სუბიექტური ჭეშმარიტებისთვის გამორჩეული ადგილია ბლოგოსფერო და ჩემი ბლოგიც არაერთხელ გამხდარა მსგავსი ჭეშმარიტებების ადგილი (შესაძლოა, ზოგჯერ ობიექტურობაზეც ჰქონია პრეტენზია (ვიცი ახლა დაეჭვებით ან გაბრაზებით იკითხავთ, რას ნიშნავს სუბიექტური ჭეშმარიტებაო, მითუმეტეს ჭეშმარიტებებიო და მართალიც იქნები - ჭეშმარიტება ან არის, ან არ არის! რა შუაშია აქ სუბიექტური და ობიექტური?)). მაგრამ მე მაინც მინდა, რა ამის პასუხია და ... ჩვენს ფოლკლორთან დაკავშრებით ერთი მოსაზრება გაგიზიაროთ.
ფოტო სახელწოდებით "მომღერალი ანსამბლი". წყარო
გუშინ გვიანობამდე შემოვრჩი ინტერნეტ სივრცეს და ისეთ რამეებს ვნახულობდი, თანდათან რომ მიმტკიცებდა ადრინდელ დასკვნას - არაფერი არ უნდა გვეშველოს, უბრალოდ არ გვაქვს რაიმე ისეთი, რის გამოც შეიძლება ამ ქვეყანას და ამ ხალხს რამე ეშველოს. ჩემივე დასკვნის საპირისპირო აპოლოგიის მოფიქრებისას გონებაში განათდა - კი მაგრამ ქართული ფოლკლორი?! ჩვენ ხომ მდიდრები ვართ ფოლკლორით?! იქნებ ამან გადაგვარჩინოს? მაგრამ არა! თურმე აქაც გაჩნდა ბზარები და თან ძალიან დიდი. იცით, ნელ-ნელა, ჩვენი ფოლკლორული სიმდიდრეც წარსულში რჩება და ისეთივე საამაყო ხდება როგორც ოქროს საწმისი, ოქროს ხანა, ვეფხისტყაოსანი, ვაჟა და გალაკტიონი. ანუ, ახალ სამყაროში, თანამედროვეობაში ჩვენი მხსნელი ფოლკლორიც აღარ გვეიმედება და ეს ძალიან მარტივი მიზეზით შემიძლია განვმარტო.
ერთ აზრზე ყოფნისთვის, მსჯელობის ერთი ხაზის შენარჩნებისთვის მნიშვნელოვანია შევჯრდეთ რას მოვიაზრებთ სიტყვა ფოლკლორში. ეს ტერმინი მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში, არც მაინცდამაინც ცნობილი და პოპულარული მწერლის, უილიამ ჯონ ტომასის მიერ შეიქმნა. მან გერმანული დიალექტების და ინგლისური შესატყვისების ნაზავით folk lore გააერთიანა ... და ჩვენებურად ყველაზე უკეთ ალბათ "ხალხურ სიბრძნედ" ითარგმნა. ეს უკანასკნელი მოიცავს მუსიკას, პოეზიას, ტრადიციულ რიტუალებს, რეწვას და ა.შ. თითოეულ ამ მიმართულებაში ჩვენ არ ჩამოვრჩებთ მსოფლიოს არცერთი დიდი კულტურისა თუ წარსულის მქონე ხალხს, მაგრამ საინტერესო, რა ხდება "ფოლკლორის" თანამედროვე სამყაროში? სხვა ქვეყნებზე ვერ გეტყვით, არ ვიცი, მაგრამ ჩემს ქვეყანაზე შემიძლია პირადი დაკვირვებები და მოსაზრებები გაგიზიაროთ.
ერთადერთი რის გამოც ქართველების ყოფნა ჯერ კიდევ საჭიროა ფოლკლორის კუთხით, ესაა რეწვა. სხვა მხრივ, უბრალოდ ჩანაწერებით შეიძლება შემოვრჩეთ მსოფლიოს და ესეც სრულიად საკმარისი იქნება. მოუნდება ვინმეს ჩაკრულოს ან ხასანბეგურას მოსმენა? ჩართავს და მოუსმენს. რა პრობლემაა? ამისთვის მთელი ერის არსებობა, რა საჭიროა? ნუთუ კიდევ იქმნება ახალი "ხასანბეგურა"? დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ ყოველშემთხვევაში ფოლკლორის სახელით - არა. მივხვდი ახლა რაც გაიფიქრეთ, რეებს მიედ-მოედებაო, მაგრამ ვეცდები უფრო ნათელი გავხადო მსჯელობა და ზუსტად იმ ერთ წერტილზე გავაკეთო ფოკუსირება, რასაც დაარქვეს ტერმინი ხალხური!
ფოლკლორის ამოსავალი წერტილია მისი ხალხურობა. ყველა ხვდება, რომ ხასანბეგურა ისე არ შეიქმნებოდა, როგორც გვიყვებიან. ერთი გურული ავიდა ხეზე ყურძნის მოსაკრეფად, დაიწყო სიმღერა, მერე მეორე ხიდან მეორემ უპასუხა და ქვემოთ ბანს აძლევდნენ და ასე შეიქმნა და ჩამოყალიბდა ეს მსოფლიო საოცრება თავისი კრიმანჭულით. არა, ასე არ მოხდებოდა. ვიღაც, სხვებთან შედარებით მუსიკალურად გონებაგახსნილი და მდიდარი ადამიანი დაჯდა და ეს სიმღერა ხმებში გაშალა და სხვებსაც უთხრა, აი ასე იმღერეთო, მაგრამ არ უთქვამს, რომ ამ სიმღერის ავტორი მე ვარ - ჯახვი ჯახვა და თუ შეიძლება ასე შეიტანეთ ისტორიაშიო (ან ქართველებს რომ ვიცნობ, არ მგონია ადრე მაინცდამაინც განსხვავებულები ყოფილიყვნენ, მაშინაც დაიწყებდნენ საავტორო უფლებებზე დავებს, უბრალოდ არც დამცველი ჰყავდათ ვინმე და ვინაიდან არც ჩაწერის ხელსაწყოები ჰქონდათ, დროთა განმავლობაში მათი შემოქმედება გახალხურდა). ასეა პოეზიის 99%-ც, თითოეულს ჰყავს საკუთარი ავტორი, ერთი ადამიანი, რომელიც წერდა, მაგრამ მერე იკარგებოდა. ნუ, შესაძლოა, განსაკუთრებით ალბათ სადღეგრძელოებში, თითოეული მთქმელი თავისებურად ცვლიდა ლექსის რითმას და ამიტომ გახალხურდა, სრულიად შესაძლებელია. მოკლედ, ხალხურ პოეზიასაც იმან უშველა, რომ ვერ ჩაწერდი და ვერ შემოინახავდი შენი სახელით. ასეა ხალხური თქმულებებიც. რეწვაში საქმე ცოტა სხვაგვარად მგონია, რადგან მაინც ჯგუფურად მოფიქრებული საქმიანობაა, რიტუალების მსგავსად, მეტწილად არაინდივიდუალურ, არამედ კოლექტიურ მუშაობას მოითხოვს, ამიტომ რეწვა უფრო რჩება ფოლკლორის ერთადერთ ნამდვილ სახედ. თუმცა ერთადერთად რატომ, მის გვერდი დავაყენებდი ცეკვას. ეს უკანასკნელი სრულიად ექსპრომტად მოფიქრებული მოძრაობების შედეგია. ყოველგვარი დადგმულობის გარეშე, თითოეული ადამიანის პირადი განცდა მოსმენილ მუსიკაზე, ამიტომ ცეკვა, გაცილებით უფრო ორიგინალურია, ვიდრე მუსიკა და ვიდრე პოეზია. მაგრამ ჩვენს დროში, რეწვა უფრო ინარჩუნებს ფოლკლორულობის, ხალხურობის ხასიათს და აგრძელებს შემოქმედებას, განახლებას, ვიდრე ცეკვა და ამის მიზეზი კვლავ ჯგუფურ სამუშაოსთან არის დაკავშირებული.
ეს ყველაფერი, ასე მოხდა თუ ისე, ფაქტია აქამდე მოვიდა და ეს ჩვენი წარსულია, ჩვენი წინაპრების შექმნილი ფოლკლორი, ჩვენი სიმდიდრე, მსოფლიოსთვის მართლაც უნიკალური, მაგრამ ... 1 საუკუნის მერე რას იტყვიან, საუკუნის წინ რა ფოლკლორი იქმნებოდაო?
თანამედროვე სამყარომ "ხალხურობის" გაგება მოსპო. დღეს ყველა, ვინც ერთი ოქტავის ფარგლებში დო_დან დო_მდე მელოდია შექმნა, ქვემოთ მიაწერა - კომპოზიტორი ჯახვი ჯახვა. ვინც 4 სტრიქონი კოტეტიშვილივით გარითმა ყველამ ქვემოთ მიაწერა - პოეტი ჯახვი ჯახვა (თუმცა, გულწრფელობა მოითხოვს ვთქვა, დღევანდელი "პოეტები" კოტეტიშვილებად ნაკლებად, ძირითადად უფრო ორ სხვა მიმართულებად იყოფიან, ესენია გრანელები და ფშაველები. ყველა ვისაც სევდა შემოაწვება, თავი ტერენტი ჰგონია და რამე მძაფრსიუჟეტიან, გულისდამდუგველ ლექსს წერს, მერე Yiruma-ს მუსიკას დაადებს, წვიმაში ჰაეროვნად (პირდაპირი მნიშნელობით) წაიკითხავს და იუთუბზე ატვირთავს. და ყველა, ვინც წვერს მოუშვებს და თვალი ცემა-ტყეპაზე და ხმალზე უჭირავს თან ჩოხვა აცვია, ლექსს იწყებს სიტყვით - არხოტო და თავი ვაჟა ჰგონია (ვიცი, რომ პოეტებს ძალიან არ ვწყალობ, მაგრამ ეგენი ძალიან მომრავლდნენ. ხომ ხედავთ, ისინი საერთო არ ვახსენე, უცენზურობაზე მსმენელი რომ მიუთითებს და აკაკის შაირების მოშველიებით იმართლებენ თავს, ესაა პოეზიაო)) და თუკი ვინმემ სხეულის მოძრაობები 30 კაცს ერთნაირად შეასრულებინა, დაისაკუთრა კიდეც - ეს ცეკვაა და მე ამის ქორეოგრაფი ვარ - ჯახვი ჯახვა.
ვფიქრობ, სათქმელ უკვე მიმიხვდით. ჰოდა, მოკლედ მოვჭრი და ღია კითხვას დავტოვებ მკითხველისთვის - ასეთ პირობებში, თანამედროვე სამყაროში, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა შეიქმნას ფოლკლორი? რამე ხალხური?
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 27, 2026.
საათი: 11:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
FC 26 Coins is bringing a wave of new skill moves to the pitch, giving players more ways to outsmart defenders and create scoring opportunities. Let's break down each new move and how to use…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია