80-იან წლებში, მსოფლიოს საკონდიტრო ბაზარზე იტალიური ბრენდი გამოდის, რომელიც მოგვიანებით საუკეთესოს სტატუსს დაიმკვიდრებს. დიახ, საუკეთესო შოკოლადად აღირებული ფერერო როშე, იტალიაში, შოკოლადის მწარმოებელ სწორედ იმ კომპანიაში შეიქმნა, რომელმაც იქამდე ნუტელა გამოუშვა (60-იან წლებში). ახლა, წარმოიდგინეთ, როგორი გემრიელი იქნება ფერეროსა და ნუტელას ნაზავი ერთ რულეტში, რომელსაც ქართულად ექსკლუზიურად Qwellynaria გთავაზობთ.

P.S. რაფაელოც იქვეა - ახლო-მახლო.

Ferrero Rocher, Nutella, Qwelly, Qwellynaria, art, cake roll, culinary, recipe, ნამცხვარი, ნუტელა, რულეტი, ტკბილეული, ფერერო როშე, ქველინარია, კულინარია, ნამცხვრები, კულინარიული რეცეპტები

შემადგენლობა

  • რულეტის ცომი
    • ფქვილი - 120 გრ. (1 ჭიქა);
    • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ;
    • მარილი - ½ ჩ/კ;
    • კვერცხი - 4 ცალი;
    • გრანულებიანი შაქარი - 200 გრ.;
    • ლიმონის წვენი - 1 ჩ/კ;
    • შემთბარი (ცხელი) რძე - 1/4 ჭიქა (60 მლ).
  • ნუტელას კრემი
    • კარაქი (შერბილებული ოთახის ტემპერატურაზე) - 1 ჭიქა;
    • შაქრის პუდრა - 2 ჭიქა;
    • ნუტელა - 3/4 ჭიქა;
    • რძე - 3-4 ს/კ;
    • ვანილის ექსტრაქტი - 2 ჩ/კ.
      (მიქსერით კარგად გათქვიფეთ კარაქი, დაამატეთ შაქრის პუდრა. შემდეგ შეურიეთ ნუტელა, ვანილის ექსტრაქტი და რძე ყველა ეს იგრედიენტი კარგად გადაურიეთ ერთმანეთში)
  • შოკოლადის განაჩე (მომზადება იხილეთ აქ: შოკოლადის განაჩე)
  • თეთრი შოკოლადის განაჩე
  • ფერერო როშე
  • დაჭრილი თხილი

მომზადება

რულეტის ცომი:

  • კარგად აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი;
  • ჩაამატეთ 4 კვერცხი, შაქარი და ლიმონის წვენი და მორევა განაგრძეთ მიქსერით;
  • როდესაც ერთიან მასას მიიღებთ, დაამატეთ ცხელი რძე და კვლავ მოურიეთ.
  • თუ ძალიან თხელი მასა გამოვა, დაამატეთ ფქვილი.

ფერერო როშეს და ნუტელას რულეტი:

  • გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსზე.
  • მოასხით საცხობი სპრეი სინს, დააფარეთ ცვილის ქაღალდი (ამ სახელწოდებით მოიკითხეთ სუპერმარკეტებში) და კიდევ მოასხით სპრეი.
  • რულეტის ცომი გადმოიტანეთ და გაშალეთ მთელს სინზე, თანაბარ სისქეზე.
  • 10 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.
  • გამოღებისთანავე, ვიდრე ცხელია, გადააფარეთ ზედ პერგამენტის ქაღალდი და გადმოატრიალეთ რომ ფენა გადმობრუნდეს.
  • არ ააცალოთ არც ცვილის და არც პერგამენტის ქაღალდი, პირდაპირ დაიწყეთ გადახვევა. გადახვეული ცოტა ხნით დააყოვნეთ რომ გაგრილდეს.
  • შემდეგ გაშალეთ და ააცალეთ ქაღალდები.
  • დაიწყეთ ნუტელას წასმა და ფერერო როშეს ბურთლები ჩაამწკრივეთ ერთ ზოლზე, რომელიც საბოლოოდ მოექცევა გულში.

    Ferrero Rocher, Nutella, Qwelly, Qwellynaria, art, cake roll, culinary, recipe, ნამცხვარი, ნუტელა, რულეტი, ტკბილეული, ფერერო როშე, ქველინარია, კულინარია, ნამცხვრები, კულინარიული რეცეპტები

  • წაუსვით ნუტელა მთელ ფენას და გადაახვიეთ.
  • შემდეგ გარედანაც წაუსვით ნუტელა.
  • მოასხით წვრილად თეთრი და შავი შოკოლადის განაჩე
  • დაალაგეთ თავზე ფერერო როშეს ბურთულები. შეგიძლიათ რაფაელოც შეურიოთ

    Ferrero Rocher, Nutella, Qwelly, Qwellynaria, art, cake roll, culinary, recipe, ნამცხვარი, ნუტელა, რულეტი, ტკბილეული, ფერერო როშე, ქველინარია, კულინარია, ნამცხვრები, კულინარიული რეცეპტები

  • ისევ მოასხით თეთრი და შავი შოკოლადის განაჩე.
  • მოაყარეთ წვრილად დაჭრილი თხილი.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები: Qwelly, Qwellynaria, culinary, recipe, კულინარია, ნამცხვარი, ნუტელა, რულეტი, ტკბილეული, ფერერო_როშე, მეტი...ქველინარია

ნახვა: 1793

გამოხმაურებები!

ცხელი ყავა გადავისხი ზედ როცა ეს კომენტარი მომხვდა თვალში :D აი, პირდაპირი მნიშვნელობით მომხვდა! :D 

Kakha_მ თქვა:

უკრაინულ შოკოლადზე მზადდება? :DD

ყავამ ფიზიკურად შუერაცხ-ჰმყო, გამანადგურა :D 

Kakha_მ თქვა:

კარგია როცა თანამეკომენტარე ზუსტად ხვდება შინაარსის შიდა შრეს :D საინტერესო რეაქციაა, ყავას ნუ შეურაწყოფ დაქცევით!! :D 

წარმომიდგენია ეს რა იქნება, ალბათ ერთი წელი არ მოგინდება არაფერი :D

თუმც, რაფაელო მაინც რაფაელოა და მას ვერავინ შეცვლის! მმ :D ♥♥

ადამიანს თუ გინდა გულმა დაარტყას ამას უნდა აყურებინო და არ აჭამო :D

RSS

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters