მარწყვის... ალუბლის... ბანანის... შოკოლადის...

      კექსის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს...

      ამჯერად კი ვაშლის უგემრიელესი რეცეპტი თაფლთან ერთად Qwellynaria_სგან...

ვაშლის კექსი | qwellynaria | vashlis keqsi | tkbileuli

შემადგენლობა:

  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 3/4 ჭიქა თაფლი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • 2 მთელი 1/2 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი/გამაფხვიერებელი
  • 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
  • 1/2 სუფრის კოვზი დაფქული ჯავზი/მუსკატის კაკალი
  • 3 ცალი ვაშლი – გათლილი, გულამოცლილი და დაჭრილი
  • 3/4 ჭიქა დაქუცმაცებული ნიგოზი
  • ცოტაოდენი ცხიმი და ფქვილი ფორმისთვის

მომზადება:

      1. გააცხელეთ ღუმელი 165 გრადუსამდე. წაუსვით ცხიმი ფორმას(22.5სმ) და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი.

      2. დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ შაქარი და მცენარეული ზეთი. დაამატეთ 2 კვერცხი და ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ შეურიეთ თაფლი და ვანილის ექსტრაქტი.

      3. ერთმანეთს ცალკე შეურიეთ ფქვილი, საცხობი ფხვნილი, სოდა, მარილი, დაფქული დარიჩინი და ჯავზი. მიღებული მშრალი მასა ჩაუმატეთ კვერცხის მასას დიდ თასში და ურიეთ, სანამ ნესტიანი არ გახდება. შეურიეთ დაჭრილი ვაშლი და დაქუცმაცებული ნიგოზიც.

      4. გადაიტანეთ ცომი ფორმაში და აცხვეთ 50-65 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ გააციეთ 10-15 წუთით და შემდეგ ამოიღეთ ფორმდან. სურვილისამებრ მოაყარეთ დაფქული შაქარი ან მსუბუქად მოასხით თბილი თაფლი(+კარამელი).

ტეგები: qwelly, qwellynaria, დესერტი, თაფლი, კექსი, რეცეპტი, ქველინარია

ნახვა: 3693

გამოხმაურებები!

მინდა :((

შეჭამდიიი ეხლაა :))) :D:D

Kakha_მ თქვა:

ჰო მართლა მაგარია Broll :D:D:D

Brolika Qiqava_მ თქვა:

მინდა :((

აუუ (

უფ  რა  გემრიელობა  იხედებააა :)))))

ალბათ უფრო გემოვნების, თუმცა ბანანი ვაშლიც არ იქნებოდა ურიგო :D :D
Kakha_მ თქვა:

საინტერესოა, რომელი ვაშლი უნდა იყოს? ბანანი ვაშლი თუ გემოვნების ამბებია? :DD

მე გოლდენი მიყვარს :D

ვაშლზე ამბობ თუ ბანანზე? :D

Kakha_მ თქვა:

თათია კი მაინც ყველას ჯობია ბანანი, როგორი ლამაზი და ფუმფულაა :DD 

თათია_მ თქვა:

ალბათ უფრო გემოვნების, თუმცა ბანანი ვაშლიც არ იქნებოდა ურიგო :D :D
Kakha_მ თქვა:

საინტერესოა, რომელი ვაშლი უნდა იყოს? ბანანი ვაშლი თუ გემოვნების ამბებია? :DD

RSS

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters