გათენება. გაღვიძება. ადგომა. მომზადება. გასვლა სახლიდან. იდეალური დილა აუცილებელად იწყება: ვარჯიში; გაგრილება ცივი შხაპით; ჯანსაღი საუზმე; მომზადება გასასვლელად.

      უკანასკნელი პირობის შესრულებას შევუდექი, შაბლონი ჩემდაუნებურად დავარღვიე და შავ-თეთრ ფერებს წითელი შევმატე ლაკის ფეხსაცმლის სახით. თეთრი დიდი პერნგი, გამოყვანილ მუხლებამდე შავ კაბასთან ერთად, წითელი ლაკის ფეხსაცმელი, მოსაცმელიც შავი და მოკლე.

      გასვლის წინ რამდენიმე წუთიანი შემოვლა ოროთახიან ბინაში. საძინებელში საწოლი გასწორებულია. ზედმეტი არაფერია ოთახში. მისაღებ ოთახში დივანზე კალამი დევს. ვიღებ და საწერი მაგიდის უჯრაში ვდებ ლურჯი კალმის გვერდზე(კალმები უჯრაში მუდამ ამ თანმიმდევრობით უნდა იდოს: შავი, მუქი ლურჯი.... ნაცრისფერი... თეთრი.) ვრწმუნდები რომ სრული წესრიგია. ბოლო დეტალიც - შემოსავლელში კარების გვერდზე, მარჯვენა კუთხეში ორი ქოლგა დევს. ერთს ვიღებ, რადგან უდაოდ იწვიმებს. უკვე კარებშივე ვგრძნობ ნესტის სუნს, რომელმაც ქალაქი უნდა წალეკოს.

      ჩემი ბინა. ორი ოთახი, ორი ფანჯარა და ორი კარი. საძინებელი კრემისფერი კედლებით და საწოლი ყავისფერი გადასაფარებლით. მხოლოდ საწოლი და კარადა ერთი დიდი კარით, სარკეების გარეშე. დიდი ფანჯარა სასთუმელთან, მუქი ფარდებით. მისაღები ოთახი, რომელიც სახელს არ ამართლებს, რადგან სტუმრებს სახლში არასდროს ვიღებ. ამ ოთახში მხოლოდ ვმუშაობ და ვისვენებ. შესაბამისად, აქ არის წიგნების კარადა წიგნების გარეშე, სამუშაო მაგიდა, დივანი და ორი სკამი. არის ფანჯარა დიდი და ჭაღი პატარა. ოთახის ფერი: მუქი ყავისფერი. დიზაინი: უბრალო, სადა. მარჯვენა კედელზე მხოლოდ ერთ ადგილას არის წერტილი თეთრი და პატარა.

      ნესტის სუნი. წვიმს. ქოლგა გავშალე. რამდენიმე სანტიმეტრით ვიშორებ წვიმას. თუმცა მაინც აქვეა, თვალებში ვუყურებ. კარგი გამოგონებაა ქოლგა, გავიფიქრე, ნაკლები დისკომფორტია და მეტი შესაძლებლობა.

      ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს ვატყობ, უხარიათ წვიმა. არც თავის შეფარებას ცდილობენ სადმე, არც ქოლგის გაშლას, არც გაქცევას მისგან... მიკვირს. იქვე, ქუჩის კუთხეში კაცი ჩანს, რომელსაც ხუთიოდე წლის წითური გოგონა შემოუსვამს მხრებზე და სადღაც მიაქროლებს. ცხვირაწითლებულ და ლოყებაღაჟღაჟებულ გოგონას სახეზე აქა-იქ შოკოლადის ლაქები აცხია. სიცილისგან თვალები ძლივს უჩანს და თან გაიძახის: უფრო ჩქარა გამაჭენე მამი! უფრო ჩქარა!.. კაციც ბედნიერი ჩანს მისიით, რომელიც საკუთარი თავისთვის დაუკისრებია, მოსწონს თხუპნია პრინცესას რაშ-ობა. ფაქტია, კარგადაც ართმევს თავს. არც თხუპნიობაში ჩამოუვარდება პრინცესას. მაღალია და ძლიერიც ჩანს, მაგრამ ტანსაცმელი აცვია ზომაზე პატარა და შიგადაშიგ სიგარეტისგან ამომწვარი.

      სულ რამდენიმე წამში შეყვარებული წყვილი ჩნდება ქუჩაში. გოგოს ფრიალა კაბა აცვია გაზაფხულის ფერებში. კაბას წვიმის წვეთები ასველებს. გოგონა კაბის აფრიალებას ამაოდ ცდილობს. ყოველ ახალ შეხტომაზე კაბის აფრიალების მოლოდინში, იმედგაცრუბის ნაცვლად ბედნიერებისგან უფრო და უფრო მეტად ხარხარებს. ბევრი ამაო მცდელობის შემდეგ უბრალოდ ვალსის ცეკვას იწყებს წვიმაში შეყვარებულთან. უფრო წვიმს და უფრო უხარია. არ ვიცი, ნეტავ, ასე ძალიან რა უხარია, წვიმა?

      ფიქრებში წავედი და ხველებამ გვერდზე მომახედა. ჩემს გვერდზე ბებო იდგა, ქოლგით ხელში, ამ სცენას უყურებდა ისიც და იღიმოდა. ჩემსკენ არც კი გამოუხედავს. შორსა ხარ შვილო - ესღა მითხრა და ზურგი მაქცია.

      ფეხზე წვეთი დამეცა. ჩემს წითელ ლაკის ფეხსაცმლებს დავხედე. რამდენიმე ტალახისფერი წვეთი ეცხო ფეხსაცმელს და უცებ დაირღვა იდეალური სურათი. მაშინვე ჯიბიდან ცხვირსახოცს ვიღებ და ხელის რამდენიმე მოძრაობით ფეხსაცმელი ისევ იბრუნებს პრიალებას. ისევ ბრუნდება ჰარმონია ჩემს პირად სივრცეში.

      ამ უზარმაზარ სამყაროში მხოლოდ ერთი იდეალური წერტილია - გავიფიქრე და კმაყოფილმა გზა განვაგრძე.

QWELLY, qwellyland, დეტალი, მომზადება, საქართველო

ნახვა: 433

ტეგები: QWELLY, qwellyland, დეტალი, მომზადება, საქართველო

ლაშა: აგვისტო 2, 2016||1:26pm
ეს იდეალური წერტილი ალბათ თეთრია, მუქი ყავისფერი კედლის ერთ ადგილას.
salome: აგვისტო 2, 2016||8:47pm

კახა, შენ და წვიმას  გაქვთ რაიმე საერთო? :დდდ

სწორად მიდიხარ ლაშა :დდ

პ.ს.არადა მახსოვს, ეს ფოტო თავიდან თავში იყო, მრე ცოტა დაბლა ჩამოვიდა და ახლა სულ დაბლაა. კიევ რამე ცვლილებებს ველოდე? :დდდ

ლაშა: აგვისტო 2, 2016||8:55pm

როგორც ხედავ, ფოტოზე წვიმს! როცა წვიმს, იმ ფრიალა კაბისა არ იყოს, ფოტოც სველდება, მძიმდება და ზემოთ ვეღარ იკავებს თავს, ამიტომ ნელ-ნელა ქვემოთ-ქვემოთ იწევს ხოლმე და ბლოგისთვის გაკუთვნილ სარეკომენდაციო ადგილს იკავებს :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Build a Stronger Gaming Routine with U4gm

გამოაქვეყნა Edinson1005_მ.
თარიღი: ოქტომბერი 13, 2026.
საათი: 12:03pm 0 კომენტარი

A strong progression plan starts with knowing what your character needs next. When browsing Aion 2 Items, focus on the role each upgrade could serve rather than its appearance alone. A purchase…

გაგრძელება

Does Playing Video Games Really Make Cognition 13.7 Years Younger? An Interpretation of a University of Western Ontario Study

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: ოქტომბერი 13, 2026.
საათი: 11:29am 0 კომენტარი

Adults who frequently play video games score, on average, as if they were 13.7 years younger on cognitive tests, but this is only a correlation, not causation WOW Forever Gold . The…

გაგრძელება

MMOexp:Diese Spiele machen den Oktober 2026 zum Gaming-Monat

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ოქტომბერი 13, 2026.
საათი: 11:10am 0 კომენტარი

Der Oktober 2026 wird für deutsche Gamer besonders spannend. Während World of Warcraft: Forever seinem großen Release entgegengeht, laufen auch bei EA SPORTS FC 27, AION 2 und Diablo 4 neue Events und Updates. Gleichzeitig rückt der Release von…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Qwelly World

free counters