შუაღამემშვიდობისა ქველნო ამა ქვეყნისანო! სად, სად და აი, ადგილი სადაც შევძლებდი გულის მოოხებას.

   ყველაფერი თავდაყირა, რომ გაქვს გონებაში, სულ რაღაც ორიოდე საათის ჩამოფრენილი რომ ხარ მიწაზე (ეს ფიზიკურად, რა თქმა უნდა, თორემ ჩემი გონებისთვის დასაფრენი ზონა ჯერ არ შეუქმნია კაცობრიობას :)), აეროპორტიდან სახლამდე ტაქსისტმა ენა რომ არ გააჩერა, ოჯახის წევრებმაც რომ უამრავი კითხვა დამაყარეს, ნაწილობრივ რომ დავაკმაყოფილე მათი ცნობისმოყვარეობა, მერე საჩუქრებით რომ მოვიშორე თავსდახვეული ძმა-დები, მამაჩემის "ფეისკონტროლიც", რომ გადავლახე ჩემს ახალ თმის ფერთან დაკავშირებით და ვიფიქრე, აი, მეშველა, როგორც იქნა ძილი მეღირსა მეთქი და თურმე, ჯერ სად ვყოფილვარ?!.

   არ ვიცი ახალ მერს დავაბრალო თუ სხვა მიზეზმა გააყოჩაღა თბილისის საგზაო დეპარტამენტი, მაგრამ არ დაიჯერებთ და არც მეტი, არც ნაკლები, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს ზუსტად ჩემს ფანჯრებთან, ახლა ამ წუთას ასფალტს აგებენ. არა, რომ მივდიოდი კი ვბრაზობდი ამ ახალი წლისთვის ისევ ათხრილ-დათხრილი დატოვეს მეთქი ქუჩა და ეტყობა რომ ვერ ასწრებდნენ ჩემს ჩამოსვლამდე დღე-ღამეს ასწორებენ შრომაში :) ეს კია, საღათას ძილიც რომ შემეყაროს ამ ხმაურში დაძინება მაინც შეუძლებელია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მუშებს შრომისუნარიანობის ასამაღლებლად ფრიად "გემოვნებიანი მუსიკა", "მარჯანჯა" აქვთ ჩართული. აქ უნდა ვიტირო თუ ვიცინო, აღარ ვიცი. ბედის ირონიით პირდაპირ გერმანიიდან მაინც არ მოვდიოდე, სადაც ხმამაღლა დახველებაც კი, მგონი კანონით ისჯება. :) 

   თვითმფრინავშივე ვფიქრობდი, რაღაცას დავწერ ამ შეგრძნებიდან, მერე რომ არ დამავიწყდეს მეთქი, მაგრამ არ მეგონა, ასე მალე თუ მომიწევდა ამის თქვენთვის გაზიარება. რომ არ მოგატყუოთ, დიდად არ გამხარებია იქ წასვლა. "ტიპური ბაიყუშა", "ნაადრევად ბებრუხანა", "გოიმი" და "ბანძი", ასეთი ეპითეტებით დამაჯილდოვა ოჯახმაც და სამეგობრომაც, როცა ვთქვი, ბერლინურ ახალ წელს, სოფელში ბებოსთან წასვლა და წყნარად, ბუხრისპირას დასვენება მირჩევნია მეთქი. თავს ზევით, რომ ძალა არ იყო თორემ ნამდვილად უარს ვიტყოდი და ვაღიარებ ვერც ვერასდროს მივხვდებოდი, რომ შეცდომას დავუშვებდი.

   ძალიან კარგი იყო, გადაუჭარბებლად კარგი და საინტერესო. ორი კვირა სამსახურეობრივ საქმეებში თავჩარგულმა ფიქრისთვის ვერ მოვიცალე და როცა მოვიცალე შემრცხვა...

   მრავალრიცხოვან ოჯახში კარჩაკეტილობა თითქმის წარმოუდგენელია და ჩვენთანაც მრავალი ხალხი მიდი-მოდიოდა, შინაური, გარეშე, აქაურ-იქაური და მოკლედ მილეთის ხალხს მოუყრია თავი ჩვენი სუფრის გარშემო. ბავშვობაშიც და მერეც ოჯახისწევრთა საზღვარგარეთ მიმოსვლა და უცხოელებიც ჩვენთან, ყოველთვის შიშის ზარს მცემდნენ. ვერ და ალბათ, არც ვარკვევდი რატომ? ეს კია, პირველად ჩემმა დებმა, რომ შემომთავაზეს იქნებ ამ ზაფხულს სტამბოლში წავსულიყავითო, გავგიჟდი-გადავირიე, სად მეპატიჟებით, ან თქვენ რა გინდათ იმ ქაოსში მეთქი. მერე იყო რამდენიმე იძულებითი გასტროლი ცეკვიდან ბულგარეთში, თურქეთში, ბაქოში, იტალიაში. იტყვით მოუვლია ქვეყანაო, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ რა უღიმღამოდ და უხალისოდ დავდიოდი ამათუიმ ქვეყანაში და დღემდე დამცინიან ყველა სურათში დაბღვერილი სახით რომ ვარ. მარადიულად ვთრგუნავდი ჩემში უცხოსადმი ინტერესს. თანაც ისე, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემთვის მის არც დადებით, არც უარყოფით მხარეებს. ალბათ, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდებოდა, რომ არა ინტერნეტით ჩემამდე მოღწეული, პატარა ილიკოს მიერ დადგმულ ახალ საცეკვაო ვარიაციებზე ატეხილი აჟიოტაჟი. მაპატიეთ, თუ დაგაბნიეთ, იფიქრებთ ეს რაღა შუაშიაო, მაგრამ სწორედ, რომ თავშია. 

   საზოგადოების ის ნაწილი, ვინც გადაირია, გაგიჟდა და ნეგატიურად შეაფასა, ერთ უბრალო კლუბში, კლუბურ მუსიკაზე ქართული ცეკვის ილეთებით აცეკვებული ქართულის მოცეკვავეები, ისინი ვინც შეუგნებლად გაიძახის, რომ ქართველობას გვართმევენ და ისიც ვინც ჩემსავით დაუფიქრებლად და გაუაზრებლად გაურბის ყველაფერს უცხოს და ახალს ვართ მშიშრები და ლაჩრები, და მეტი არაფერი! საკუთარ თავს "ნიუფობებიც" რომ ვუწოდოთ, ერთგვარი ფსიქიკური გადახრის მქონე "სექტადაც" შევძლებდით გაერთიანებას.

   ბოდიშს ვიხდი, თუ ვინმეს ვანაწყენებ ამ თვითირონიით, მაგრამ გულწრფელად საკუთარი პრობლემის დანახვით გამოწვეული ტკივილი მალაპარაკებს და არა მოდადდამკვიდრებული, ამაზრზენი "სტატუსომანია" და ნევროტული ურთიერთქილიკი. 

   ცხოვრება მეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ ბერლინში მოხვედრილი გულში განიკითხავდე მთელსხეულმოსვირინგებულ-მოპირსინგებულ თინეიჯერთა ჯგუფს და გიხაროდეს, რომ კიდევ კარგი შენს პატარა ქვეყანაში "ჯერ" ასე ხელიდან არ წასულა ახალგაზრდობა; ანდა ბარში მჯდომი, გვერდით მაგიდასთან ნახევრადშესრულებული სექსუალური აქტის თვითმხილველი გახდე და გაიფიქრო, რომ კიდევ კარგი შენს სამშობლოში ასეთი გახრწნილები არ არიან; ანდა შენი მასპინძელი მამის დაკრძალვაზე 67 კმ-ით დაშორებულ ქალაქში თუ დაბაში მარტო იმიტომ არ წავიდეს რომ ამინდი გაუარესდა და შენ ის გიხაროდეს და იმით დაიმშვიდო თავი, რომ ასეთი რამ შენთან, საქართველოში შეუძლებელია მოხდეს. ცხოვრება მართლაც ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ დრო დახარჯო მარადიულ ჯიბრში და შუღლში, იმაზე შიშში, რომ შენ პატარა მტკვრის თუ რიონის პირად დაბადებულს, როგორმე არ გაჯობონ დუნაის და რაინისპირად გაზრდილთა. და მაინც თუ დაფიქრდები, იქნებ მიხვდე, რომ რაშიც საჭირო იყო გაჯობეს და რაშიც განგებამ ინება შენ აჯობე. უფრო სწორად, კი არ აჯობეთ ერთმანეთს, არა, თითოეულმა თავისი წვლილი შეიტანა მსოფლიო მრავალფეროვნების შექმნაში და თუ ღმერთმა ინება ასე იქნება კიდევ დიდხანს, თუ არა და ამ ჟამმოკლეობას ნუღა გადააგებ სხვათა განკითხვასა და გაკილვას. მიხედე, ადამიანო, საკუთარ სულს, ღვთის მცნებას მიჰყვე იქნებ ეს ჯობდეს შენთვისვე და სხვისთვისაც. იქნებ იმ სხვამაც შენ შემოგხედოს?!. 

   მოკლედ რომ არ გამომდის რამის თქმა ცხადია და ისიც საკითხავია ღირს თუ არა ჩემი გრძელი "შაირის" წაკითხვა, მაგრამ რომ არ მეთქვა არ შემეძლო და მაპატიეთ თუ თქვენი ყურადღება ფუჭად მოვაცდინე! ხოო, კიდევ, წელს პირველად შემოვედი Qwelly-ზე და რაჭველივით კი გამომდის, მაგრამ ჩემი სვანობაც გაამართლებს ალბათ ჩემს დაგვიანებულ მოლოცვას და კეთილ სურვილებს თქვენდამი.   

ნახვა: 275

ტეგები: Qwellyland, კეთილი, პატრიოტი, ურაპატრიოტ

vako: იანვარი 23, 2018||5:23am

მეგზევეების მარჯანჯაზე მაგრა ვიღადავე :)))))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters