ზოგჯერ ქვეყნად ბოროტი ხარობს...
ზოგჯერ ძალიან იმედგაცრუებული და უსიამოვნოდ გაოცებული ხარ...
ზოგჯერ ტკივილი და ბოღმა გახრჩობს და შიგნიდან განადგურებს, შენ კი ვერაფერს ამბობ, რადგან "მუნჯი" ხარ... და "ბრმაც" ხარ, რადგან არ გინდა დაინახო ბევრი რამ...
ზოგჯერ სასოწარკვეთილება გიპყრობს და არ იცი "ღირს კი?", ყველაფერი აზრს კარგავს, რადგან არაფერი გაკავებს...
ზოგჯერ უბრალოდ ზედმეტი ხარ, მაგრამ არ იმჩნევ... ყელში გაწვება ცრემლები...
ზოგჯერ არ იცი საიდან დაიწყო და ამიტომ სადაც იწყებ იქ ამთავრებ, რადგან გეშინია... ზოგჯერ ყველაფერი შავთეთრია და გინდა, გინდა რომ შენი "ფერადი ფერი" შემოიტანო ამ სამყაროში, მაგრამ შენ იმ მოლეკულასავით პატარა ნაწილაკი ხარ, რომლის არ არსებობა არაფერს დააკლებდა იმ "ორგანიზმს" რომელშიც ის არსებობს და შესაბამისად ვერც მისი არსებობით შემატებს ბევრს...
ზოგჯერ გინდა რომ გაფრინდე, მაგრამ არც ფრთები გაქ და არც გამბედაობა რომ ეს შეძლო...
ზოგჯერ გინდა დაიმალო, მაგრამ სამყარო იმდენად პატარა და ვიწრო გეჩვენება, რომ ადგილს ვერ პოულობ შენთვის...ზოგჯერ კი პირიქით, ეს სამყარო მეტისმეტად დიდია შენთვის...
ზოგჯერ უბრალოდ გინდა რაღაც, მაგრამ ეს რაღაც იმდენად მიუწვდომელი და შორია შენთვის რომ თავს ანებებ... თავს ანებებ, მაგრამ ეს ხომ არ გგავს შენ?... არ გგავს და ასე მხოლოდ იმიტომ იქცევი რომ დაიღალე... დაიღალე... არავისთვის არაფრის დამტკიცება არ გჭირდება, ვისაც სჭირდები და გიცნობს ისედაც ყველა გაგიგებს... შენ ხომ არასდროს ყოფილხარ ამბიციური... შენ ხომ ისიც დაგაკმაყოფილებს რომ იცოდე თუნდაც მხოლოდ და მხოლოდ შენ „რომ შეძელი და ფინიშს მიაღწიე“...
ზოგჯერ ეცემი და გიჭირს წამოდგომა... ამ დროს იკარგები და გზა გებნევა...
ზოგჯერ რეალობა იმაზე მწარე და საშინელია ვიდრე ამ ქვეყნად არსებული ნებისმიერი ფიზიკური ტკივილი...
ზოგჯერ შენშიც იღვიძებს თითქოსდა დამარცხებული ბოროტი, შურის, ეგოიზმის და სიამაყის სახით... მართალია შენ ამ ყველაფერზე ძლიერი ხარ, მაგრამ თუნდაც წამიერად, მაგრამ შენ მაინც უშვებ გონებაში შენ მიერ ჩაკლულ "ბოროტ გრძნობას"....
მაგრამ... მაგრამ არსებობს ბევრი "მაგრამ" რისთვისაც ღირს....
ტკივილი, ტყუილი, იმედგაცრუება, სევდა, შური, ეგოიზმი, სასოწარკვეთა და თვით სიკვდილიც კი ღირს იმად რომ დააფასო ყოველივე "კეთილი გრძნობა" და თავად სიცოცხლეც...
momwoooonss :):):)
ბოლოს ისე დაამთავრე რომ მომეწონა! ;)
ღამე არ გძინავს ხო??? :) :) :) :)
ერთი კია - "მაგრამ შენ იმ მოლეკულასავით პატარა ნაწილაკი ხარ, რომლის არ არსებობა არაფერს დააკლებდა იმ "ორგანიზმს" რომელშიც ის არსებობს და შესაბამისად ვერც მისი არსებობით შემატებს ბევრს..." - ასეთი მოლოკულები არ არსებობენ სალომე, რაც არის - ის საჭიროა, რაც არ არის ის არაა საჭირო! შემთვევითობა სამყაროში არ არსებობს... ე.ი. შენ, მე და კიდევ უამრავ მოლეკულას შეუძლია სამყარო შეცვალოს, ბოლო-ბოლო ღამით, ძილის წინ მაინც... ;)
ღამე მძინავს.... მაგრამ ძილიცაა და ძილიც... : ) : ) რაც შეეხება "პატარა მოლეკულას", ეგ საკუთარ თავთან მიმართებით იყო ნათქვამი მხოლოდ... თანაც "მხოლოდ ზოგჯერ..." : )))
ნუ თუ "მხოლოდ ზოგჯერ" ფიქრობ ასე, ეგ უკვე კარგია... ;) :*
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია