არასდროს გასაგზავნი წერილი

       ღამე უეცრად თავს რომ არ დამატყდეს თავისი ჯადოსნობით და მონატრებამ ყელში არ მომიჭიროს, ვეჩვევი ადრე შევაფარო თავი ბალიშს და საბანს. მაგრამ ამ უცნაურმა მონატრებამ ისე ამომიჩემა, რომ დილის ფერებს ჩემთან ერთად ხვდება და ღამის უფერობას ერთად ვეგებებით. როგორც ღამეა მისტიური, ასევეა ჩემი „შენდამი“  მონატრება, უმისამართო მონატრება.  თვალწინ მიდგას შენი სახე, თვალების ფერი, ყურში შენი ხმა ჩამესმის, შენს გულისცემას ჰყვება ჩემი გული, შენი სუნთქვის რითმს ვუერთდები, ხელის გულზე ვგრძნობ შენი თითების თამაშს... მაგრამ, ქუჩაში შემთხვევით რომ გადაგეყარო, სულაც რომ წინ დამიდგე და თვალებში ჩამხედო, მე მაინც ვერ გიცნობ და გავიფიქრებ: ნეტა ამ გიჟს რა უნდა?  შეიძლება ეს ხმამაღლადაც მოგაძახო, გვერდი აგიარო და ვერც კი მივხვდე, რომ თურმე შენი მონატრებაა ასე რომ დამსდევს სულ და მუდამ...

„შენმა“ მონატრებამ, აი იმ მონატრებამ, რომელმაც უსინდისოდ და დაუკითხავად შემოაღწია ჩემში, მოსვენება დამაკარგვინა და ახლა, ამ წუთას მაწერინებს უმისამართო  წერილს. წერილს არ გასაგზავნს, ვერ გასაგზავნს, არ მიღებულს, ვერ გაგებულს; წერილს, მხოლოდ შავ ლაქებად თეთრ ფურცელზე გაყოლილს. წერილს, გულიდან ამოღებულს და შენამდე ვერ მიღწეულს.

უბრალოდ არ გიცნობ და უბრალოდ მენატრები...

 

 

 

 

ნახვა: 1162

ტეგები: Qwelly, არასდროს, გასაგზავნი, და, მონატრება..., უმისამართო, წერილი

Salius: მაისი 27, 2014||9:43pm

ძალიან მომეწონა თამოოო ^^

თა _ მო: მაისი 27, 2014||9:56pm

გაიხარე :* მადლობა :)

tamo: მაისი 28, 2014||2:39pm

ძალიან კარგი პოსტია თამ ***))

თა _ მო: მაისი 28, 2014||11:17pm

gogaladze tamo  :* :)))) და კიდე თავდახრის სმაილი :)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters