- ძია, უტუღაა ესე?

- კი ძია! უტუღაა!

არადა უკუღმა არ უნდა იყოს!

ჩვენს ქვეყანაში, მართლმადიდებლურ სამყაროში სულიერი შვილისა და მოძღვრის განსაკუთრებული კავშირი, განსაკუთრებული ურთიერთობა არსებობს...

განსხვავებით კათოლიკური ეკლესიისგან, სადაც აღსარებას აბარებ ნებისმიერ სასულიერო პირს რომელიც კი "კაბინაში" ზის, ორთოდოქსები ვცდილობთ გვყავდეს მოძღვარი, რომელთანაც გვექნება ხშირი შეხება. ხშირად მოვუყვებით ჩვენს მდგომარეობას და მივიღებთ მისგან რჩევებს, ჩავაბარებთ აღსარებებს, ის კი ღმერთს შესთხოვს ცოდვათა შენდობას, გავუმხელთ ჩვენს გულის ნადებს და ერთად ვეცდებით პრობლემების მოგვარებას, გვეყოლება როგორც მეგობარი, სულიერი მოძღვარი.

ამგვარი ურთიერთობა მრავალი კუთხით არის გამართლებული, თუნდაც ის რომ სულიერი შვილი და მისი მოძღვარი ერთად ცდილობენ პრობლემების გადაჭრას, სულიერ შვილთან ერთად სასულიერო პირიც იზრდება - იხვეწება, ყოველთვის არ გიწევს ხელახლა საუბარი იმაზე რა გადაგხდენია, და მრავალი სხვა... მაგრამ თუ აქცენტს მხოლოდ აღსარების ჩაბარების მომენტზე შევაჩერებთ, საინტერესო და სავალალო შედეგს ვნახავთ.

კათოლიკურში აღსარების თქმის პროცესი ძალიან მარტივია - შეხვალ კაბინაში, ჩუქურთმიანი გამყოფი კედლის იქით შენთვის სრულიად უცნობი პადრე ზის, რომლისთვისაც ასევე სრულიად უცნობი ხარ - ამიტომ აღსარებას აბარებ უპრობლემოდ! დაგარიგებს, გეტყვის თუ რა წერია წმინდა წერილში და გაგიშვებს. ძალიან მშრალი ურთიერთობა... თუმცა უნდა ვთქვათ რომ კათოლიკურ ურთიერთობაშიც (მაგალითად ქართულში) არის სტანდარტული სა-შვილ-მოძღვრო ურთიერთობა. მიუხედევად იმისა, რომ ამ პოსტის იდეა სულაც არ არის კათოლიკურის და ქრისტიანული არსარების განხილვა... შედარებისას ამბობენ ხოლმე რომ მართლმადიდებლური სა-შვილ-მოძღვრო ტრადიცია, ძალიან უმნიშვნელოდ, მაგრამ სულ ბოლო არგუმენტად მაინც გიცავს ცოდვის ჩადენისგან, რადგან როცა ფიქრობ რომ ეს შენს მოძღვარს, უფროს მეგობარს უნდა უთხრა - ცოტა გირთულდება შეცოდება!

მე უნდა ვისაუბრო უმაზე, თუ რა მდგომაორეობიდან, სად ვართ!

ამ ხედვაში რომ ცოდვის ჩადენისგან გიცავს, ცუდი არაფერია... ეს მართლაც ასეა, ან უნდა იყოს! (როცა იცი რომ დანაშაული უნდა გაუმხილო ადამიანს და ეს გერცხვინება, შეიძლება უარი თქვა დანაშაულზე)... მაგრამ ჩვენ ვხედავთ ამ სიკეთის გაუკუღმართებასაც.

იმის მაგიერ რომ ჩადენის წინ შეგვრცხვეს შეცოდების, გავიხსენოთ რომ მოძღვარს უნდა მოვუყვეთ და ამაზე უარი ვთქვათ, შეცოდების შემდეგ ვეღარ ვბედავთ მოძღვართან მისვლას, ამის შემდეგ გვრცხვენია მისი, გვერიდება და ათასი სხვა მიზეზი...

რატომ? სადაა პრობლემა? ვინაა მოძღვარი ჩვენთვის თუ არა გზა ქრისტემდე? განა მას რაიმე სიდიადე გააჩნია ჩვენს თვალში გარდა იმისა რომ იყოს ხიდი ღმერთამდე? თუ ცოდვისას არ გვადარდებს ქრისტე, რომელიც ცოდვის მომენტშივე ჩვენს გვერდით იმყოფება, აბა მერე მოძღვარი რატომ გვაჭირვებს? საფიქრია იმაზე, რატომ გვყავს მოძღვარი და რა გვინდა მისგან?!

მუდამ უნდა გვახსოვდეს - სასულიერო პირიც კი არანაირი ძალმოსილების არაა ქრისტეს გარეშე. ქრისტეს მისაღებად კი არ უნდა შეგვაშინოს იმან, რომ მოძღვარს ეწყინება ჩვენი მრავალი შეცოდება...

---------------------

დღეს ბევრს ვფიქრობდი ამაზე და მინდოდა გამენდო თქვენთვისაც...

არ ვიცი, რამდენად კარგად გადმოვეცი სათქმელი, მაგრამ კითხვებს ვუპასუხებ შეძლებისდაგვარად... ☺

ნახვა: 679

ტეგები: Qwelly, აღსარება, ბლოგი, დღიური, მოძღვარი, პადრე, სულიერება, უკუღმართი, ქველი

მაიკო: ივლისი 14, 2013||1:28am

მართალია მოძღვარი ღმერთისა და კაცის შუამავალია )))

Keti: ივლისი 14, 2013||1:30am

მე მგონია რომ მოძღვარი კიარა ეშმაკი გვაბრკოლებს და გვაჭირვებს რო ჩვენი ცოდვები არ ვაღიაროთ

ლაშა: ივლისი 14, 2013||1:38am

ეგ თავისთავად ქეთ :) მაგრამ ეშმაკი *ქრისტიან* ადამიანზე ძლიერი არ არის! :) 

tsira: ივლისი 14, 2013||1:40am

problemebi bevria chventanac.mag:vakerpebt mozdgvrebs .

ლაშა: ივლისი 14, 2013||2:27pm

ჰო, შეიძლება ეგეც იყოს მიზეზი ცირიკო... 

Ann: ივლისი 14, 2013||3:52pm

ნამდვილად.. მოძღვარი ჩვენთვის არის გზა ქრისტემდე.., მაგრამ ალბათ ზემოთ ნათქვამი ერთ-ერთი დაბრკოლებათაგანია, რომელიც ადამიანმა საკუთარ თავში უნდა გადალახოს.. და სწორად აღქმა ყველაფრის.. ეს არის, ჩემი აზრით მთავარი .. 

ლაშა: ივლისი 14, 2013||3:54pm

გეთანხმები ანა, მე კი ეს დღეებია ვფიქრობ - გზას როგორ გადაილახოს... 

Ann: ივლისი 14, 2013||4:07pm

სამწუხაროდ. ძალიან რთულია, რადგან ჩემი აზრით დაბრკოლებები ამით არ მთავრდება. მარტო ერთი მხარე რომ იყოს.. (( აი , ასე თუ ისე მაინც ადამიანს ვუყურებთ და ვაფასებთ,როგორია ესა თუ ის პიროვნება..  ამაში ვკარგავთ უფრო მეტ დროს, ვიდრე იმ დაბრკოლების გადალახვაში.

ლაშა: ივლისი 14, 2013||4:23pm

ჰო, მაგრამ გზა ხომ უნდა იყოს? საშუალება? :( 

Ann: ივლისი 14, 2013||4:32pm

"მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი". [მათ. 21,21.] 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

MMOexp Path of Exile 2:Best Methods for Securing Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2026.
საათი: 10:43am 0 კომენტარი

In POE 2 Currency, building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters