეთი ფილმია, მომავალში რომ უნდა მოვყვე, შემახსენეთ თუ დამავიწყდა) და ვერც რაიმე მიზეზს ვიპოვი, რითიც შეიძლება აიხსნას სიკვდილის ფიქრებში ჩაძირვა. თქვენი ბავშვობიდან ის მომეტი გაიხსენეთ, როცა უფროსები გიწყრებოდნენ და უცბად, წარმოიდგენდით, მათთვის გულისტკენის ყველაზე საზარელ მომენტს - "მოვკვდები და მერე ხომ იტირებენ კარგად". აი, დაახლოებით ასეთი ფიქრები მეწვია, მაგრამ ასაკისთვის შესაფერისად, უფრო სხვა თვალით და სხვა კუთხით დავუწყე ცქერა.

Qwelly, ბლოგი, თვითგამორკვევა, გარდაცვალება, სიკვდილი, ფიქრი, die, blog, ქველი, ფსიქოლოგია, self-determination
წყარო

      სიკვდილი რომ ყველას გვაშინებეს და სხვას თუ კლავენ, ცქერა რომ გვწადია, ეს ერთმა გენიოსმა უკვე თქვა, მაგრამ სიკვდილის საინტერესოობაზე ერთხელ მეც დავჯღაბნე რაღაც. ჰოდა, ის თემა რომ გავაგრძელოთ, სიკვდილში ყველაზე საინტერესოა გარდაცვალების შემდეგ როგორც შენი, პიროვნების საიქაო ყოფნა, ასევე აქ დარჩენილთა მდგომარეობა. ამბობენ, სული ხედავსო, იმ ქვეყნიდან, ამ ქვეყანაში რაც ხდება, ყველაფერს ხედავსო, მაგრამ ამას იქამდე ვერ გავიგებთ, ვიდრე არ გადავიცვლებით, ჰოდა წარმოსადგენად ისეთი საინტერესო აღმოჩნდა, მთელი ბლოგი გაგიზიარეთ.

      საკუთარი თავის გარდაცვალებისას პირველი რეაქციები ახლობლებისგან მოდის. ესენი ისეთი მძიმე წარმოსადგენი და აღსაწერია, სჯობს გადავახტეთ. აქ მხოლოდ ცრემლებია, საშინელი ტკივილი და უმძიმესი სცენები, ასეთ რამეზე ფიქრმა, თუ ნორმალური ადამიანიც ხართ, შეიძლება საერთოდ გადაგაფიქრებინოთ სიკვდილი. მოკლედ, ოჯახის წევრები, ტრუსიკის მეგობრები, საცოლე-საქმროები გამოვტოვოთ. არაფერი საინტერესო არაა იქ. აი, შორეული ნაცნობების, მეგობრების, ისე რა ნაცნობების, სახლთან ჩამვლელების და ღია კარის დამნახველი ადამიანების ტექსტების და სახის წარმოდგენა, რას იტყვიან ისინი შენზე - ყველაზე საინტერესოა. ცუდს რა თქმა უნდა არ იტყვიან, მკვდრებზე ხომ აუგს არ ამბობენ ჩვენთან, მაგრამ რასაც იტყვიან, იმას როგორ იტყვიან ესაა მთავარი.

- აფსუს რა ბიჭი იყო.
- რამდენი ლაპარაკი უყვარდა.
- რამ მოკლა?
- როგორი თბილი და მოსიყვარულე იყო.
- ასეთი ახალგაზრდა, რამდენ რამეს გააკეთებდა.

      და ათასი სხვა...

      მგონი, წერის დროს მომაგონდა ინსპირატორი. კუბრიკის ერთ-ერთ ცნობილ ფილმში (მთლიანი ლითონის ჯავშანი/Full Metal Jacket/ 1987), ჯარისკაცები ორ თანამებრძოლს ასაფლავებენ და გამოსამშვიდობებელ სიტყვებს წარმოთქვამენ. ერთი მათგანი, ყველაზე ჯიგარი და თავქარიანი იტყვის: "ჯობია ესენი, ვიდრე მე", მგონი ამის გამო ამეკვიატა სიკვდილსშემდეგ ტექსტებზე ფიქრი. მოკლედ, რა მნიშნელობა აქვს, დაბრუნდეთ პოსტის აზრს.

      ამ წარმოდგენებსა და წარმოსახვებში ყველაზე საინტერესო  და სასარგებლო ის არის, რომ თქვენ, შეიძლება ახლობლების თქვენდანი დამოკიდებულება კი არ გააანალიზოთ თქვენი გარდაცვალებისას მათი ტექსტების შეფასებისას, არამედ, თქვენი დამოკიდებულება ახლობლების მიმართ გაიაზროთ. რეალურად, რას ფიქრობთ თქვენს ახლობლებზე, მეგობრებზე, ოჯახის წევრებზე, როგორები არიან ისინი თქვენთვის, მეტიც - გიყვართ თუ არა ეს ადამიანები, ხშირად სწორედ ასეთი წარმოსახვების შედეგად შეიძლება გაცხადდეს. აბა წარმოიდგინეთ, მათთვის ყველაზე მძიმე მომენტში, რაც თქვენს გარდაცვალებას უკავშირდება, თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი ახლობელი იტყვის რაღაცას. ამ ტექსტში ჩანს

ა. რა წარმოდგენა გაქვთ თქვენს თავზე;
ბ. რამდენად იცნობთ თქვენს ახლობელს;
გ. რამდენად გჯერათ მათი თქვენდამი დამოკიდებულების;
დ. ურთიერთსიყვარულის.

      კიდევ შეიძლება პუნქტების მიმატება.

      მთავარი მთელს ამ თვითგამორკვევის თერაპიაში გახლავთ ერთი შეუსრულებელი აუცილებლობა - გულწრფელობა! გულწრფელები იყავით და არ ჩაიწეროთ წარმოდგენილი ტექსტები, რადგან ჩაწერისას აუცილებლად შეასხვაფერებთ და შეალამაზებთ მათ!

ნახვა: 375

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გულწრფელობა, თვითგამორკვევა, სიკვდილი, ფიქრი, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters