ქრისტიანთათვის ყოველთვის უდიდესი დღესასწაული და ზეიმია ქრისტეში ერთობა. ლუკა მახარებელი მოგვითხრობს პირველი, სამოციქულო კრების შესახებ (საქმე მოციქულთა, XV თავი). სულთმოფენობის შემდეგ, წმინდა წერილი არაფერს ამბობს ასეთ ერთსულოვან შეკრებაზე და აი, დაახლოებით 2 ათეული წელი გადის, ასეთ მცირე დროში ქრისტეს ეკლესიაში უკვე სხვადასხვა პრობლემები იჩენს თავს და მოციქულებს უწევთ იერუსალიმში შეკრება. არ დავწვრილმანდები, ვისაც წმინდა წერილის ეს მონაკვეთი წაუკითხავს, ემახსოვრება რომ საკითხი წინადაცვეთის წესს ეხებოდა და იმ კრებაზე გადაწყდა ამ იუდაური ტრადიციის აუცილებლობა/არ აუცილებლობის საკითხი ქრისტიანებთან მიმართებაში. ქრისტეს ეკლესიამ საძირკვლიდანვე ერთობის და ერთობით მმართველობის (ქრისტიანს მმართველი და მმართველობა არ სჭირდება, მაგრამ მაინც) პრინციპი დაისახა. არ არსებობდა ვინმე პავლესი, ან აპოლოსი, ან სხვისა - ყველანი იყვნენ ერთი ღმრთისა და მათი ერთობაც სწორედ საღმრთო სიყვარულში უნდა გამოჩენილიყო.

Qwelly, blog, council, ბლოგი, დიდი და წმინდა კრება, თორმეტი მოციქული, კრება, მსოფლიო კრება, საეკლესიო კრება, ფერწერა, ქველი, ხატწერა თორმეტი მოციქული, ეთიოპიური ფერწერა

      ბოლო ხანებში, ქართულ საზოგადოებას აღელვებს კუნძულ კრეტაზე, წმინდა და დიდი კრების მონაწილეთა შორის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის წარმომადგენელთა არ დასწრების საკითხი და ამ თემასთან დაკავშირებით, სხვადასხვა რელიგიურ ინტერნეტ გვერდებსა თუ სოციალურ ქსელებში მრავალი პოლემიკა იმართება. აქამდე მხოლოდ სხვათა პოზიციებს ვკითხულობდი და მრავლად გავეცანი, ახლა კი მინდა ოდნავ განსხვავებული პოზიციიდან დაგანახოთ სმე-ს (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის - შემდგომში ამ აბრევიატურით დავწერ) მდგომარეობა და ჩემს ბლოგსაც, ამ საკითხთან დაკავშირებით ორიოდ სიტყვა შევაწეიო.

      მრავალი მორწმუნე და მათ შორის საღმრთისმეტყველო განათლების მქონე ადამიანები სმე-ის წმინდა და დიდ კრებაზე წაუსვლელობას უარყოფითად აფასებენ; პირადად მე, ცოტა შევარბილებდი ამ დამოკიდებულებას და ასე გამოვხატავ ჩემს პოზიციას - ვიდრე სმე-ის წმინდა სინოდი გააკეთებდა ოფიციალურ განცხადებას და წაუსვლელობის მიზეზებს გააცნობდა საზოგადოებას[1], იქამდე, მსოფლიო ეკლესიას და მის ერთობას სამადლობლოდაც კი ჰქონდა საქმე სმე-სთვის.

      რატომ ვფიქრობ ასე, ამის ასახსნელად, ზოგადი ექსკურსი, განსაკუთრებული სიღრმეების გარეშე.

      მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებმა გადაწყვიტეს, რომ მთელს მსოფლიო აჩვენონ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა. მიზეზი ის გახლავთ, რომ თანამედროვე სამყარომ ამის აუცილებლობა მოიტანა და ვინაიდან ათასწლეულზე მეტი გავიდა ბოლო მსოფლიო კრებიდან (მართლმადიდებლების დათლვლით) და მას შემდეგ, ბევრი საკითხია რომელზეც ეკლესიას ერთიანი პასუხი არ გაუცია, ახლა დროა ამ ერთობის გამოჩენისა. რა თქმა უნდა ყველა საკითხს ვერ ამოწურავენ, მაგრამ ამისკენ პირველი ნაბიჯი უნდა გადაიდგას და შედგეს საეკლესიო კრება. პირველი კითხვა - როგორ უნდა აჩვენონ ეს ერთობა? რა თქმა უნდა მხოლოდ აღაპის საღამოს ვერ დაჯერდებიან, რაღაც საკითხებზე უნდა იმსჯელონ და საბოლოოდ მიიღონ ერთიანი გადაწყვეტილება, რომ არა მხოლოდ სიყვარული გვაკავშირებს მართლმადიდებლებს ერთმანეთთან (მებაჟეებს ხომ არ ვგავართ?!), არამედ იდეური და მსოფლმხედველობრივი თახმობაც გვაქვს. საკითხები მართლაც მრავალი დაგროვდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება და დადგენილება იყოს ე რ თ ო ბ ლ ი ვ ი! ანუ, ყველა ეკლესია ამბობდეს კის! სხვაგვარად თავად კრების იდეას - ე რ თ ო ბ ა ს - აზრი ეკარგება. კრებაზე არ არის წარმოდგენილი რაიმე მწვალებლობა, რომელსაც პასუხი უნდა გასცენ, არც რამე მსგავსი, რისგან მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვა გახდება საჭირო, ამიტომ განიხილავენ ისეთ საკითხებს, რომელიც თანამედროვე სამყაროში აქტუალურია, პრობლემურია, მაგრამ რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს შეკრების მიზეზი - ერთობის წარმოჩენა მსოფლიოს წინაშე, ამიტომ ნებისმიერ საკითხს რომელსაც გაიტანენ კრებაზე, ექნება ეს იდეა, რომ ერთობით დაამოწმონ და გატანამდე კარგად შეისწავლონ და საერთო აზრზე შეჯერდნენ. შემთხვევით არ ვახსენებ ამ სიტყვას მრავალგზის, გახშირებულ დებატებში კრების საწყის იდეას ზოგჯერ ივიწყებენ.

      ამ ერთობის მისაღწევად, კრების გამართვა და მისი მოსამზადებელი პერიოდი უკვე ათწლეულებს ითვლის. მსჯელობები, საუბრები, კამათები, უთანხმოება, შეთანხმება, ეკუმენური მოძრაობები, შესვა-გამოსვლა, ყველაფერი იმართება კულუარებში და ამავდროულად საჯაროდ, მაგრამ საბოლოოდ, როცა იქნება კრება, იქ წარმოდგნილმა თითოეულმა ავტოკეფალურმა ეკლესიამ, დოკუმენტის მიმართ საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიოს, საკუთარი თანხმობის მიზეზი განაცხადოს და ხელი მოაწეროს. ამას გადაიღებს უამრავლი ვიდეო-კამერა, ნახავს მთელი მსოფლიო და ამით დაემოწმება ეკლესიათა ერთობა. თუ კრება უარს იტყვის რომელიმე დოკუმენტზე, ამასაც ერთობლივად დაამტკიცებენ და იქნება ერთობლივი უარი. მოსამზადებელი პერიოდი იმდენად ვრცელია, რომ თითეული დოკუმენტის თითეული პწკარის განხილვისთვისაც კი იყო საკმარისი დრო, მაგრამ ამის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ეკლესია, ჩვენს შემთხვევაში სმე, რომელიღაც დოკუმენტ(ებ)ს არ ეთანხმება. არც იმას ეთანხმება რაც იქ წერია და არც იმას, რომ საერთოდ ეს დოკუმენტი გავიდეს კრებაზე. სმე არის ავტოკეფალური ეკლესია, იმავე მადლის მატარებელი რომელიც აქვს დიპტიხში მასზე წინ ან უკან მდგომ ეკლესიებს და აქვს უფლება არ ეთანხმებოდეს რომელიმე დოკუმენტს. ახლა რა გამოდის -

  1.  ან სმე ჩადის კრებაზე და დოკუმენტს აწერს ხელს, რათა ეკლესიათა ერთობა დაამოწოს და ამიტომ საკუთარი რწმენის წინააღმდეგ მიდის; (მას სწამს, რომ დოკუმენტი არამართლმადიდებლურ სწავლებებს შეიცავს);
  2. ან სმე ჩადის კრებაზე და ცდილობს საკუთარი უარის არგუმენტული დაცვით სხვა ეკლესიებსაც უარი ათქმევინოს დოკუმენტის მიღებაზე;
  3. ან ჩადის კრებაზე და არ აწერს ხელს და გამოვა, რომ ამდენი წლის შრომა წყალშია ჩაყრილი, რადგან მთელი ეს მოსამზადებელი პერიოდი იმისთვის იმართებოდა რომ კრებაზე ერთობა ყოფილიყო და ახლა გამოდის რომ 11_დან 1 ეკლესია ხელს არ აწერს (დარჩენილი სამი ეკლესიას არ ვეხები), შესაბამისად, აბა სადაა თქვენი ერთობა? - შეკითხვა მთელი მსოფლიოდან მართლმადიდებელ ეკლესიას;
  4. ან მეოთხე ვარიანტია, არ წავიდეს კრებაზე რაიმე მიზეზით, ოღონდ არამცდაარამც შეუთანხმებლობის მიზეზით, ერთობისგან განდგომის მიზეზით.

      დამეთანხმებით ალბათ, ამ ოთხიდან ყველაზე კარგად გამოიყურება ორი ვერსია:

  1. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეძლოს და სხვა, 10 ავტოკეფალური ეკლესია თავის პოზიციაზე გადმოიყვანოს და დოკუმენტის მიღებაზე უარი ათქმევინოს (ცოტა ფენტეზის სფერო მგონია, რადგან საკითხი ისეთი ეკლექტურია და სმე-ს გამოცდილება ამ საკითხთან მიმართებაში ისეთი მწირია[2], რომ ეს გაუჭირდება და ფაქტობრივად ვერ შეძლებს მსგავსი შედეგის მიღებას, ამიტომ მოუწევს არჩევანი გააკეთოს პირველ და მესამე ვარიანტებს ანუ ცუდსა და უარეს შორის);
  2. არ წავიდეს კრებაზე.

      ოქროს პოზიციამდე მოვედით - არ წავიდეს კრებაზე!

      სმე-მ გადაწყვეტილება მიიღო და კრებაზე არ მიდის.

      სწორედ ამიტომ ვამბობდი ზემოთ, რომ ამ მომენტამდე, მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას, მხოლოდ მადლობა აქვს სათქმელი სმე-სთვის, ვინაიდან იქ შეკრებილებს აქვთ შანსი ე რ თ ო ბ ი თ მოაწერონ ხელი დოკუმენტებს და მიიღონ ერთსულოვნად, ანუ მსოფლიოს აჩვენონ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა! და ის ეკლესიები, რომლებიც არ/ვერ ჩავიდნენ კრებაზე, არა ერთობისაგან განდგომის გამო არ/ვერ ჩავიდნენ, არამედ რაღაც სხვადასხვა მიზეზები ჰქონდათ. მართლმადიდებელი ეკლესიაც კმაყოფილია, მსოფლიომაც დაინახა ეკლესიათა ერთობა. მაგრამ სწორედ ასეთ დროს, მოწმენდილ ცაზე თითქოს მეხი გავარდაო, სმე-მ წაუსვლელობის ოფიციალურ მიზეზად სწორედ დოკუმენტებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება დაასახელა და სიტყვა დოგმატურიც (აზრთა საჭოჭმანოდ) გაურია ამ განჩინებაში.

      ახლა საკითხი დგას ასე - წაუსვლელობის ამ ოფიციალურ მიზეზს რა ვუშველოთ, თორემ, თავისთავად წაუსვლელობის ფაქტს, მრავალნი სქიზმად და ეკლესიიდან განდგომად რომ მოიაზრებენ, მე ასე მუქად სულაც არ დავხატავდი.

P.S. შერეული ქორწინების შესახებ, რაც უფრო მეტს ვკითხულობ მით უფრო მიჩნდება მყარი შეკითხვა - რა საჭირო იყო ამ თემის კრებაზე გატანა და დამატებით კანონების მიღება ან არსებულის გადასინჯვა/გაიოლება? აპოლოგეტებიდან ზოგიერთნი ამბობენ, ქრისტიანობის უმაღლესი სწავლება სიყვარულია და თუ უყვარს ორ ადამიანს ერთმანეთი აბა რა ქნან, არ შევავედროთ უფალს მათი სიყვარულიო - კი მაგრამ რას ვეძახით სიყვარულს მეგობრებო? ნუთუ სიყვარულის უმაღლესი გამოხატულება მაცხოვრის მიერ თავგანწირვა არაა? და მისი სიყვარული და თავგანწირვა ჩვენს ცხონებას ხომ არ უკავშირდება? და თუ ვერ ვაცხოვნებთ ჩვენს საყვარელ ადამიანს, რა სიყვარულსა და ჯვრისწერაზეა საუბარი? ახლა თუ მეტყვით, ცხონება ყველგან იქნებაო, მთავარია ქრისტე გწამდესო და კონფესიურ განსხვავებებს მნშვნელობა არ აქვსო, მაშინ უფრო ვრცელი საუბრები მოგვიწევს და სჯობს აქ მოვჭრათ. ასეც თუ ისეც, ჩემი დასმული კითხვა ძალიან ზედაპირულია და ვიცი ასე მარტივად არ დგას საკითხი, ჯერ კიდევ შესწავლის პროცესში ვარ და მოგვიანებით შერეული ქორწინების შესახებ რაიმეს მეც დავწერ, თუმცა უკვე ძალიან ბევრი დაიწერა და ჯერ მხოლოდ შესწავლა მევალება.


[1] სინოდალურ განჩინებაში 11 პუნქტია, თუმცა ძირითადი ხაზი გასდევს სხვა ეკლესიების დაუსწრებლობასა (განსაკუთრებით ანტიოქიის ეკლესიის მდგომარეობა) და "ქორწინების შესახებ" დოკუმენტის მიმართ საქართველოს ეკლესიის შენიშვნებს

[2] ვგულისხმობ "ქორწინების შესახებ" დოკუმენტში ქრისტიანულ კონფესიათა შორის შერეული ქორწინებების ნებართვის საკითხს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჩვენს ქვეყანაში არასოდეს ყოფილა უმცირესობაში, რომ მის მრევლს ეს პრობლემა გასჩენოდა. ბოლო ათწლეულში საზღვარგარეთ, მართლმადიდებელთა ქართველ სამრევლოებშიც ჯერ კიდევ არ არის აქტუალური შერეული ქორწინება, ამიტომ ვამბობ რომ ჩვენს ეკლესიას ამ საკითხში ძალიან მწირი გამოცდილება აქვს.

ნახვა: 362

ტეგები: Qwelly, ბლოგი, განხილვა, კრება, საეკლესიო, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters