იმის გარდა, რომ საგანმანთლებლო, შემეცნებითი მასალებით სავსე ქველი, თავად განათლების შესახებ თემებს რამდენიმე ბლოგ პოსტიც მიეძღვნა (აღარაფერს ვამბობ, წიგნებსა თუ ნაშრომებზე, რომელიც ამ სფეროში მოღვაწეთა საჭიროებებს ხმარდება). ამჯერადა, კვლავ მინისტრი ჯეჯელავა მოხვდა ჩემი ბლოგის თემაში და ისევ აჟიოტაჟი მის გარშემო. საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რომ მინისტრი კომბლეს იწუნებ და მათ ნაცვლად, სუპერმენსა და სხვა სუპერ გმირებს გვთავაზობსო. როგორც წესი, გადაუმოწმებელ ინფორმაციას არ ვენდე და მოვუსმინე მინისტრს - ზუსტად რას ამბობსთქო. (ადრე, ხომ გუგლ მეხსიერებას გვთავაზობდა.)

      ერთ-ერთი ინტერვიუში, განათლების მინისტრმა თქვა, რომ საზოგადოების პრობლემა იწყება საზოგადოების აღზრდიდან, აღმზრდელობითი ასაკიდან, რაც უპირველესად სკოლას და სკოლამდელ პერიოდს უკავშირდება და ამ მხრივ, შესაცვლელი გვაქვს, არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროცესის მსვლელობა, არამედ, თვით ზღაპრები და მულტფილმებიც კი (ეს უკანასკნელნი საერთოდ არც კი გვაქვს, თუ არ ჩავთვლით საბჭოთა დროინდელ მულტფილმებსო).

      ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ერჩოდა ბატონი მინისტრი კომბლეს, ჯეჯელავამ უპასუხა, რომ კომპლე არის ცუდი მეცხვარი და მოძალადე. ცუდი მეცხვარეა, რადგან ჰყავს მხოლოდ 2 ცხვარი (მულტფილმში ძროხა ჰყავს და საინტერესოა, მულტიპლიკაციურ ვერსიაზე რას იტყოდა მინისტრი). რეალურად, კარგ მეცხვარეს დიდი ფარა უნდა ჰყავდეს, ამას კი მხოლოდ 2 ცხვარი ჰყავს და იმათაც არ უვლის. რეალურად, მეცხვარეობით არ არის დაკავებული და მისი მთავარი საქმიანობაა კომბლების თლა, და თუ ამ ორ, უპატრონოდ მიგდებულ ცხვარს რამე შეემთხვევა, კომბლები მზად აქვს ძალადობისთვის. ასეთი ზღაპრების ნაცვლად, მინისტრი კომიქსების სუპერგმირებს გვთავაზობს ან მათ ქართულ ვერსიებს, რომლებიც გმირები იქნებიან ბავშვებისთვის.

      კომიქსებზე ერთხელ უკვე ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, კომბლეს ცუდ მეცხვარეობაზე კამათი არ შეიძლება, ეს ახალი ნამდვილად არ არის, ისევე როგორც ნაცარქექიაა ანტიგმირი, ზარმაცი და უშრომელი, რომელიც მოხერხებულობით ამარცხებს დევს ან აფერისტი ხუთკუნჭულა, რომელიც საბოლოოდ ძმებსაც შეაჭმევს დევს (იცოდით/გახსოვდათ რომ ხუთკუნჭულა იმერელია? მე პირადად ახლა გავიგე, მოვაყოლე ძმიშვილს მისი ზღაპარი და იმერელი რომ ახსენა, ჯერ არ დავუჯერე, მერე ინტენეტ ვერსიები დავძებნე და მართალი ყოფილა - "თუ იმერელი ხარ, მაშ შენ კაი ხელობა გეცოდინება, რას გააკეთებ საკვირველსაო"). მაგრამ კომიქსებშიც, რომ არ გვაქვს საქმე მთლად სახარბიელოდ? მაგალითად: გმირები, რომლებიც უარს ამბობენ გმირობაზე და ფსევდოთავმდაბლობით იმალებიან და გმირები, რომლებიც ამპარტავნდებიან, ბოროტდებიან და მარცხდებინ მაშინ, როდესაც მათი დამარცხება შეუძლებელია (იდეაში). გმირები, რომლებიც იმაზე უფრო მოძალადეები არიან, ვიდრე კომბლე ან სხვა. რა ვუშველოთ ასეთ კომიქსებს, როგორი გმირები უნდა შეიქმნას ჩვენი რეალობისთვის, რომელიც უკეთ აღზრდიდა საზოგადოებას?

გავცვალოთ ვერსიები.

ნახვა: 512

ტეგები: Qwelly, აღზრდა, ბლოგი, მინისტრი, ქველი

ლაშა: ნოემბერი 10, 2016||10:00pm

საინტერესო ალტერნატივებს და ვერსიებს გვთავაზობს ხოლმე )) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters