ჟოლო ენციკლოპედიაში, ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენლად არის მოახსენიებული და ბუჩქ-ბალახთა რიგებს განეკუთვნება. ასეთი დახასიათებით ალბათ არავის მოუნდებოდა მისი ჭამა, რომ არა ის არაჩვეულებრივად ნაზი და არომატული გემო, თან რომ ახლავს. ჟოლოს კოქტეილი ჯერ კიდევ წლების წინ შემოგთავაზეთ, ამას დაემატა ჟოლოს ნამცხვარიც და შემდეგ, დაუვიწყარი რაფაელო. ახლა, ქველინარიამ მოიფიქრა და ჟოლოს და რაფაელოს შერიგება, ერთ მარტივ ტორტში მოახერხა.

Milky Girl Cake, Qwelly, Qwellynaria, Raffaelo, art, cake, culinary, raspberry, recipe, კულინარიული რეცეპტები, ჟოლო, რაფაელო, რეცეპტი, ტკბილეული, ტორტები, ტორტი, ქველი, ქველინარია

შემადგენლობა

ფენებისთვის

  • შედედებული რძე - 1 ქილა (400 მლ)
  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • კვერცხი - 2
  • გამაფხვიერებელი - 1 ს/კ

კრემისთვის

  • კრემ ყველი (Cream Cheese) - 450 გრამი (2 შეკვრა)
  • ნაღები - 3 ჭიქა.
  • შაქრის ფხვნილი (პუდრა) - 2/3 ჭიქა
  • ვანილის ექსტრაქტი - 2 ჩ/კ

მომზადება

ფენები:

  • გაახურეთ ღუმელი 180 გრადუს ტემპერატურაზე.
  • თასში ჩაასხით ერთი ქილა შედედებული რძე, დააყარეთ ერთი ჭიქა ფქვილი, ჩაახალეთ ორი მოzრდილი კვერცხი, 1 ს/კ გამაფხვიერებელი და კარგად აურიეთ.
  • პერგამენტდაფენილ საცხობ ფირფიტაზე გამოაცხვეთ დაახლოებით 22 სმ დიამეტრის ზომის თხელი ფენები. 5-7 ცალი გამოგივათ.

კრემი:

  • თასში კარგად, მიქსერით აურიეთ ყველი, შაქრის ფხვნილი და ვანილის ექსტრაქტი. შემდეგ დაასხიეთ ნაღები და კარგად შეურიეთ მასას.

      დაიწყეთ კრემის ფენებზე წასმა. თანაბრად გაანაწილეთ, ისე რომ თხლად წაუსვათ და პარალელურად, გვერდებზე მოსასმელადაც დაგრჩეთ კრემი.

      კრემწასმულ გვერდებს ქოქოსი დაფარავთ.

      თავზე, ტორტი მოსართავის ცელოფნით შემოავლეთ ერთი წრე.

      შეავსეთ ცოცხალი ჟოლოს მარცვლებით. ცოტა ხნით გადააფარეთ გამჭვირვალე მინის თასი რომ კარგად დარბილდეს.

Milky Girl Cake, Qwelly, Qwellynaria, Raffaelo, art, cake, culinary, raspberry, recipe, კულინარიული რეცეპტები, ჟოლო, რაფაელო, რეცეპტი, ტკბილეული, ტორტები, ტორტი, ქველი, ქველინარია

გემრიელად მიირთვით!

შენიშვნა: თუ ჟოლო საკმარისად გაქვთ, შეგიძლიათ დაახლოებით მესამე ფენაზე, კრემის წასმის შემდეგ დაალაგოთ, ისევ გადაუსვათ კრემი და შემდეგ დაადოთ მომდევნო ფენა.

ტეგები: Qwelly, Qwellynaria, Raffaelo, recipe, ჟოლო, რაფაელო, რეცეპტი

ნახვა: 1853

გამოხმაურებები!

ვაი რა გემრიელად გამოიყურება ♥♡♡

დიეტა რას მიქვიან ასეთი ტორტის ფონზე? (( 

მაიკო, ისეთი მსუბუქი და ჰაეროვანია, დიდად არაფერს დაატყობს შენს დიეტას (( ამან არ დაგაბრკოლოს თუ მომზადებას აპირებ. )) 

maiko ratiani_მ თქვა:

მართლა დაგავიწყებს ისეთია ! :(( :D

RSS

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters