ამერიკულ-კორეული შეხვედრა, წვიმებგადატანილი ქალაქი, განრიდება და დაკავება აქციაზე და UNICEF კვლევა

      დღევანდელი დღე წვიმების მოშუშებას მიეძღვნა და გუშინდელი წარღვნისშიშა ღამის გაანალიზებას. ასევე, მნიშვნელოვანი ამბავი ისმოდა მთელი მსოფლიოდან - ტრამპი და ინი ერთმანეთს შეხვდნენ. თბილისში ისევ ხორავას ქუჩის ამბებზეა განხილვები და აქციების დაკავებებზე. ასევე, იუნისეფის კვლევის შედეგებზე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 ივნისი, 2018 /

      ღამის წვიმებმა ქალაქი ისევ შეაშინა - გუშინ ძლიერად იწვიმა - ძლიერი წვიმის შედეგად „ახმეტელის მეტროს“ შესასვლელი დაიტბორა. უამინდობის შედეგად ძირითადი გამოძახებები გლდანში, მუხიანსა და დიღომში ფიქსირდებოდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში წვიმის ინტენსივობა დაიკლებს და გართულებები მოსალოდნელი არ არის. შსს-მ ვერეს ხეობის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეზღუდა. მოვარდნილი წყლის მასის გამო მეხანძრე-მაშველები ჩარჩენილი მანქანების ქუჩებიდან გამოყვანას აწარმოებდნენ. აკე-საბურთალოს გზაზე “თბილსერვის“ ჯგუფი სანიაღვრე ქსელის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდა. ძლიერი წვიმის შედეგად განსაკუთრებული პრობლემები გლდანში, მუხიანსა და დიღომში დაფიქსირდა. ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავში რამდენიმე ცენტრალური ქუჩა დაიტბორა. ნუცუბიძის 3მ/რ-ში კორპუსის წყლის კოლექტორის მწყობრიდან გამოსვლის გამო დაზიანდა საძირკველი და დაიტბორა ავტოფარეხი. ირაკლი კობახიძე - მეხანძრე-მაშველები თანამედროვე გმირები არიან, რასაც ყოველდღე ამტკიცებენ.

      ევროპარლამენტი საქართველოზე - ევროპარლამენტმა დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემაზე დებატები გამართა. დილიდან მოლოდინებით ელოდნენ ამ სხდომას - ნატალი საბანაძე - მოლოდინი გვაქვს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტში კიდევ ერთხელ იქნება დაგმობილი რუსეთის აგრესია, ოკუპაცია და საუბარი იქნება ოკუპაციის შედეგებზე.

      დაურბეველი აქციის ამოცანა და სხვა აქციური ამბები - ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ იმ 9 წელზე უკეთესი ვიყოთ და მიტინგის დარბევის დროს 6 -ის მაგივრად 3 კაცი შემოგვაკვდეს, ამოცანა არის, რომ საერთოდ არ დავარბიოთ აქცია. თინა ბოკუჩავა - ჩვენ ვემორჩილებით ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის გადაწყვეტილებას, თუმცა არ მგონია, რომ ამ ერთ კვირაში რამე შეიცვლება. ზაზა სარალიძე - სურვილის შემთხვევაში სოლიდარობის აქციები გაგრძელდება, პარალელურად დავაანონსებთ ცენტრალურ აქციას. ზაზა სარალიძე - მაქსიმალურად ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, იმედია, საბოლოო ჯამში ჭეშმარიტებას მივაღწევთ. ზაზა სარალიძე - გიორგი გახარიასთან შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ, მაგრამ თუ უნდა შევხვდები. ოთარ კახიძე - დავიწყეთ საქმის მასალების შესწავლა და პირველივე ტომიდან უკვე ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. ეკა ბესელია - საკმაოდ ფართო იქნება პირთა წრე, ვისგანაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიას შეეძლება ინფორმაციის მიღება. დღეს ზაზა სარალიძე შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მივიდა. ეკა ბესელია - ახლა პოლიციელები იმიტომ არ გამოდიან, რომ აქციის მონაწილეებს ხელკეტები თავში დაუშინონ, ისინი წესრიგის დასაცავად გამოდიან. ზაზა სარალიძე - სოლიდარობის აქციები გაგრძელდება, თავისუფალი როცა ვიქნები, აუცილებლად შევუერთდები ნებისმიერ ადგილზე. ზაზა სარალიძის ადვოკატი - გენინსპექციას მივაწვდით ინფორმაციას, ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოს სასადილოში მომხდარ ფაქტზე მყისიერი რეაქცია იქნება. ზაზა სარალიძე - შსს-ს გენინსპექცია თავადაც არის მოწადინებული, რომ გუშინ სასამართლოს სასადილოში მომხდარი ინციდენტი გამოიძიოს. ზაზა სარალიძის ადვოკატი - ჩვენ დავინახეთ მზაობა, რომ საქმეს მიეცეს მსვლელობა და მივიღოთ სამართლიანი შედეგი.

      განრიდებული მელია და დაკავებული აქცივისტები - ირაკლი კობახიძე - შს მინისტრისგან მივიღე განმარტება, რომ რუსთაველის გამზირიდან ნიკა მელიას განრიდება მოხდა, რათა აღკვეთილიყო სამართალდარღვევა. შსს - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 19 პირი დააკავეს, ნიკა მელია კი თავისუფალია. ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. აქციაზე დაკავებულების ადვოკატი - არც წვრილმანი ხულიგნობა და არც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა არ ყოფილა. ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე 11 ივნისს დაკავებული ბესო გაზდელიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს.

      მთავრობის ცვლილებების ანონსი?! - ეკა ბესელია შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე - ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. სოფო კილაძე - სამთავრობო ცვლილებებზე ჩემთვის არაფერია ცნობილი, თუმცა, სამომავლოდ, ყველა ცვლილება ადამიანის უფლებების გაუმჯობესებას მოემსახურება.

      კვლევის მიხედვით გამდიდრებულები ანუ გაეროს კვლევა - UNICEF - საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. UNICEF-ის კვლევის თანახმად, საქართველოში შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავს ღარიბად მიიჩნევენ. UNICEF - სოციალური დაცვის პროგრამები უკეთ ხედავს ბავშვიან ღარიბ ოჯახებს, თუმცა სიღარიბე კვლავ რჩება გამოწვევად. UNICEF - საბავშვო ბაღების არარსებობის გამო, დაახლოებით, 14 000 ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ვერ დადის. UNICEF - ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა. 2017 წელს საქართველოს ეკონომიკამ აღმავლობა განიცადა. საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა. UNICEF - უმუშევრობის დონე საქართველოში კვლავ მაღალია. ზურაბ ჭიაბერაშვილი - გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემები შემაშფოთებელია.

      მომავლის განსასაზღვრად შეკრებილი ოცნება - პარტიის სხდომა - ნუკრი ქანთარია - ვფიქრობ, ცვლილებების დრო დგება. ზვიად კვაჭანტირაძე - დღეს ვიკრიბებით მომავლის გეგმებზე სასაუბროდ. დავით სერგეენკო - შეხვედრის იმ ფორმატში, რომელიც ახლა შედგა, შესაძლებელია ნებისმიერი საკითხი იყოს განხილული. ზაქარია ქუცნაშვილი - თვისობრივი ხასიათის ცვლილებები აუცილებელია, თან მთელი რიგი მიმართულებით, დანარჩენზე კი ოფიციალური განცხადება გაკეთდება.

საზღვარგარეთულები:

      ისტორიული შეხვედრა - დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა შედგა. დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ერთობლივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. დონალდ ტრამპი მზადაა, კიმ ჩენ ინი თეთრ სახლში დაპატიჟოს. დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინს შესანიშნავი ხასიათი აქვს, ის ძალიან ჭკვიანია. დონალდ ტრამპი - ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციები ამ ეტაპზე ძალაში რჩება.

      პატიმარი სიძე - ესპანეთის სასამართლომ მეფის სიძეს პატიმრობა მიუსაჯა.

      ჭკუაზე მოსაყვანი კანცლერი - თურქეთის პრეზიდენტი გერმანიას მოუწოდებს, ავსტრიის კანცლერი „ჭკუაზე მოიყვანოს“.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 194

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters