სტუდენტების ყოველდღიურობა პანდემიის პირობებში
კუპრეიშვილი მარიამი, გვანცა ლაზვიაშვილი, მარიამ მამუჩიშვილი, ბექა მელაშვილი და ქეთევან პოპიაშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
მიმართულება: სოციოლოგია
კურსის ხელმძღვანელი: ხოშტარია თამარი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი, 2023
კითხვაზე თუ რა აქტივობებით კავდებოდნენ სტუდენტები პანდემიის პერიოდში რესპოდენტების უმეტესმა ნაწილმა დაასახელა ვარჯიშთან დაკავშირებული საკითხები: მაშინ როდესაც რესპოდენტების თითქმის ნახევარმა ვარჯიში განაგრძო სახლის პირობებში, მეორე ნაწილმა უბრალოდ შეწყვიტა ფიზიკური აქტივობა:
“ პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე დავიწყე ფიტნეს დარბაზში ვარჯიში, თუმცა მალევე დაიწყო პანდემია და მომიწია სახლში დაჯდომა თუმცა შეძლებისდაგვარად მცირედი დატვირთვით მაინც ვაგრძელებდი ვარჯიშს სახლში” რესპოდენტი 5. აღსანიშნავია რომ ყველა რესპოდენტი რომელმაც ფიზიკური აქტივობა სახლში გააგრძელა იყო მდედრობითი სქესის წამომადგენელი:
ინტერვიუები:სქესი = მდედრობითი |
ინტერვიუები:სქესი = მამრობითი |
|
4 : ვარჯიში განვაგრძე სახლის პირობებში |
4 |
0 |
“სხვათაშორის ჰო, თავიდან ძალიან ყველაფერი ჩაკეტილი რომ იყო, იმ ვარჯიშსაც დავანებე თავი” რესპოდენტი 1.
მცირე რაოდენობის რესპოდენტებმა თქვეს რომ ვარჯიშით არც პანდემიის დაწყებამდე იყვნენ დაკავებულები.
“სპორტული აქტივობით არ ვყოფილვარ არც პანდემიამდე დაკავებული და დიდად არც პანდემიის პერიოდში დამიწყია არანაირი სახის ფიზიკური ვარჯიში, ამ კუთხით დიდად არაფერი შცვლილა.” რესპოდენტი 4.
ზემო აღნიშნული პასუხი არ იყო განსხვავებული სქესის მიხედვით, თუმცა განსხვავება შეიმჩნევა დაოჯახებულ და სადაოჯახებელ რესპოდენტთა პასუხებს შორის :
ინტერვიუები:სქესი = მდედრობითი |
ინტერვიუები:სქესი = მამრობითი |
ინტერვიუები:ოჯახური მდგომარეობა = დასაოჯახებელი |
ინტერვიუები:ოჯახური მდგომარეობა = დაოჯახებული |
|
6 : მანამდეც არ ვიყავი ფიზიკური |
1 |
1 |
2 |
0 |
სტუდენტების ნაწიმა აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში გაიჩინეს ახალი საქმიანობები, როგორებიცაა: ვარჯიში, ახალი ჰობის გაჩენა, ფსიქოლოგიის შესწავლა, ქარგვა, ქსოვა, ხატვა, კულინარია, კომპიუტერული თამაშები და ასე შემდეგ.
„რაღაც ახალ საქმიანობებს ვსწავლობდი, ვქარგავდი, რაღაცეებს ვკერავდი, გადავაკეთებდი ტანსაცმელს, ფრჩხილებს ვაკეთებდი როგორც აღვნიშნე ვხატავდი და რაღაც ახალი კერძების გაკეთება ვისწავლე, საერთოდ სამზარეულოსთან კავშირი არ მქონია ამასობაში.“ რესპოდენტი 12.
აქვე დავამატებ, რომ ზემოთ აღნიშნული საქმიანობები ძირითადად მდედრობითი სქესის და დასაოჯახებელმა რესპოდენტებმა გაიჩინეს.
ინტერვიუები:სქესი = მდედრობითი |
ინტერვიუები:სქესი = მამრობითი |
ინტერვიუები:ოჯახური მდგომარეობა = დასაოჯახებელი |
ინტერვიუები:ოჯახური მდგომარეობა = დაოჯახებული |
|
3 : გამიჩნდა ახალი საქმიანობა |
8 |
1 |
9 |
0 |
რესპოდენტების მცირე ნაწილი ასახელებდა პანდემიისგან გამოწვევული სტრესისგან გამკლავებისთვის სხვადასხვა საშუალებებსაც, როგორებიც იყო: „ტიკ ტოკ-ების“ გადაღება, თერაპიაზე სიარული, ფილმების ყურება და პიანინოზე დაკვრა.
„პანდემიისგან გამოწვეულ სტრესს ვცდილობდი გავმკლავებოდი მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვით, ჩავეწერე ფსიქო თერაპიულ კურსებზე, ვხატავდი, ვუკრავდი პიანინოზე, ვუვლიდი თავს, ვკითხულობდი წიგნებს.“ რესპოდენტი 11. რესპოდენტების მცირე ნაწილმა თქვა რომ პანდემიის პერიოდში “ახალი ისეთი არაფერი არ შემოუტანიათ ცხოვრებაში”.
რაც შეეხება ონლაინს სწავლის შეფასებას პანდემიის პერიოდში, სტუდენტების უმეტესობამ აღნიშნა, რომ მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერებას ფიქრობდნენ, თუმცა სწავლა მაინც გააგრძელეს და არ აიღეს აკადემიური. „ნუ თავიდან ისიც ვიფიქრე რომ აკადემიურს ავიღებთქო მაგრამ რატომღაც გადავიფიქრე.“ რესპოდენტი 10.
ონლაინ სწავლის შეფასებისას ასევე გამოიკვეთა რესპოდენტების ორი კატეგორია: სტუდენტები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ონლაინ სწავლას გართუებები არ მოჰყოლია და სტუდენტები, რომლებიც ამგვარ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას. იყვნენ ისეთი სტუდენტებიც, რომლებიც ონლაინ სწავლის ფორმატში დადებით მხარეებსაც ხედავდნენ.
შეიძლება ითქვას, რომ რესპოდენტების ძირითადი ნაწილი მაინც გართულებებს უსვამს ხაზსს როგორებიცაა: ლექციების გაცდენა, ინტერნეტის პრობლემა, ტექნიკის ხელმიუწვდომლობა, სოციალური კონტაქტების გაქრობა, თვითონ ონლაინ ფორმატის მიმართ დამოკიდებულება და ასე შემდეგ.
“ შემდეგ გაგრძელდა ონლაინ რეჟიმში, რაც თავიდან საკმაოდ რთული იყო იქიდან გამოდინარე, რომ არანაირი ფორმაცია და არაფერი არ ვიცოდით ამ ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით” რესპოდენტი 9.
აღსანიშნავია, რომ გართულებებზე ძირითადად მაინც მდედრობითი სქესის დასაოჯახებელი რესპოდენტები საუბრობენ:
ინტერვიუები:სქესი = მდედრობითი |
ინტერვიუები:სქესი = მამრობითი |
ინტერვიუები:ოჯახური მდგომარეობა = დასაოჯახებელი |
ინტერვიუები:ოჯახური მდგომარეობა = დაოჯახებული |
|
18 : ონლაინ სწავლების დროს გართულებები |
15 |
1 |
16 |
0 |
რაც შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც ამბობდენენ, რომ ონლაინ სწავლას დამატებითი პრობლემები არ მოჰყოლია, ისინი ძირითადად ხაზსს უსვამდნენ ონლაინ სწავლის კონფორტულობას, სიმატივესა და თანხების დაზოგვის საკითხებს.
“სხვა ალბათ ბევრ სტუდენტს უხაროდა ონლაინ, რომ ვსწავლობდით, იმიტომ რომ შედარებით ნაკლებია დატვირთვა თავისთავად და გამოცდების რეჟიმშიც უფრო მარტივია სახლიდან მუშაობა ვიდრე აუდიტორიაში ლექტორის თანდასწრებით.” რესპოდენტი3.
პანდემიის მიმართ დამოკიდებულების აღწერისას სტუდენტების უმრავლესობა იხსენებს მათ პირველ რეაქეციას, რომელიც იყო დკავშირებული შიშთან და შოკთან: „ვიყავი ძალიან შეშინებული და და გაურკვევლობაში, რადგან არ ვიცოდი რასთან გვქონდა საქმე როგორც ყველას...“ რესპოდენტი 6. ერთ-ერთი სტუდენტი ასევე ხაზსს,უსვამს დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შედეგად გამოწვეულ ცვლილებებს.
ყველა რესპოდენტი რომელიც ამგვარ რექაციას იხსენებს იყო მდედრობითი სქესის და დასაოჯახებელი.
ინტერვიუები:სქესი = მდედრობითი |
ინტერვიუები:სქესი = მამრობითი |
ინტერვიუები:ოჯახური მდგომარეობა = დასაოჯახებელი |
ინტერვიუები:ოჯახური მდგომარეობა = დაოჯახებული |
|
23 : დამეუფლა შიშის გრძნობა |
4 |
0 |
3 |
1 |
სტუდენტების უმეტესი ნაწილი პანდემიის პერიოდს ახასიათებდა როგორც უჩვეულოს. “მაგრამ ძალიან სტრესული იყო იმიტომ რომ ეგეთი გამოცდილება აქამდე არასდროს არ მქონია. ვიყავი ჩაკეტილი ოთახში და ესე მეგონა ოთახის კედლებს შევეზრდებოდი [იცინის].” რესპოდენტი 1.
ერთი რესპოდენტის აზრით კი აღნიშნული პერიოდი დიდად არაფრით გამოირჩეოდა „ჩემთვის პირადად, პანდემიის პერიოდი იყო ჩვეულებრივი პერიოდი, როგორსაც კოვიდ პანდემიის დაწყებამდე ვატარებდი იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში არანაირი ცვლილება არ გამოუწვევია“ რესპოდენტი 3.
ასევე იყო ისეთი რესპოდენტიც, რომელიც პანდემიის პერიოდს უყურებდა ისევე როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური კუთხით:
“კი ნაყოფიერი იყო ნამდვილად, ანუ მაგიტომ ვუყურებ ამ პანდემიას ორი კუთხით, ნეგატიურადაც და პოზიტიურადაც. ნეგატიურად უფრო იმიტომ, რომ გაიყინა ყველაფერი, პოზიტიურად იმიტომ, რომ ამ გაყინვამ გამოიწვია ის, რომ დაგვანახა რაღაცეები უფრო სხვა კუთხით. ამიტომ, ნეგატიურად და პოზიტიურადაც ვუყურებ ამ ყველაფერს. რესპოდენტი 12
კუპრეიშვილი მარიამი
როგორ შეიცვალა ურთიერთობები, ცვლილებები გადაადგილებაში
როგორ შეიცვალა ურთიერთობები?
ჩვენი კვლევისთვის საინტერესო იყო თუ როგორ შეიცვალა ურთიერთობები პანდემიის პერიოდში. რადგან ინფექციის გავრცელებამ გარკვეულწილად გამოიწვია ადამიანების ერთმანეთისგან დისტანცირება და ჩაკეტილ ცხოვრების სტილზე გადასვლა, გვაინტერესებდა თუ როგორი იყო ჩვენი რესპონდენტების გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით. რესპონდენტთა დიდმა ნაწილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პანდემიის პერიოდში უფრო მეტ დროს ატარებდნენ სახლში, ოჯახის წევრებთან და შესაბამისად შემცირდა გარე პირებთან, მეგობრებთან და ნაცნობებთან მათი ურთიერთობის სიხშირე. რაღაც ნაწილმა აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდს დიდი გავლენა არ მოუხდენია მათ ურთიერთობებზე, ხოლო მცირე ნაწილმა დააფიქსირა, რომ ახალი მეგობრები შეიძინეს მოცემულ პერიოდში.
ჩვენი კვლევის რესპონდენტები, მეგობრებთან ურთიერთობის სიხშირის შემცირებაზე საუბრისას ხშირად ხაზს უსვამდნენ ოჯახის წევრებთან დაახლოვების ფაქტს. ამის მიზეზი კი, როგორც ინტერვიუებიდან გამოიკვეთა ძირითადად საფრთხის შეგრძნება იყო, რომ მათ ან მათი ოჯახის წევრებს არ შეხვედროდათ კოვიდ ვირუსი ან პირიქით თვითონ არ გამხდარიყვნენ სხვების დაინფიცირების მიზეზი. იმისთვის, რომ უფრო ცხადად გამოჩნდეს თუ რა განაპირობებდა რესპონდენტებისთვის მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობის შემცირებას, ვციტირებ რამოდენიმე მათგანს: „მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა საკმაოდ იშვიათად ხდებოდა პანდემიის დროს, რადგან ყველას გვეშინოდა არ შეგვყროდა ვირუსი, ძირითადად ვკონტაქტობდით სოციალური ქსელებით” (რესპონდენტი 11). “თავს ვიკავებდი ყველანაირი ურთიერთობებისგან. მეშინოდა ან მე არ ვყოფილიყავი ვინმეს დაავადების მიზეზი ან პირიქით, ოჯახის რომელიმე წევრს გარედან არ შემოეტანა ეს ინფექცია და დანარჩენებისთვისაც არ გადაედო ეს ვირუსი” (რესპონდენტი 14). ვირუსისგან თავდაცვის გარდა, კვლევის მონაწილეებმა დაფიქსირეს კიდევ რამოდენიმე განსხვავებული მიზეზი რამაც მათი მეგობრებთან დისტანცირება გამოიწვია. ერთ ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ძირითადად უნივერსიტეტში ხვდებოდა მეგობრებს და პანდემიის პერიოდში სწავლის ონლაინ რეჟიმზე გადასვლამ გამოიწვია მისი დისტანცირება ახლობლებისგან: „ძირითადად ვისთანაც ვმეგობრობდი იყვნენ, ეს ხალხი უნივერსიტეტში და უნივერსიტეტი გვიწყობდა ხელს რომ გადავკეთილიყავით. და ეხლა უფრო რავიცი შემცირდა ეს” (რესპონდენტი 1). კიდევ ერთ განსხვავებულ გამოცდილებაზე ისაუბრა ერთ ერთმა რესპონდენტმა, რომელმაც ურთიერთობების შეცვლის მიზეზად ადგილის შეცვლა დაასახელა: “მე მიწევდა ყოფნა სოფელში და ისე გამოვიდა, რომ იმ ადამიანებთან ვისთანაც ადრე მქონდა ახლო და უშუალო კომუნიკაცია ახლა მხოლოდ დარეკვით” (რესპონდენტი 2).
როგორც უკვე აღინიშნა, ინტერვიუებიდან გამოჩნდა, რომ რესპონდენტების გარეშე პირებთან (მეგობრებთან, ნაცნობებთან) დისტანცირება პირდაპირ უკავშირდებოდა ოჯახის წევრებთან დაახლოვებას, რასაც ისინი დადებითად აფასებდნენ: “ის იყო საინტერესო, თავიდან ხო რაც ვთქვი, რომ ოჯახის წევრებთან ერთად დიდ დროს ვატარებდი ხოლმე” (რესპონდენტი 1).
ჩვენი კვლევის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს პანდემიის პერიოდში ახალი მეგობრების შეძენის გამოცდილებაზე. რესპონდენტების ერთი ნაწილი აღნიშნავდა, რომ მათ ახალი ნაცნობები სოციალური ქსელების საშუალებით შეიძინეს: “შევიძინე ბევრი ნაცნობი ინტერნეტის საშუალებით და სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით“ (რესპონდენტი 11), “ინტერნეტის საშუალებთ შევიძინე რამდენიმე ახალი მეგობარი” (რესპონდენტი 4),
“პანდემიის პერიოდში საკმაოდ ბევრი ნაცნობი და მეგობარი შევიზინე ონლაინ, რადგან ასეთ დროს ყველა აქტიურად იყო ჩართული სოციალურ ქსელებში და უფრო დიდი იყო ამის შანსი რომ ახალი ნაცნობები შემეძინა რომლებიც ახლა ჩემი მეგობრებიც არიან” (რესპონდენტი 5).
რესპონდენტების მეორე ნაწილის თქმით მათ ახალი კავშირები მეზობლებთან და იმ ადამიანებთან დაამყარეს, რომლებიც მათთან ახლოს ცხოვრობდნენ: “…გავდიოდი ხოლმე გარეთ, უბანში … ხდებოდა ხოლმე ისე რომ მე ვაცნობდი ჩემს მეგობრებს, ჩემი მეგობრების მეგობრებს ვაცნობდი…” (რესპონდენტი 3), “ახალი ურთიერთობები ის იყო რომ სახლიდან რომ გავდიოდი მეზობლები ვინც არიან და ვისი დანახვაც მიწევს ყოველდღიურად იმათ უფრო დავუახლოვდი” (რესპონდენტი 13).
კვლევაში მონაწილეთა მხოლოდ მცირე ნაწილმა აღნიშნა, რომ კოვიდ ვირუსის პანდემიას მათ პირად/ მეგობრულ ურთიერთობებზე გავლენა არ მოუხდენია: „დიდად ჩემთვის არაფერი შეცვლილა პირად ურთიერთობებში” (რესპონდენტი 11). “ჩემს პირად ურთიერთობებზე არ მოუხდენია უარყოფითი გაველნა” (რესპონდენტი 4).
რომ შევაჯამოთ, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ რესპონდენტების დიდი ნაწილის შემთხვევაში პანდემიამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მეგობრულ ურთიერთობებზე, რადგან ინფექციის გავრცელებასთან/შეხვედრასთან დაკავშირებულმა სტრესმა გამოიწვია მათი იზოლირება გარეშე პირებისგან. მეორე მხრივ, ამის ფონზე მოხდა ოჯახის წევრებთან დაახლოვება, რაც რესპონდენტებმა დადებით მოვლენად შეაფასეს. მხოლოდ კვლევაში მონაწილეების მცირე ნაწილმა აღნიშნა, რომ პანდემიის დროს მათი ურთიერთობების ფორმა, სიხშირე თუ ხარისხი საერთოდ არ შეცვლილა.
ცვლილებები გადაადგილებაში
პანდემიის დროს არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე ხშირად იზღუდებოდა ავტომობილით თუ ფეხით გადაადგილება, განსაკუთრებით იმ დროს, როცა კომენდანტის საათი მოქმედებდა. ჩვენი კვლევისთვის საინტერესო დეტალს წარმოადგენდა იმის ცოდნა, თუ როგორ შეიცვალა რესპონდენტების გადაადგილების პროცესები თუ სიხშირე პანდემიის პერიოდში. ინტერვიუებიდან გამოიკვეთა, რომ კვლევაში მონაწილეთა რაღაც ნაწილისთვის ნამდვილად შეიცვალა გადაადგილებების სიხშირე: „კოვიდ პანდემიამდე დღეში შეიძლებოდა სამჯერ, ოთხჯერ გავსულიყავი, სადღაც რაღაც მეყიდა გამხსენებოდა უცებ, კოვიდის პერიოდში რატომღაც გვიწევდა ესე სიების ჩამოწერა, რომ ერთი გასვლით უცებ ყველაფერი გვეყიდა, რაღაც მარაგი ყოფილიყო სახლში, რომ ბევრჯერ გასვლა არ მოგვწეოდა“ (ინტერვიუ 3), “რაც შეეხება მაღაზიებში სიარულს, პროდუქტი იქნება თუ სხვა რაიმე ვცდილობდით რომ ძაან ნაკლები ინტენსიობით გავსულიყავით” (ინტერვიუ 15). ერთ ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ მისთვის გადაადგილების შეზღუდვის მთავარ მიზეზს ავტომობილით გადაადგილების „აკრძალვა“ წარმოადგენდა და ძირითადად მოცემულ პერიოდში ფეხით უწევდა გადაადგილება: „პირველ პერიოდში მაინც გადაადგილება რომ იყო შეზღუდული. ველოსიპედი ან რამე სხვა ტრანსპორტი არ მყავს მანქანის გარდა და ფეხით უფრო მივდიოდი სადაც შემეძლო”, “ჩემი ძაღლისთვის საჭმელი რომ მეყიდა სახლიდან ალბათ რვა კილომეტრს ფეხით დავდიოდი, მანქანით გადაადგილება როცა არ შეიძლებოდა“(რესპონდენტი 13).
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს კვლევაში მონაწილე რესპონდენტთა მხოლოდ ნაწილისთვის შეიცვალა გადაადგილებების ფორმატი თუ სიხშირე პანდემიის პერიოდში.
ცვლილებები დღის რეჟიმში
გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის დროს სამსახურების თუ სწავლის პროცესის ონლაინ რეჟიმზე გადასვლამ ადამიანების ცხოვრება მეტნაკლებად შეცვალა, ჩვენ გვაინტერესებდა თუ როგორ იმოქმედა ამ ფაქტორებმა ჩვენი რესპონდენტების ყოველდღიურობაზე და რა ცვლილებები შეიტანა მათ დღის რეჟიმში. როგორც შედეგებიდან გამოიკვეთა, კვლევაში მონაწილეების დიდი ნაწილისთვის ამ პერიოდში დროზე კონტროლის დაკარგვა გახდა: „პანდემიის შემდეგ მითუმეტეს უფრო დროზე დავკარგე კონტროლი“ (რესპონდენტი 1), „ყველაფერი თავდაყირა დადგა. დროის მენეჯმენტში მაინც და მაინც ძლიერი არასდროს არ ვყოფილვარ ისე რომ განმესაზღვრა კარგად ჩემი დრო. ყოველთვის მქონდა მაგაზე პრობლემა და ახლა მითუმეტეს“ (რესპონდენტი 2). გარდა ამისა რესპონდენტების რაღაც ნაწილმა დღის რეჟიმის ცვლილებაზე საუბრისას აღნიშნა რამოდენიმე დადებითი ფაქტორი, რაც პანდემიამ გამოიწვია, მაგალითად კვების რუტინის დადებითი კუთხით შეცვლა და ძილის რეჟიმის გამოსწორება: „გამოვყოფდი იმას, რომ კვების რუტინა შეიცვალა. ადრე თუ ვერ ვასწრებდი, სამსახურში ვიყავი ან რაღაც მსგავსი, ეხლა მქონდა უფრო მეტი დრო და უკეთესად ვიკვებებოდი” (რესპონდენტი 12), „ძილის რეჟიმი ცოტათი გამომისწორდა რადგან უფრო მეტი დრო გამომიჩნდა დასვენებისთვის და ძილისთვის“ (რესპონდენტი 5), „მაგრამ ძილის რეჟიმი გამომისწორდა რადგან პანდემიის პირობებში ძილი ნამდვილად არ მაკლდა“ (რესპონდენტი 4). კვლევაში მონაწილეების მხოლოდ მცირე ნაწილმა აღნიშნა, რომ მათი არც ძილის რეჟიმი და არც დღის რეჟიმი პანდემიის პერიოდში საერთოდ არ შეცვლილა: „პანდემიამ ცოტათი ყველა გაგვაზარმაცა, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ვმუშაობდი დიდად არ მოვდუნებულვარ, ძილის რეჟიმს რაც შეეხება ჩემთვის დიდად არ შეცვლილა.“ (რესპონდენტი 11), „რეალურად ასე რომ დავფიქრდეთ არ შეცვლილა დიდად იმიტომ, რომ მიჩვეული ვიყავი ერთ დროს ადგომას და ერთ დროს დაძინებას. ამას დიდი გავლენა არ ჰქონია” (რესპონდენტი 12), „არა, არ შეცვლილა. არაფერი არ შეცვლილა. ისე ვცხოვრობდი როგორც მანამდე და ისე ვიძინებდი და ვიღვიძებდი როგორც მანამდე“ (რესპონდენტი 13).
როგორც ინტერვიუებიდან გამოჩნდა, რესპონდენტებზე და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე პანდემიას სხვადასხვანაირი გავლენა ჰქონდა, შესაბამისად მათი გამოცდილებებიც ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული იყო ერთმანეთისგან. ძირითადად რესპონდენტები დღის რეჟიმში ცვლილებებზე საუბრისას ხაზს უსვამდნენ ძილის რეჟიმის ცვლილებას, ზოგიერთი მათგანისთვის სახლიდან მუშაობამ დადებითად იმოქმედა მათზე ამ კუთხით, ზოგიერთისთვის კი პირიქით, იგივე ფაქტორი დამაზიანებელი აღმოჩნდა. ასევე არაერთხელ გაჟღერდა დროის მენეჯმენტის პრობლემის არსებობა.
ქეთევან პოპიაშვილი
კითხვაზე თუ რას აკეთებდნენ რესპონდენტები სტრესის შესამცირებლად პანდემიის პერიოდში პასუხები იყო მრავალფეროვანი, მაგალითად: ქარგვა, კულინარიით გატაცება, ძაღლის გასეირნება, სახლის საქმის გაკეთება, სხვის განწყობაზე ზრუნვა, ცეკვა და გართობა, ფილმების ყურება. ერთი პასუხი იყო მეგობრების შეძენაზეც. რესპონდენტი ურთიერთობის ნაკლებობას ივსებდა ახლად შეძენილ მეგობრებთან საუბრით და სიახლე იყო მისთვის ახალი ურთიერთობები.
გამოკითხულთ შორის იყვნენ ისეთი სტუდენტები, რომლებმაც პანდემიის პერიოდში სტრესის შემცირების საშუალება ვერ იპოვეს. მათთვის ყველაფერი გახდა ერთფეროვანი და მოსაწყენი.
სტრესის შემცირება |
ინტერვიუები:სქესი = მდედრობითი |
ინტერვიუები:სქესი = მამრობითი |
ინტერვიუები:ოჯახური მდგომარეობა = დასაოჯახებელი |
ინტერვიუები:ოჯახური მდგომარეობა = დაოჯახებული |
3 |
0 |
3 |
0 |
რაც შეეხება პოსტ პანდემიუ პერიოდს, რესპონდენტების ნაწილი აღნიშნავდა რომ ეს პერიოდი იყო შოკური, რომ ისინი იმდენად მიეჩვივნენ სახლში ყოფნას, უჭირდათ პანდემიის დასრულების მერე ჩვეულ რეჟიმში ჩადგომა. მაგალითად უნივერსიტეტში სიარული, როდესაც მიჩვეული იყვნენ ონლაინ სწავლას. ისინი ცდიოლობენ გააგრძელონ ძველი ცხოვრება იქიდან სადაც გაჩერდა თუმცა რთულია მათთვის.
გამოიკვეთა ისეთი რესპონდენტები ვინც პანდემიის დასრულების შემდეგ მარტივად გააგრძელა ჩვეული რეჟიმი და არ გაუჭირდათ.
პოსტ პანდემიური პერიოდი |
ინტერვიუები:სქესი = მდედრობითი |
ინტერვიუები:სქესი = მამრობითი |
ინტერვიუები:ოჯახური მდგომარეობა = დასაოჯახებელი |
ინტერვიუები:ოჯახური მდგომარეობა = დაოჯახებული |
6 0 5 1
რაც შეეხება ვირუსის გავლენას ოჯახის წევრებზე, უმეტესი რესპონდენტის აზრით, ეს პერიოდი იყო რთული, ვინაიდან კომენდანტის გამო ვერ ყიდულობდნენ წამალს, არ ჰქონდათ მეგობრების გვერდით დგომის იმედი, რადგან დისტანციურად ურთიერთობა შეეძლოთ მხოლოდ, თავს გრძნობდნენ მარტოსულად. თითქმის უმეტესმა ნაწილმა აღნიშნა რომ განსაკუთრებით ნერვიულობდნენ მშობლებზე. ასევე აღნიშნეს რომ ბევრ ნეგატიურ ინფორმაციასთან ერთად ჯანმრთელობის პრობლემებიც დაერთო და უფრო გართულდა მათი ყოფა. ასევე რამოდენიმე როსპონდენტმა აღნიშნა რომ არაერთხელ შეხვდათ ვირუსი.
იყვნენ გამოკითხულთა შორის ისეთი რესპონდენტებიც, რომლებმაც ყოველგვარი სირთულის გარეშე გადაიტანეს ეს ვირუსი და არც ეშინოდათ.
ვირუსის გავლენა ოჯახის წევრებზე |
ინტერვიუები:სქესი = მდედრობითი |
ინტერვიუები:სქესი = მამრობითი |
ინტერვიუები:ოჯახური მდგომარეობა = დასაოჯახებელი |
ინტერვიუები:ოჯახური მდგომარეობა = დაოჯახებული |
4 |
1 |
3 |
0 |
მარიამ მამუჩიშვილი
ცვლილებები პანდემიის პერიოდში, პირველი რეაქცია ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა
ცვლილებები პანდემიის პერიოდში
რესპოდენტები საუბრობენ ცვლილებებზე პანდემიის პერიოდში, იყო შეზღუდვები როგორც პირბადის გარეშე გადაადგილების შემთხვევაში, ასევე კომენდანტის საათი, რომლის დროსაც გარკვეული საათის შემდგომ იკრძალებოდა გადაადგილება, რესპოდენტთა დიდი ნაწილი ამ ფაქტს უარყოფითად მოიხსენიებს, უფრო მეტიც ზოგიერთი მათგანი ამბობს რომ კომენდანტის საათი და გადაადგილების შეზღუდვა მათი გადმოსახედიდან არ იყო საჭირო და უბრალოდ ზედმეტად ართულებდნენ სიტუაციას, რამდენიმე რესპოდენტი იმასაც ამბობს რომ მოწყენილობისა და სტრესის გამო არღვევდნენ კომენდანტის საათის შეზღუდვას და მაინც გადაადგილდებოდნენ მეგობრებთან და ახლობლებთან „აი ცხრა საათის მერე გარეთ, რომ ვეღარ გავდიოდით მაგალითად, ხშირად დამირღვევია გავპარულვარ დაქალთან, მეგობართან რომ რაღაცნაირად დრო გაგვეყვანა, თორე ესე ერთ ფეროვნებაში ძალიან რთული იყო ცხოვრება.“ (ინტერვიუ 4) ერთ-ერთი რესპოდენტი ასევე იხსენებს რომ კომენდანტის საათის შეზღუდვის გამო რამდენჯერმე დააჯარიმეს კიდეც, ვინაიდან ვერ ასწრებდა სახლში დროულად მისვლას, ასევე რესპოდენტები აცხადებენ რომ მათთვის დისკომფორტი იყო ის რომ დაიკეტა ძალიან ბევრი დაწესებულება, შემდგომ რესპოდენტები აღნიშნავენ იმას რომ ონლაინ რეჟიმზე გადაწყობა საკმაოდ მოულოდნელი და რთული იყო მათთვის, ძირითად სირთულეს პლატფორმების არცოდნა და ასეთ სტილში მუშაობისა თუ სწავლის გამოცდილების არ ქონა იყო, გამოკითხულთაგან ერთ-ერთი რესპოდენტი ამბობს იმასაც რომ როდესაც უნივერსიტეტში ჩააბარა ეგრევე ონლაინ რეჟიმში მოუწია სწავლის დაწყება და ეს მისთვის უფრო რთული ფაქტორი იყო, „ერთადერთი ყველაზე დიდი ცვლილება იყო ის რომ სწორედ კოვიდ პანდემიის პერიოდში მომიწია უნივერსიტეტში ჩაბარება. გავხდი სტუდენტი და ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის პირველივე კურსსზე ონლაინ განათლების მიღება.“ (ინტერვიუ 6) ,ასევე რესპოდენტები სხვა და სხვა სირთულეებს ასახელებენ როგორიცაა ოჯახში სტუდენტი და მასწავლებელი, რომელებსაც ერთად უწევდათ ონლაინ სწავლა და გაკვეთილების ჩატარება, ასევე სტუდენტი რომელიც მუშაობდა და სწავლობდა ონლაინ ამავდროულად კი იმის გამო რომ ბაღები დაკეტილი იყო ბავშვის მოვლაც უწევდა პარალელურ რეჟიმში. რესპოდენტები შემდგომ საუბრობენ ისეთ ცვლილებებზე როგორიც იყო პირბადის ტარება, მათთვის თავდაპირველად ეს უცნაური იყო თუმცა შემდგომ ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, აღსანიშნავია რომ პანდემიის პერიოდში რესპოდენტებმა გარკვეული ცვლილებებიც მიიღეს, ერთ-ერთმა მათგანმა ბევრი თავისუფალი დროის გამო ვარჯიში დაიწყო და დღემდე აგრძელებს და ეს პოზიტიური მოვლენაა მისთვის.
პირველი რეაქცია ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით
პანდემიის გავრცელების შესახებ რესპოდენტებს სხვა და სხვა რეაქციები ჰქონდათ, რესპოდენტების უმეტესობისთვის ეს შოკური რეაქცია იყო ვინაიდან როგორც რესპოდენტების უმეტესობა ამბობს თავიდან არ იცოდნენ რა ხდებოდა, რა სახის ვირუსთან ჰქონდათ კავშირი და როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფრის განვითარება, რესპოდენტები ძირითადად აფიქსირებენ რომ დაბნეულები იყვნენ და არ იცოდნენ როგორ განვითარდებოდა მდგომარეობა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და საერთოდ რამდენ ხანს გასტანდა ასეთი მდგომარეობა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვირუსი უფრო რთული გადასატანი იყო არაჯანმრთელი ადამიანებისთვის, ერთ-ერთი რესპოდენტი ყვება საკუთარ რეაქციას, რატომ იყო მეტად სენსიტიური მისთვის ეს მოვლენა: „პირველი რეაქცია იყო ჩემი ის, რომ შემეშინდა პირველ რიგში დედაჩემის გამო ვინაიდან და რადგანაც დედას ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და მითუმეტეს როდესაც საქართველოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა პირველ რიგში ვინერვიულე დედაზე და შემდგომ უკვე დავიწყე გააზრება იმის თუ რა შეიძლება რომ მომხდარიყო ზოგადად“ (ინტერვიუ 14), რესპოდენტები ასევე იხსენებენ იმას რომ პირველად გავრცელების საერთო რეაქცია იყო საკმაოდ გადაჭარბებული, საინფორმაციო საშუალებები და ქვეყნის მთავარი პირები ძალიან აბუქებდნენ სიტუაციას, ერთ-ერთ რესპოდენტს მაგალითად მოჰყავს საქართველოში ვირუსის დაფიქსირების პირველი შემთხვევა, „ირანიდან შემოსულ მოქალაქეს დაუფიქსირდა მემგონი პირველად როგორც მახსოვს და იმდენად შეშინებული იყო ყველა წინასწარ, რომ უკვე ჩაკეტილი იყო საქართველო სანამ პირველი შემთხვევა დაფიქსირდებოდა უკვე რაღაცა წესები მიიღეს და იმდენად დიდ პანიკაში ჩავარდა ხალხი, რომ მე ჩემი პირადი რეაქცია, რა თქმა უნდა არასასიამოვნო იყო, მაგრამ ამ ერთ ფაქტზე მეტად გავლენას ახდენდა თვითონ გარშემომყოფების რეაქცია, იმიტომ რომ ქუჩაში აღარ გავდიოდით, პოლიცია დადიოდა წინ და უკან. რაღაც იმდენად ანგაჟირებული იყო საზოგადოება და რაღაცეებს ეხლა რომ ვიხსენებ ძალიან რაღაცა უცნაური საქციელი იყო უბრალოდ მიუჩვეველები არ ვიყავით ამ ვითარებას. მე უფრო ცოტა გაკვირვებული ვიყავი და შეშინებულიც კი, მაგრამ რომ თქვა რომ “ძალიან მეშინოდათქო”, არა.“ (ინტერვიუ 4)
რესპოდენტები ასევე აღნიშნავენ რომ მათ ბევრი დრო გამოუჩნად იმისათვის რომ ოჯახის წევრებთან ერთად ყოფილიყვნენ მათი უმეტესობა ამ მოვლენას პოზიტიურად აღიქვამს, თუ მანამდე მათ თავისუფალი დრო არ ჰქონდათ და ოჯახის ყველა წევრი დაკავებული იყო, პანდემიის პერიოდში ყველას ერთად მოუწიათ ყოფნა და ამით გამოკითხულთა უმეტესობა ბედნიერი იყო, „სანამ დაიწყებოდა ვირუსი ოჯახის წევრებს არ ვნახულობდი თითქმის (იცინის) დღის განმავლობაში _ საერთოდ. მარტო დილას, რაღაც აი მონაკვეთებად ვხედავდი ჩემს ოჯახის წევრებს და საღამოს და შაბათ–კვირას თუ რათქმაუნდა სახლში იყვნენ. პანდემიის დროს რეალურად დღე იწყებოდა ოჯახით და სრულდებოდა ოჯახით, მთელ დღეს ვატარებდით ერთად.“ (ინტერვიუ 10)
სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა პანდემიის პერიოდში
სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამოცდილების კვლევისას საკმაოდ განსხვავებული შედეგები მივიღეთ, რესპოდენტთა უმეტესობას არ მოუწია სამსახურის დატოვება, მათ ონლაინ სივრცეში გადაინაცვლეს და ასე განაგრძეს მუშაობა, როგორც სხვა უამრავმა ადამიანმა მაგ პერიოდში, ასევე რამდენიმე მათგანი ამბობს რომ ონლაინ მუშაობის გამო ბევრი თავისუფალი დრო დარჩათ და მეორე სამსახურიც კი დაიწყეს, მაგალითად მოვიყვან ერთ-ერთი რესპოდენტს, „საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მე პირადად არ მომიწია, სამსახურის შეცვლას რაც შეეხება თვითონ სამსხური არ შემიცვლია მაგრამ გადავედი ონლაინ რეჟიმში, ფინანსური კუთხით ვერ ვიტყვი რომ დიდად შეიცვალა რამე ამ სამსახურს შევუთავსე სხვა სამსახურიც, რადგან ონლაინ მუშაობის პირობებში გამომიჩნდა უფრო მეტი დრო.“ (ინტერვიუ 4), არსებული ვითარების გამო რამდენიმე რესპოდენტს მოუწია სამსახურის დატოვებაც, „თან ამ პერიოდში ვმუშაობდი რის გამოც დავკარგე სამსახური, ამ პერიოდში ვმუშაობდი, „....”-ში და იძულებული გახდა კომპანია, რომ დაახლოებით ათას სამასი თანამშრომელი გაეთავისუფლებინა პოზიციიდან, მეც ამ ათას სამასში აღმოვჩნდი და დავკარგე სამსახური“ (ინტერვიუ 9), ერთ-ერთი რესპოდენტი კი გვეუბნება რომ პანდემიის პერიოდამდე არ ჰქონდა სამსახური და სწორედ პანდემიის პერიოდში დაიწყო მან მუშაობა, „თავიდან ძალიან კარგად ვისვენებდი, თუმცა მერე ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა, ხალხმა სამსახურები დაკარგეს და მე მაშინ დავიწყე, ნუ ჩვენი კომპანია ჩვეულებრივად მუშაობდა, ნუ რაღაც შეზღუდვები გვქონდა მაგრამ ისეთი არაფერი“ (ინტერვიუ 10)
რაც შეეხება საცხოვრებელი ადგილის შეცვლას გამოკითხულთა უმეტესობა საცხოვრებლად გადავიდა სოფელში ან აგარაკზე, ვინაიდან იყო შეზღუდვები და კერძო სახლებში და ეზოებში უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდათ და თავისუფალი დროც მეტი ჰქონდათ ამიტომ ამჯობინეს იქ ყოფნა, მუშაობა და სწავლა, რა თქმა უნდა ზოგიერთი მათგანი არ წასულა არსად და ისევ საკუთარ სახლში განაგრძობდა ცხოვრებას.
ბექა მელაშვილი
პანდემიის პერიოდი, პანდემიის პერიოდში ყოველდღიური ცხოვრება
როგორი იყო პანდემიის პერიოდი
ჩვენი კვლევისთვის ძალიან საინტერესო იყო თუ როგორი იყო პანდემიის პერიიოდი სტუდენტებისთვის, როგორ უმკლავდებოდნენ ისინი პანდემიიისგან გამოწვეულ შეზღუდვებს, რას აკეთებდნენ ამ პერიოდში, რითი ირთობნდნე თავს , კვლევებმა ცხადყო რომ ჩვენი რესპოდენტი სტუდენტების უმეტესობისთვის საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა პანდემიის პერიოდი, ჰქონდათ ბევრი სირთულე მაგრამ ამავდროულად ბევრი რამის სწავლა შეძლეს, პანდემიის დაწყება ბევრისთვის მოულოდნელი შოკოსმომგვრელი და ცოტა საშიშიც აღმოჩნდა რადგან არავინ იცოდა თუ რა სახის ვირუსთან ჰქონდათ ადამიანებს საქმე. ზოგიერთი მათგანისთვის პანდემიის დაწყება არ ყოფილა დიდად განსაცვიფრებელი, რადგან ეს ამბავი არასერიოზულად მიიღეს, რადგან დასაწყისში არ ეგონათ თუ ასეთ სერიოზულ და მასშტაბურ სახეს მიიღებდა ეს ვირუსი. პანდემიის პერიოდმა დიდი გავლენა მოახდინა რსპოდენტების ფსიქოლოგიაზე, რადგან ეს იყო დაკავშირებული მათთვის სტრესთან. რესპოდენტების თქმით პანდემიის პერიოდში მათი ყოველდღიურობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რადგან პანდემიისგან გამოწვეულმა შეზღუდვებმა და ცვლილებებმა დიდი გავლენა მოახდინა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, გამოკითხულთა უმეტესობამმ გაიჩინა ახალი ჰობი, ახალი ინტერესები, ასევე შეიძინეს ახალი მეგობრები ინტერნეტის საშუალებით, ბევრმა მათგის ცხოვრებაზე ძალიან დადებითად იმოქმედა პანდემიის პერიოდმა, რადგან როგორც ინტერვიუს დროს აღნიშნა ერთ ერთმა რესპოდენტმა გამოუსწორდა ძილის რეჟიმი, დაიწყო იოგა, მედიტაცია, სხვადსხვა სულიერი პრაქტიკები, რამაც ძალიან შეუწყო ხელი მას განთავისუფლებულიყო და შეემსუქებინა პანდემიისგან გამოწვეული სტრესი, ასევე რამდენიმე მათგანმა აღნიშნა ისიც რომ სწავლისთვის და თვითგანვითარებისთვის უფრო მეტი დრო მიეცათ რადგან დროის უმეტესი ნაწილის გატარება უწევდათ სახლში. პანდემიის პერიოდში აღსანიშნავია ფინანსური მდგომარეობაც, რადგან რესპოდენტებისთვის არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა ფინანსურად ეს პერიოდი, ზოგისთვის პირიქით სახარბიელო მდგომარეობაც კი იყო იმ თვალსაზრისით, რომ პანდემიის დროს მათ დამატებითი სამსახურები იშოვეს, რომლებიც იყო დისტანციური და ეს მათთვის საკმაოდ ხელსაყრელი აღმოჩნდა, რადგან სწავლასთან ახერხებდნენ შეთავსებას. ზოგიერთი მათგანისთვის პანდემიის პერიოდმა მოიტანა მნისნელოვანი ცვლილებები, რესპოდენტების თქმით მათ უფრო მეტი დრო მიეცათ ოჯახის წევრებთან დროის გასატარებლად, უფრო მეტი დრო გამონახეს საკუთარი თავისთვის, რასაც ვერ ახერხებდნენ პანდემიამდელი ცხოვრების პერიოდში, ძალიან მცირე აღმჩნდა იმ ადამიენბის რიცხვი, რომლებისთვისაც ცვლილებების გარეშე ჩაიარა ამ პერიოდმა, ეს იყო მათთვის რთული საინტერესო და გამოწბვევებით სავსე პერიოდი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მათ ცხოვრებაზე.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას რომ გამოკითხულთა დიდმა პროცენტმა აღნიშნა რომ პანდემიისგან გამოწვეულ სირთულეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ კარგად უმკლავდებოდნენ, მიუხედავად იმისა რომ ეს ფსიქოლოგიურად მათთვის აღმოჩნდა საკმაოდ რთული, მათ გაართვეს თავი და შეძლეს რომ პანდემიის პერიოდში შეენარჩუნებინათ განწყობა, არ დავარდნოდათ ცხოვრების ხარისხი და პირიქით გაეუმჯობესებინათ თავიანთი ყოველდღიურობა.
გვანცა ლაზვიაშვილი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
1 Like
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია