არცერთ მშობელს არ უყვარს როდესაც ბავშვს აქვს ალერგიის სიმპტომები, სურდო, თვალების ქავილი და ცემინება. მაგრამ ეს საკმაოდ გავრცელებულია, ამერიკული კოლეჯის, ასთმისა და იმუნოლოგიის ცენტრის თანახმად ბავშვების 10% აქვს რესპირატორული ანუ სასუნთქი გზების ალერგია. თუ თქვენი შვილი ერთ-ერთი მათგანია, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შესაბამისი ზომები, რათა თავიდან აიცილოთ ალერგიის გამომწვევი მიზეზები, როგორიცაა მტვერი (ყვავილის მტვერი) ან ცხოველის ბეწვი. პირველ რიგში გაარკვიეთ რაზე აქვს ალერგია თქვენს შვილს. მატერია რომელიც ალერგიულ რეაქციას იწვევს ცნობილია ალერგენის სახელით. „თქვენ თუ შეძლებთ განსაზღვროთ რა არის ალერგენი, თქვენ შეძლებთ მის თავიდან აცილებას“ ამბობს ექიმი ასრაიან ჩიუ, უისკონსინის ასთმისა და ალერგიის სამედიცინო კოლეჯის დირექტორი და პედიატრიის პროფესორი.
თუ თქვენს შვილს გარემოზე აქვს ალერგია, ყურადღებით იყავით მტვერზე და ცხოველის ბეწვზე. თუ ისინი ჭარბი რაოდენობითაა თქვენს სახლთან ექიმი ჩიუს რჩევით ჯობია რომ ბავშვმა სახლში ითამაშოს, რათა თავიდან აიცილოთ ალერგია. თუ გარეთ მოუწევს ყოფნა, მაშინ ეცადეთ რომ ეს არ დაემთხვას დროს როცა ყველაზე დიდი რაოდენობით არის მტვერი ქუჩებში. ამერიკული კოლეჯის, ასთმისა და იმუნოლოგიის ცენტრის რეკომენდაციით ბავშვს უნდა ეკეთოს მზისგან დამცავი სათვალე და ქუდი ეფაროს, რათა თავიდან იქნას აცილებული მტვრის ნაწილაკების მოხვედრა თვალში და თმაში. სახლში შინაური ცხოველის ყოლის შემთხვევაში ეცადეთ რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ ბავშვთან მისი კონტაქტი. გვიან ზაფხულსა და ადრე შემოდგომაზე მცენარის მტვერი ყველაზე ჭარბად დილით გამოიყოფა, ხოლო გაზაფხულზე და ზაფხულში საღამოს საათებში.
თქვენ შესაძლოა იცოდეთ რომ საწოლი მტვრის ბაქტერიის საუკეთესო სამალავია. თუ თქვენს შვილს მტვრის ბაქტერიაზე აქვს ალერგია, ეცადეთ რომ რაც შეიძლება სუფთა იყოს მისი ლოგინი. თეთრეული გარეცხეთ ყოველ კვირა ცხელ წყალში, მინიმუმ 55 გრადუს ცელსიუსი, რათა ბაქტერიები განადგურდნენ. ასევე გამოიყენეთ სპეციალური ლეიბი, რომელიც დამზადებულია ალერგენისგან დამცავი მატერიისგან.
თუ თქვენ შინაური ცხოველი გყავთ, მაგრამ ბავშვი ალერგიულია ცხოველის ბეწვზე, დააწესეთ მკაცრი წესი რომ საძინებელ ოთახში შესვლა აეკრძალოს შინაურ ცხოველს. „ეს შეამცირებს ცხოველის ბეწვით გამოწვეულ ალერგიას“ - ექიმი ჩიუს თქმით, „ეს არ არის პრობლემის სრული აღმოფხვრა, რადგან სახლის სხვა ოთახები მისთვის შეზღუდული არ იქნება, მაგრამ ეს მეთოდი მაინც საიმედოა“. ჯობია თუ ბავშვს ცხოველთან არ ექნება ხშირი ურთიერთობა, რადგან ალერგენის შემცველია მისი ბეწვი და აგრეთვე ცხოველის ნერწყვი. ასევე შეგიძლიათ თქვენი შვილის ალერგოლოგს დაელაპარაკო, რომელიც გასწავლით სხვადასხვა მეთოდებს, რაც დაგეხმარებათ ალერგიისგან თავის დასაცავად.
ტანსაცმლის ქირაობა, თეთრეულის და ტილოების გარეთ სარეცხის თოკზე გაშრობა შეიძლება მოსახერხებელია, მაგრამ არა მაშინ თუ თქვენი შვილი ალერგიულია. გარეთ გამშრალ ტანსაცმელს ედება მტვერი, რამაც შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს. ექიმი ჩიუს რჩევით ჯობია თუ ტანსაცმელს გააშრობთ სახლში.
ტეგები: Qwelly, ალერგია, რჩევები, საინტერესო
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•