1858 - 1933
ილარიონი სამუელ ჩავლეიშვილის ბიძაშვილი იყო. ისიც ოქროსმჭედელი იყო. მათ "ძმებ ჩავლეიშვილებს" უწოდებდნენ. მუდამ ერთად მოღვაწეობდნენ, ჭიათურა იყო ეს თუ თბილისი, ქუთაისი, ოზურგეთი თუ სხვა.
ილარიონ ჩავლეიშვილი სიმღერის ყველა ხმას ფლობდა, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მაინც ბანის მშვენიერი შემსრულებელი იყო. ისევე როგორც სამუელს, მასაც მრავალი მოწაფე ჰყავს გამოზრდილი.
თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე სამუელთან ერთად მრავალ საჯარო კონცერტებში მონაწილეობდა. გუნდის გაძღოლა, ლოტბარობა მასაც ეხერხებოდა. სასტიკად ილაშქრებდა სიმღერის წარყვნის (გადაბრუნების) წინააღმდეგ. 1924 წელს ჟურნალ «თეატრსა და ცხოვრებაში» წერდა: «საზოგადოდ საქართველოში და, კერძოდ, გურიაში, უცვლელ ხმარებაშია ორი სიტყვა «დილა, ჰო დილა ნანინა», რომლის ფარგლებს გურული სიმღერები ვერ გადაუხვევს... სამაგიეროდ დღეს გვესმის ისეთი დამახინჯებული ხმები, რომლის მოსმენით სიამოვნების ნაცვლად უსიამოვნებას ვგრძნობთ და გვეკარგება ხალისი მამაპაპური სიმღერის მოსმენისა. ამას სჩადის ზოგი მასწავლებელიც... ია-უა, ტულო-ტულო და სხვა ასეთებს ურთავენ სიმღერებში. პატივისცემის ღირსია ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც კულტურულ შემეცნებასთან ერთად ცდილობს ეროვნული სიმღერების შესწავლასაც. მაგრამ სამწუხაროა ზოგიერთი მათგანის მოქმედება, რომელნიც ცდილობენ სიმღერებს «კუთხური» ხასიათი მისცენ და რაღაცეებს აკერებენ სიმღერებზე, რასაც უწოდებენ სიმღერის გადაბრუნებას». ასე მკაცრად ილაშქრებდა იგი სიმღერის გამყალბებელთა წინააღმდეგ.
"ფონდი ქართული გალობა"
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, გურია, ფოლკლორი, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•