წარმოიდგინეთ, სამსახურიდან სახლში დაღლილი მიხვედით, თერმომეტრი გარეთ 43 გრადუსს, ოთახში კი 32-35 გრადუს ტემპერატურას აჩვენებს, საშინლად გცხელათ და ამ დროს, საყინულეში გელოდებათ წითელი, ხავერდოვანი ნაყინი. უფრო ადვილი მოსამზადებელი, ვიდრე ნაყინის სენდვიჩი და უფრო გემრიელი, ვიდრე ლაზანია ან ბიზონი კანადურად.
რა გასაკვრია, ეს ხომ სპეციალურად ქველინარიისთვის ქართულად თარგმნილი რეცეპტია.
საშუალო ზომის თასში მოათავსეთ 4 კვერცხის გული, დააყარეთ 100 გრამი შაქარი და 1 ს/კ სიმინდის ფქვილი და კარგად აურიეთ, ვიდრე ერთიან მასას არ მიიღებთ (გოგლი-მოგლი უნდა გმოგივიდეთ).
გაზზე გააცხელეთ (არ აადუღოთ!) რძე. შეურიეთ ვანილის ექსტრაქტი. დაასხით თასში არეულ მასას ნელ-ნელა, ეტაპობრივად და პარალელურად ურიეთ კოვზით, კარგად რომ გაიხსნას კვერცხი რძეში და შემდეგ მთელი ეს მასა, ისევ ქვაბში გადაასხით, დადგით ცეცხლზე და განაგრძეთ მორევა ადუღებამდე. მთლიანი მასა უნდა გაყვითლდეს.
შემდეგ დაუმატეთ ნაღები, აურიეთ და დადგით მაცივარში კარგად რომ გაცივდეს.
თასში მოათავსეთ ნაღების ყველი, მოაყარეთ შაქრის ფხვნილი (პუდრა) და კარგად აურიეთ. დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე.
დაჭერით წითელი (ხავერდოვანი) ჭიქის ნამცხვრები (ტარტალეტკები) პატარა კუბიკებად და შეინახეთ მაცივარში.
ელექტრონული კომბაინის (მიქსერის) თასი შედგით მცირეოდენი ხნით საყინულეში. კარგად რომ გაცივდება, გამოიღეთ, ააწყვეთ კომბაინი, ჩართეთ ნელ სიჩქარეზე და ჩაასხით მაცივარში გაციებული კვერცხისა და რძის მასა. 40 წუთის განმავლობაში უნდა აირიოს, ვიდრე სქელ, ნაყინისთვის შესაფერის მასას არ მიიღებთ.
ამის შემდეგ ეტპობრივად გადაგაქვთ თასში
პირველ რიგში ნაყინის მასა, უმატებთ ნაღების ყველის მასას, კარგად აურევთ, მოაყრით ნამცხვრის კუბიკების ნახევარს და ისევ აურევთ.
შემდეგ კვლავ ნაყინის მასა, ნაღების ყველი, აურიეთ, კუბიკები და კვლავ აურიეთ.
შედგით საყინულეში და კარგად გაყინეთ.
გემრიელად მიირთვით!
ტეგები: Qwellynaria, კულინარია, ნაყინი, რეცეპტი, ტკბილეული, ქველი
მგონი ხავერდმა მნიშვნელობა შეიცვალა, ბიზონი როგორ უნდა გაახავერდოვანო? :D
Kakha_მ თქვა:
ბიზონი კანადურადაც ხავერდოვანია, უბრალოდ მათ ხავერდოვანი ხასიათი ჭირდებათ :D
კარამელიც მოუხდება ამ ხავერდოვან ნაყინს)))
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•