წარმატების ფენომენის განხილვა ჩემს ბლოგზე მაინცდამაინც ახალი ამბავი არ არის. რამდენჯერმე უკვე ჩავჯღაპნე იმის შესახებ, როგორ სხვადასხვაგვარად ესმით წარმატება ადამიანებს და ზოგჯერ რომელია უპირატესი წარმატება, როგორი უნდა იყოს წარმატებული და ა.შ. ის ფაქტი, რომ წარმატების რაობის კვლევებიც ტარდება, სადღაც ნათქვამი მაინც მექნება. მინიმუმ, ახლა რაც კარგად მახსენდება, ესაა ორი პოსტი წარმატებაზე, ერთი - უხეირო წარმატება და მეორე ალოგიკურობაზე.

Nightcrawler, Qwelly, ბლოგი, კინომანია, ქველი, ქვეწარმავალი, წარმატება

      ყველასთვის თითგასაშვერი სტივ ჯობსი და მისი გამდიდრების ისტორია, ადვილად დაინგრა მისი მუშა ხელის წარმოჩენით. ალბათ, სხვა ბევრი ფილმი იქნება ამ თემაზე, მაგრამ მე რამდენიმე დღის წინ ნანახი Nightcrawler მინდა გაგიზიაროთ. ქართულად თარგმნეს როგორც "ღამის ქვეწარმავალი". მართლაც რაღაც, ღამის მუხლუხოა, ხოჭო, პარაზიტი.

      ფილმი 2014 წელს გამოვიდა. ნომინირებული იყო ოსკარზეც საუკეთესო სცენარისა და ორიგინალური სიუჟეტის გამო, მაგრამ ნომინაცია ნომინაციად დარჩა. ასევე ოქროს გლობუსა და ბაფთაზე წარადგინეს. მაინცდამაინც მოსაშორებელი ფილმი არა.

      რეჟისორი დენ გილროი, მთავარ როს ასრულებს ცაციას და დონი დარკოს ვარსკვლავი, ჯეიკ ჯილენჰოლი. თომას კროუნის აფიორის მთავარი ხორცისშემსხმელი რენე რუსოც აქ რის.

      ძალიან მოკლედ გეტყვით ფილმის მთავარ სათქმელს და მერე თქვენ გადაწყვიტეთ ღირს თუ არა ფილმის ნახვა.

      როგორც წესი, მრავალს მოსწონს უცბად გამდიდრებული ადამიანების ისტორიები, მძიმე შრომით, ღამისთენებით და ა.შ. ამ ფილმში სწორედ ასეთი ადამიანის ისტორიაა, ოღონდ რეჟისორმა სხვა უმნიშვნეოვანესი დეტლებიც გაითვალისწინა. მაგალითად, ის, რომ მთავარი გმირი არაშემოქმედებითი გონებისაა და უსწავლელი, ის მხოლოდ საჭირო, გამოსადეგ, უფრო მძაფრად ვიტყვი, გამოსაყენებელ, მოსახმარ უნარ-ჩვევებს ეცნობა და ადვილად ითვისებს. სჭირდება რომ გაყიდოს მესერი, იცის, მესერი სად იშოვოს, როგორ დაჭრას და როგორ ივაჭროს. ამის შემდეგ, სხვა სამსახურსაც ასე "იშოვის", საბოლოოდ კი, ყურს მოკრავს ერთ-ერთ საქმიანობას, რომელიც სხვებმა მოიფიქრეს, სხვებმა შეისწავლეს, ამან მხოლოდ, მზამზარეულზე მიიღო მცირე ინფორმაცია, წავიდა და შეუდგა იგივე საქმის კეთებას, ოღონდ განსხვავება ის იყო, რომ ჩვენი გმირი უფრო მეტზე წამსვლელი აღმოჩნდა ვიდრე სხვები. უფრო მძაფრად გაწყვიტა შუბლის ძარღვი და უფრო მეტად ჩააკმედინა ხმა, საკუთარ სინდისის ხმას, ამის წყალობით ის ღამეში 50 000, 100 000, ნახევარ მილიონ დოლარს შოულობს.

      ე.ი. ორი პუნქტი უკვე გვაქვს:

  1. სხვისი შემოქმედებით სარგებლობა;
  2. სხვებზე უფრო მეტად უნამუსობა;

      წარმატებას მარტო მაინც ვერ მიაღწევ, საჭიროა კომპანიონები, თანამშრომლები. ასეთ დროს მნიშვნელოვანია იაფი, უიაფესი მუშა ხელი. მაშინ როდესაც თავად 1 დოლარის და ცენტების გამო, მუხლებზე დამხობილი ევედრებოდა "პრარაბს" ჩემი მესერი მიიღეო, რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც შემოსავალი ღამეში 15 000 ჰქოდა და უკვე თანამშრომელი, ერთადერთი დაქირავებული მუშაკი ჰყავდა, ამ უკანასკნელს, 30 დოლარიანი ხელფასი, 75 დოლარამდე გაუზარდა და დაგაწინაურეო უთხრა.

      ასეა, ჩვენ რომ მოგვწონს უცბად წარმატებული ადამიანები, მათი ცხოვრება ხშირად, სწორედ ისეთია, როგორც ღამის ქვეწარმავლისა. აუცილებლად ნახეთ ეს ფილმი და მერე იქნებ გადააფასოთ ბევრი რამ!

ნახვა: 339

ტეგები: Nightcrawler, Qwelly, ბლოგი, კინომანია, ქველი, ქვეწარმავალი, წარმატება

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

U4gm Hero Siege When to Save Emergency Skills

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ოქტომბერი 23, 2026.
საათი: 11:02am 0 კომენტარი

Managing overlapping enemy groups in Hero Siege takes more than strong equipment. Whether you are comparing upgrades or planning how to spend Hero Siege Gold, survival still depends on keeping…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters