ნაპოლეონის ნამცხვარს აქვს თუ არა კავშირი ფრანგ იმპერატორთან ვერ გეტყვით, რადგან ის ნაპოლეონი პატარა იყო, ეს ნაპოლეონი კი ნამცხვრებში საკმაოდ დაწინაურებულია სიმაღლით; ის ნაპოლეონი პუტკუნა იყო, ეს კი ჰაეროვანიალ იმას სისხლის ღვრა უყვარდა, ეს კი თეთრი და ფითქინაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ნაპოლეონი იყო და რჩება ერთ-ერთ უგემრიელეს და დელიკატურ ნამცხვრად.

      თუმცა იმ სახით, რომლითაც ჩვენთან არის გარვცელებული, ამერიკის კულინარიული ინსტიტუტი (CIA), ნაპოლეონს არ იცნობს და მის საპირწონეთ, სპეციალურად ქველინარიისთვის, გთავაზობთ კლასიკური ნაპოლეონის რეცეპტს. (რომელსაც თურმე გარგრის ჭიქურა სჭირდება).

Qwelly, Qwellynaria, culinary, recipe, კულინარია, ნამცხვარი, ნამცხვრები, ნაპოლეონი, ქველინარია კულინარიული რეცეპტები

შემადგენლობა:

  1. ფენოვანი ცომი - 350 გრამი
  2. რძიანი კრემი - 1½ ჭიქა
    • ჟელატინი - 2 1/4 ჩ/კ
    • ცივი წყალი - 1/4 ჭიქა
    • ნაღები - 1 ჭიქა
    • საკონდიტრო კრემი - 2 ჭიქა
      • გრანულებიანი შაქარი - 5 ს/კ
      • კვერცხის გული - 2
      • ფქვილი - 1/3 ჭიქა
      • მარილი - 1/4 ჩ/კ
      • რძე - 1 ჭიქა
      • ვანილის ექსტრაქტი - ½ ჩ/კ
        საკონდიტრო კრემი ჩვეულებრივ მოიხარშება ამ იგრედიენტებით და შემდეგ, ნაპოლეონისთვის გამოიყენებთ მხოლოდ 2 ჭიქას.
    ნაპოლეონის კრემისთვის კი, საკონდიტრო კრემთან ერთად შეურევთ ცივ წყალს, ნაღებს და ჟელატინს. ამ კრემსაც მოხარშავთ. დაამატებთ გარგრის ჭიქურას.
  3. გარგრის ჭიქურა, შემთბარი, გემოვნებით
    • გარგრის ჯემი - 3/4 ჭიქა;
    • წყალი-3/4 ჭიქა;
    • სიმინდის სიროფი - 3/4 ჭიქა;
    • კონიაკი - 1/3 ჭიქა;
  4. ფონდანტი - 120 გრ. (მოიკითხეთ სუპერმარკეტებში)
  5. მარტივი, შაქარ-წყლის სიროფი (1ჭიქა შაქარი x 1ჭიქა წყალი) - 50 მლ.
  6. შავი შოკოლადი (გამდნარი) - 30 გრამი

მომზადება:

      დაყავით ფენოვანი ცომი სამ ნაწილად.

      თითოეული გააპრტყელეთ, დაახლოებით, 38x22 სანტიმეტრზე (სიგრძეxსიგანე) და სისქე 3 მმ.

      დადეთ პერგამენტზე და შედეთ მაცივარში 1 საათით.

      გაახურეთ ღუმელი 190 გრადუს ტემპერატურაზე.

      გამოიღეთ მაცივრიდან, გადმოიტანეთ საცხობზე და ჩანგლის საშუალებით, კიდეები დაუსერეთ, დაუტკეპნეთ ზედ საცხობზევე, რომ მიეკროს კარგად.

      გამოაცხვეთ 20-30 წუთის განმავლობაში 190 გრადუს ტემპერატურაზე.

      ანალოგიურად გამოაცხვეთ მომდევნო ორი ფენა. ამის შემდეგ ფენები მოათავსეთ საყინულეში და დატოვეთ იქ მთელი ღამის განმავლობაში.

      მეორე დღეს, გამოიღეთ და გაალღვეთ ოთახის ტემპერატურაზე ან აირღუმელში დაბალ ტემპერატურაზე.

      ფენებს წაუსვით სიროფი.

      ნამდვილ, კლასიკურ ნაპოლეონს უნდა ჰქონდეს გარგლის ჭიქურა.

გარგრის ჭიქურა
გარგის ჭიქურისთვის საჭირო იგრედიენტები ერთად მოათავსეთ ქვაბში, კარგად აურიეთ და წამოადუღეთ. როდესაც ერთიანი, ბლანტი მასას მიიღბთ, გამორთეთ და გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე.

      კრემს შეურიეთ გარგრის ჭიქურა და წაუსვით ფენას. შემდეგ დაადეთ მეორე ფენა და ისევ წაუსვით. მესამე ფენა დაადეთ ამობრუნებული - საცხობი ძირი ჰქონდეს ზემოთ.

      მესამე ფენას წაუსვის შემთბარი ფონდანტი და ძალიან წვრილად, პარალელური ზოლები გაუკეთეთ გამდნარი შავი შოკოლადით.

      შემდეგ, წვრილი ჩხირის წვერი გაატარეთ შოკოლადის ზოლების პერპენდიკულარულად, რათა მიიღოთ სურათზე წარმოდგენილი ეფექტი.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები: Qwellynaria, კულინარია, ნამცხვარი, ნაპოლეონი, ფენოვანი, ქველინარია

ნახვა: 1451

გამოხმაურებები!

დაზვერვა მიირთმევს ნაპოლეონს - ასეთია მათი სარეკლამო კამპანიის "სლოგანი" :D 

Kakha_მ თქვა:

კარგია რეკომენდაციას ცენტრალური სადაზვერვო სამსახური რომ უწევს (CIA) :DD

RSS

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters