წარსულის უმჯობესობაზე მრავალგვარი ქება გამიგია, მაგრამ მათ შორის გამორჩეული რამდენიმე დღის წინ მოვისმინე. ტრადიციულად, მცხეთის მარშრუტკამ დაიგვიანა და რაც მოვიდა, ისეთი სავსე იყო, ნახევარი ფილტვით უნდა გესუნთქა რომ ასულიყავი, მაგრამ ვინაიდან დრო აღარ იცდიდა (ეგ არასოდეს იცდის, სულ დაკავებულია, სულ სადღაც ეჩქარება), მაინც მომიწია შეძვრომა. თავდაპირველად, ცდილობ როგორმე ადგილი მოირგო, ან შენ მოერგო დანარჩენი მგზავრების დგომას და საკუთარი სხეულიც ჩასვა ამ გაშეშებული და მიტყეპნილი სხეულების რიგში (სასურველია, რაც შეიძლება მსუქანი ადამიანები შეგხვდნენ, რომ ძვლებმა დამატებითი დისკომფორტი არ შექმნას). მომდევნო ეტაპზე იწყებ თვალიერებას ნაცნობი სახეებისა, რომ გაიგო კიდევ ვის უჭირს შენს მსგავსად და ცოტა შვება იგრძნო (ბოროტი რომ იქნები ადამიანი). და სწორედ ამ თვალიერებაში, დავინახე მეტად შესაბრალი სანახაობა. ერთი, ათლეტური აღნაგობის 30-32 წლის, მაღალ-მაღალი მამაკაცი, სკოლის მასწავლებლისგან დასჯილი და კუთხეში დაყენებული ბავშვივით დგას თავდახრილი და კისრით ებჯინება ჭერს. გაწევ-გამოწევის საშუალებაც არ აქვს, ამიტომ დგას გაუნძრევლად. ერთი პირობა იფიქრებთ, ეს კაცი გამყოფი კედელიაო, მაგრამ თვალებს რომ აახამხამებს აცნობიერებ, რომ ცოცხალია და აქ მყოფთა შორის ყველაზე მეტად მისთვისაა გაუსაძლისი ყოფიერება.
ადრე თუ გვიან, გვირაბის ბოლოს სინათლე მაინც ჩნდება და ამ კაცისთვის გამოჩნდა შვება. რამდენიმე მგზავრი, დიდუბის გაჩერებამდე ჩავიდა მიკროავტობუსიდან. ზორბა კაცი დაჯდა, სიხალვათე უკვე აშკარა იყო, მეც ამოვისუნქე და შუა ნაწილში გადავინაცვლე.
- დავიწვი ამ ბიჭის საცოდაობით. - ერთ საშუალო ასაკის კაცი ეუბნება გვერდით მჯდომ ქალბატონს.
- თქვენც შეამჩიეთ ხო? როგორ იდგა, თავდახრილი.
- აბა, მთელი გზა ასე დგას. საწყალს კისერი გაუშეშდა ალბათ.
- თან რა ბიჭია, ჩასხმული, ნამდვილი ვაჟკაცი, მაღალი.
- აბა, აბაა. მიყვარს მაღალი ადამიანები, შეხედავ, გსიამოვნებს, მოგეწონება.
- მეც ძალიან მიყვარს ბატონო, რა სჯობს, მაღალ ადამიანს, რომ მოდის და მოაქვს ყველაფერი. წინასწარ თითქოს დადებითად განეწყობი მის მიმართ.
- აბა, დაბეჩავდა ხალხი, ახლა იშვიათობაა ასეთები.
- გეთანხმებით, აი, წინათ სულ მაღლები იყვნენ, მე რომ სკოლის მოსწავლე ვიყავი, მახსოვს სულ მაღალი ადამიანები იყვენ ჩემს გარშემო. პაპაჩემი გინდა, მეზობლები გინდა თუ ვინც გინდა აიღე. სკოლის დირექტორი გვყავდა, იმ სიმაღლე კაცი იყო, ჯერ მარტო მაგ სიმაღლის გამო ვგრძნობდით მის მიმართ შიშსა და რიდს.
ქალბატონი გაცხარებით ახასიათებდა მაღალ ნაცნობებს და ბატონი კი თავს ბედიერი უკრავდა თანამოაზრე ვიპოვეო.
- გეთანხმებით ქალბატონო, ახლა სულ გადავგვარდით და დავბეჩავდით. ახლა თურმე სკოლებში ასწავლიან, რომა ბილეთი თუ შენია, ადგილი არ უნდა დაუთმო, ეს შენი კონსტიტუციური უფლებააო.
- ზრდილობა დავკარგეთ ...
და ამის შემდეგ, უკვე ახალი თაობის ზრდილობადაკარგულობაზე ჩამოვარდა საუბარი, რაც, ვფიქრობ, ყველას გაქვთ მოსმენილი.
წინათ მაღალი ხალხი რომ იყო, ეს კი ორიგინალური მეჩვენა და სამწუხაროდ, მომერიდა ჩავძიებოდი, კონკრეტულად სად, რომელ სკოლაში, ქალაქსა თუ სოფელში იყო ყველა მაღალი? (უბრალოდ, გამოკვლევის მიზნით).
რა თქმა უნდა მარშრუტკის მოსაზრებები ( ისევე როგორც მარშრუტკის სიმღერები) - ჭეშმარიტებასთან დაპირისპირების *სახალხო* ( ვულგარული) ფორმების აპოთეოზია ! საოცარია, მაგრამ პასუხი ახლოს აქვთ - *გაზის* პედალს სინამდვილეში *აქსელერატორი* ეწოდება, ზუსტად მასე როგორც ადამინთა თაობებში ფიზიკური სიმაღლის მატების პროცესს - აქსელერაცია !
ერთი ძველი პოსტი მომაგონდა აქსელერაციაზე - http://www.qwelly.com/group/humor/forum/topics/aqseleracia
არ მიხუმრია ( ავღნიშნე მხოლოდ ის, რომ საქართველოში მითოლოგიამ გამსჭვალა არა მხოლოდ მისთვის ჩვეული სფეროები ( პოლიტიკა, რელიგია ..), არამედ მარშრუტკის საუბრებიც ! ეს კატასტროფაა, ვინაიდან მითოლოგიზაციის ბოლო საფეხურია ( შერწმა ვირტუალური ( ირეალური) და რეალური მითოლოგიის (
გოლიათებზე არ ჰქონიათ პრეტენზია, მაგრამ ახლა ყველა პატარა დაიარებაო და ადრე მაღლები და ტანადები იყვნენ უმეტესობაო ))
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია