დღეები ჰგვანან ერთიმეორეს,
როგორც წვიმამდე ღრუბლები მგავდნენ...
დღეს პიესებით გამიმეორეს
და ტრაგიკული გმირები მწამდნენ.
ამინდი ისევ ისე ავია,
ღმერთო დაინდე ჩემი არსება...
სხეული ჩემი, ძველი ნავია,
სულს სიზიფესთან ზარავს მსგავსება.
თეთრ ფურცლებს ვავსებ ლურჯი მელანით,
როგორც ტკივილით მივსებენ დღეებს.
მეზიზღებიან ხშირად ყველანი,
და სისხლით ვფერავ, შავთეთრ სივრცეებს.
პოეზიაა ჩემი ნირვანა,
მწამს წამიერი გზნების ნაპირი.
სულმა ეულმა ცად დაივანა,
და სტრიქონების ხელქმნა რაპირი.
ვებრძვი საწუთროს, ნისლი მერევა,
თვალთ მიბნელდება, სული მძიმდება.
საათი საათს ისე მიება,
სუიციდური ფიქრი მიჩნდება.
ვფიქრობ მივხვდები რაა რაობა,
სანახაობა გამხდარა ყოფა...
ყოვლისშემცვლელი მოდის თაობა,
და დაგვიდგება "მეორედ შობა."
ჩემი სევდაა ხალხის სიბნელე,
ხალხის ტკივილიც ჩემი სევდაა.
რა იშვიათი გახდა სიქველე,
თითქოს ჭირია,თითქოს ბნედაა.
ღმერთო რა მინდა, როგორც მთაწმინდა
ისე ვიშლები ნისლიან ღამით...
როდემდე ვიყო ზამთრის ამინდად,
როდემდე ვიყო თეთრით და შავით.
არავის არ ვგმობ, არაფერს არ ვთმობ,
ვიბრძვი რითმებით, კბილებით,ხელით...
და მე ვინც მიძმო, ყოველთვის ვუძმობ,
გულით და სულით, გრძნობებით ძველით.
პოეტებს თუ სწამთ, სწამთ შემართებით,
სირცხვილს, დუელში სიკვდილს არჩევენ...
პოეტებს უყვართ, მთელი არსებით,
მაგრამ სიკვდილის შემდეგ ამჩნევენ.
წუხელ ქარებმა მთვარეს ეომეს,
და მე ფიქრები მიწაში მფლავდნენ...

დღეები ჰგვანან ერთიმეორეს,
როგორც საავდრო ღრუბლები მგავდნენ!

ილია ელიზბარაშვილი

ტეგები: Qwelly, ემოცია, ი.ელიზბარაშვილი, პოეზია, ქველი

ნახვა: 985

გამოხმაურებები!

ილოსოფია!

მარად მყოფია ;)

RSS

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters