ინტერნეტ სივრცის (და არა მხოლოდ) მაგიურ სიტყვათა შორის, განსაკუთრებულია "გარდაიცვალა". მისი მაგიურობა, მისდამი დაუოკებელი ინტერესით თუ აიხსნება და რაც მეტ გარდაცვლილს ვნახულობთ, მით მეტად ვმზაობთ ან გვაშინებს ის, რაც იმის იქით არის. თითქოს, თითოეული გარდაცვალების გაგება და მისკენ სწრაფვა, ჩვენს ქვეცნობიერში ეძებს პასუხს მიცვალებულისგან - იქით რა ხდება? იქნებ, გაცოცხლდეს და თქვას რამე. ზოგადად, რაიმესკენ სწრაფვა, ნიშნავს რომ იქ არ ხარ.

Qwelly, blog, ბლოგი, გარდაცვალება, დღიური, ევროპა, კულტურა, საქართველო, სწრაფვა, ტურიზმი, ქველი

      ასე მაგალითად, მთელი ქვეყანა მიისწრაფვის ევროპისკენ. საქართველო ისწრაფვის ევროპისკენ და ამავდროულად, ჩვენში ხშირად ამბობენ, რომ ქართული კულტურა ევროპული კულტურააო, აქ ევროპოს აკვანიაო და ა.შ. ალბათ, თითზე ჩამოსათვლელია "ქართული ევროპული კულტურის" პასაჟები. სხვა მხრივ აზრია ვართ და სწორედ ამით აიხსნება მუდმივი სწრაფვა ევროპისკენ. აბა დაუკვირდით, ევროპა, რომ ვიყოთ, რაღას მივესწაფვოდით?! ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ საქართველოში ევროპა? პასუხი ცალსახაა - დიახ!! მაგრამ არა და არა, არ დაადგა საშველი - მხოლოდ მივესწრაფვით. რა ამის პასუხია და ერთ-ერთი ტურისტის, რამდენიმე თვის წინანდელი ინტერვიუ მომაგონდა:

- ჩამოვედი შვეიცარიდაან, ულამაზესი ქვეყანა გაქვთ. მახსოვს ჩემი განცდები, როდესაც აქეთ მოვდიოდი - ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთში. ვიცი, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ბევრი გთვლით ევროპის ნაწილად, მე კი მაინც აღმოსავლურ კულტურას ვეძებდი და ამიტომ გადავწყვიტე თქვენთან ჩამოსვლა. დღეს მცხეთაში ვარ, ძალიან მომწონს ეს ანტიკური ქალაქი და თქვენი უძველესი ტაძრების არქიტექტურა, განსხვავებული და განსაკუთრებულია. მითხრეს, ქალაქის ახალი განახლებულიაო, ზუსტად ასეთივე ფილაქანი გვაქვს შვეიცარიაშიც, ქვით მოპირკეტებაც ასეთი გვაქვს და განხვავება მხოლოდ სახურავებსა და ჩუქურთმებშია, ამიტომ როგორც ევროპიდან ჩამოსული ტურისტისთვის, ცოტა უინტერესოა - თავი ევროპაში მგონია. ერთი რაც გამოგარჩვთ, ესაა რომ მომსახურების სფერო ნამდვილად ეგზოტიკური და აზიური გაქვთ. ამას შევცვლიდი თქვენს ქალაქებში - ევროპელებს აზიის შეცნობის დაუოკებელი სურვილი აქვთ და საქართველოს, როგორც ამ ორი უდიდესი კულტურის საზღვარზე მყოფ ქვეყანას, უდიდესი შანსი აქვს ევროპული ცხოვრების წესი და აღმოსავლური კულტურა შეაზაოს ერთმანეთში. წარმატებას ვუსურვებ თქვენს ქვეყანას და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ნანახით სასიამოვნოდ გახარებული ვარ.

      იშვიათად შეხვდები გულწრფელად მოლაპარაკე ტურისტს, მაგრამ ამ კაცმა, ვფიქრობ სიმართლე თქვა - ჩვენ ევროპოსკენ სწრაფვა გარეგნულად დავიწყეთ და ამიტომ არც არასოდეს გვექნება ევროპა აქ.

      კიდევ რას ვესწაფვით? ერთობას - "ძალა ერთობაშია" წერია ჩვენს გერბზე და შესაბამისად, ერთობაც არ გვაქვს; "გიყვარდეთ ერთმანეთი", სიყვარულიც არ გვაქვს; "არა ჰქმენთ კერპნი" - კერპები გვაქვს, "ლეკვი ლომისა სწორია" სურვილია, სინამდვილეში არ ვაზროვნებდით ასე და ა.შ. და ა.შ. "აწმყო არ გვწყალობს, მომავალი ჩვენია" და ეს მეორდება უკვე მრავალი 'მომავლის' გავლის შემდეგაც ასეა და კიდევ ასე იქნება...

      2x2-ს ვწერ, ვიცი, პოსტის დასრულება პოზიტივით მინდოდა - "გარდაცვალებას ვესწრაფით, ე.ი. ცოცხლები ვყოფილვართ, გვიხაროდენ", მაგრამ პარადოქსი ისაა, რომ ვინც გარდაცვალებას ჩაჰკირკიტებს, ყველა ცოცხალი როდია?!

ნახვა: 286

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გარდაცვალება, ევროპა, კულტურა, საქართველო, ტურიზმი, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters