ბოლო დღეებია ჩინეთში არანორმალური ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოში (სხვა ქვეყნის მონაცემები უბრალოდ არ ვიცი) თითქმის ყოველივე მეოთხე გასტრიტით იტანჯება და მკაცრ, საშუალო ან სალხინებელ დიეტაზეა, ამიტომ მეეჭვება ოდესმე ეს ჩემპიონატი ქართველებს შორის გაიმართოს. აი, ჩინეთში კი როგორც აღმოჩნდა, წიწაკა არაა პრობლემა, არც იმ დოზით, რაც მონაწლეებმა მიიღეს.
ჟეჯინგის პროვინციის ქალაქ ჰანგჟუში, ჩინეთში გაიმართა ყინულისა და ცეცხლის დღესასწაული. ჩვენს მიერ ხსენებულმა ჯორჯ მარტინმაც, ალბათ სწორედ ამ ჩემპიონატის ნახვის შემდეგ დაწერა ჩვენთვის კარგად ცნობილი ნოველები (A Feast of Ice and Fire (ამდენი წიწაკის ჭამის შემდეგ, ვინ არ გამოუშვებს პირიდან ცეცხლს?!)). საქმე ის გახლავთ, რომ ჩემპიონატის მისიაა ბევრი წიწაკის ჭამა და გამძლეობა. გამძლეობა იმისა, რომ წიწაკები დაიტიო პირსა და კუჭში და გამძლეობა იმისა, რომ პარალელურად იჯდე ყინულებით სავსე კასრში. საკმარისია ყინული ოდნავ შედნეს, უმალ შეავსებენ კასრს ახალი ყინულებით. ისე მოხდა, რომ ამ დღესასწაულზე ქალაქში 40 გრადუს ტემპერატურას აჩვენებდა თერმომეტრი. დიოგენესგან განსხვავებით, თქვენი კასრი დგას სცენაზე, ზიხართ ან დგახართ შიგნით, გარშემო წყალი და შადრევნებია, კასრი სავსეა ცივი, ყინულებით გაჯერებული წყლით და მიირთმევთ რაც შეიძლება ბევრ წიწაკა - წითელს, მწვანეს, ბულგარულ, ცხარეს, ტკბილს, რაც შეიძლება ბევრს. მთავარია, დიდხანს გაუძლოთ და გამარჯვებაც თქვენ დაგრჩებათ. რა თქმა უნდა, ასეთი "კომფორტული" პირობების, შინაგანი მხურვალებისა და გარეგანი გამყინვარების გამო კონკურსს ბევრი მონაწილე ეთიშება. ვითარების დასამძიმებლად იმასაც გეტყვით, რომ თითეულ მონაწილეს, საშუალოდ 3-4 კილოგრამი წიწაკის ჭამა უწევს ერთ შეჯიბრებაზე. გამარჯვებულს საერთო ჯამში 8-10 კილომდე წიწაკა აქვს ნაჭამი. თუ სამ ტურზე გაიწელა 12-13 კილოგრამამდეც ადის. წელს მონაწილეობას 40-მდე მოხალისე იღებდა.
ასეთ შეჯიბრებას, ისევ მამა-პაპური, დალოცვილი, ქართული ტრადიციები სჯობს - ხინკლის ჭამაში და ღვინის სმაში შეჯიბრი. ან იყოს ამერიკული ჰოთდოგების ჭამის ჩემპიონატი.
ფოტოებზე იმ ემოციებს ამოკითხავთ, რაც მონაწილეთა ბედნიერებას უკავშირდებოდა.
მონაწილეობის მსურველები თუ გამოჩნდებიან, გამოგვეხმაურეთ და საქართველოშიც ჩავატაროთ. განსხვავებულობისთვის პურზე წასმული მეგრული აჯიკის ჭამის კონკურსი იყოს!
ლაშიკო იქნებ ტკბილ წიწაკას აჭმევენ ა? :დდ
არა, არა მაინც სიგიჟეა ტკბილი და მწარე ერთად
მშვენიერი მიგნებაა და სრულაიდ შესაძლებელია, რომ ტარგარია იყო ეგ თავიდან. არ გამოვრიცხავ ამ ვერსიასაც. ნუ, მინიმუმ ბებია ეყოლებოდა ქართველი - მედეა ))
აქ მონაწილეობა რატო უნდა მოგინდეს, ჯილდო რა არი, წიწაკების პლანტაციები? :D
წიწაკის ბიზნეს მთელი ჩინეთის მასშტაბით :)) ფულადი პრიზია მარი, საკმაოდ სოლიდური და წიწაკის ჭამის გამარჯვებულის ტიტულიც (ეს უკანასკნელი კი პრესტიჟულად ითვლება).
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია