შვეიცარიული დანა ხომ ყველას გინახავთ, არმიის დანას რომ უწოდებენ მშობლიურ შვეიცარიაში (Swiss Army Knife). მრავალმხირივი გამოყენებისაა (დანა, ჩანგალი, მაკრატელი, გასახსნელი და სხვა სიკეთეები) და სწორედაც რომ ექსტრემალურ სიტუაციაში გამოადგება ადამიანს, ანუ იქ სადაც ჯარია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკმაო პოპულარობითაც სარგებლობს და ჯარიდან სუვენირების მაღაზიებში, შემდეგ კი ყველა "დანათმოყვარის" ჯიბეში გადაინაცვლა, მათ შორის საქართველოშიც. ჩემს ბავშვობაში ლეგენდები დადიოდდა, იმას ორიგინალი აქვს, ორიგინალი რომ იყოს ჯვარი უნდა ეხატოს, იმისი დაჟანგდა - ე.ი. არაა ორიგინალიო და ა.შ.
მოკლედ, მგონი ამდენი საუბრით ყველას გაგახსენეთ დანა რომელზეც ვწერდი, თუ ვერ გაიხსენეთ დახედეთ ფოტოს:
მაგრამ ამ პოსტის იდეა ეს ფოტო როდია.
საქმე სულ სხვა სურათში გახლავთ, რომელსაც უგზო-უკლოდ მოგზაურობისას წავაწყდი ერთ-ერთ ისტორიული თემატიკით გაჯერებულ ვებ-გვერდზე, გნებავთ ასე დაარქვით - არქეოლოგიურ გვერდზე.
ჰოდა, აი რას წერდნენ იქ:
"აღმოჩენილია ჩვ. წ. აღ.-ის მეორე საუკუნის "შვეიცარიული დანა" რომელსაც იყენებდნენ რომის არმიაში. მასზე დატანებულია კოვზი, დანა, ჩანგალი, კბილის საჩიჩქნ-საქმენდი, ნემს-ქინძისთავი და გასახსნელი" (ალბათ იმდროინდელი შამპანურის ბოთლებისთის)
ეს აღმოჩენა დაახლოებით 20 წლის წინ - 1991 წელს მოხდა. (ბოდიშს ვიხდი ესოდენ დაგვიანებული პოსტისთვის)
თუ ჩემი არ გჯერათ, აგერ, იხილეთ ფოტო კემბრიჯის, ფიცვილიამი არქეოლოგიური მიზეუმის ანტიკური ბერძნულ-რომაული ექსპონატების კოლექციიდან (Greek and Roman antiquities gallery at the Fitzwilliam Museum, in Cambridge)
სიგრძე 15 სანტიმეტრი, სიგანე 8. განეკუთვნება იმ პერიოდს როცა რომის იმპერია ჯერ კიდევ დიდების ზენიტში იყო, დაახლოებით 200-300 წელს.
დეტალებს რაც შეეხება:
რომ არა მას შემდეგ განვლილი 1700-1800 წელი, მოჟანგებული დანა და სიძველეშეპარებული ვერცხლი (მთლიანი დანა ვერცხლისგან მზადდებოდა, ხოლო უშუალო მჭრელი პირი რკინისგან) ეს რომაული საოცრება დაახლოებით ისეთივე იქნებოდა, როგორც ეს თანამედროვე მოდელი:
ტეგები: Qwelly, Swissarmy, დანა, რომი, შვეიცარია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•