ნაყინის ტორტი

      გაზაფხულია, მაგრამ სიცხე ნელ-ნელა ძალებს იკრებს და ცივი სასმელებისა და ნამცხვრებისკენ გაგვირბის თვალი. ცხელ დღეებში შეგიძლიათ მიირთვათ ჟელატინის საზაფხულო ტორტი, ან მოამზადოთ კრემ ბრულე ან სულაც იოგურტის ნაყინით გაგრილდეთ, მაგრამ დღეს, ქველინარია გთავაზობთ ნაყინის ტორტს, რომელიც სწორედ გარდამავალი, საგაზაფხულო პერიოდისაა.

შემადგენლობა

  • კვერცხი - 7 ც.
  • მარილი - 1 მწიკვი
  • შაქარი - 100 გრ.
  • კაკაო - 40 გრ.
  • სახამებელი - 40 გრ.
  • შავი შოკოლადი 100 გრ.
  • ნაყინი გემოვნებით.

მომზადება

  • მოზრდილ თასში ჩაახალეთ 7 კვერცხი და დაუმატეთ 1 მწიკვი მარილი. ოდნავ შეთქვეფილ მასას დაუმატეთ 100 გრამი შაქარი და განაგრძეთ მიქსერით თქვეფა, ვიდრე კარგად არ ამოვა.
  • მასას დაუმატეთ 40 გრამი კაკაო და მოურიეთ კოვზით კარგად რომ გაუჯდეს.
  • დაუმატეთ 40 გრამი სახამებელი და კვლავ მოურიეთ კოვზით.
  • შეურიეთ 60 გრამი ფქვილი. მასა საბოლოოდ ოდნავ შესქელებული გამო.
  • გადაიტანეთ საცხობ ფორმაში. წარმოდგენილი იგრედიენტების ოდენობით მომზადებული მასისთვის, სასურველია, რომ იყოს ოდნავ მომცრო დიამეტრის და მაღალი ფორმა.
  • ბისკვიტი უნდა გამოაცხოთ 200 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში.
  • ვიდრე ბისკვიტი ცხვება, ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ 100 გრამი შავი შოკოლადი (ფილა).
  • გამოიღეთ ბისკვიტი, გაჭერით ჰორიზონტალურად შუაზე, ორ ნაწილად, დაელოდეთ კარგად რომ გაგრილდეს. შემდეგ ძირის ფენას დაადეთ ნაყინი, კარგად გადაასწორეთ, და დაადეთ მეორე ფენა. ჩვენ გირჩევთ ვანილისა და კარამელის ნაყინს.
  • ზემოდან მაოსხით შოკოლადი და მოსართავად მოაყარეთ დაჭრილი ნუში.

შედგით მაცივარში და გემრიელად მიირთვით ცივ ყავასთან ერთად!

ტეგები: Qwellynaria, ნამცხვარი, ნაყინი, რეცეპტი, სენდვიჩი, ტკბილეული, ტორტი

ნახვა: 1078

გამოხმაურებები!

ნაყინი ალბათ წონის(საოჯახო) დაგვჭირდება ხო? :D

კი და ბევრი, მრავალი :D

თათია_მ თქვა:

ნაყინი ალბათ წონის(საოჯახო) დაგვჭირდება ხო? :D

თან ახლა, როცა ასე ჩამოცხა და დაიხუთა ქალაქი )) როდის ამზადებ? 

Maiko_მ თქვა:

ეს ტორტი ძალიან მომწონს, პირდაპირ მეუბნება მომამაზადეო :D

RSS

ბლოგ პოსტები

MMOexp Path of Exile 2:Effective Strategies for Farming Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In POE 2 Currency, building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:01am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters