ინტერნეტ სამზარეულოებში, ჩვენი შოკოლადის პუდინგი მეტისმეტი მოწონებით და პოპულარობით სარგებლობს. მისი უმარტივესი მომზადების ქველინარიული რეცეპტი, ყველა გურმანს კულინარობისკენ უბიძგებს. დღეს კიდევ ერთ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

Qwelly, Qwellynaria, culinary, recipe, ვულკანური ლავა, კულინარია, კულინარიული რეცეპტები, ლავა, ნამცხვარი, პუდინგი, რეცეპტი, ტკბილეული, შოკოლადი

შემადგენლობა:

  • 100 გრამი შოკოლადი (ღილები)
  • 100 გრამი კარაქი
  • 100 გრამი ყავისფერი შაქარი (წვრილად დაფქვილი)
  • 3 კვერცხი
  • 50 გრამი ფქვილი

შენიშვნა: ამ შემადგენლობით, საშუალო ფორმებში 4 ვულკანური ბურთულა გამოგივათ.

მომზადება:

  • შოკოლადი ღილები მოათავსეთ ცეცხლგამძლე ჯამში, დაადეთ ზედ კარაქი და ელექტროღუმელში, ძალიან დაბალ ტემპერატურაზე გააჩერე 5-6 წუთი, ვიდრე შოკოლადი და კარაქი კარგად არ გადნება. გამოიღეთ და კარგად გადაურიეთ.
  • დაამატეთ ყავისფერი შაქარი და კარგად გადაურიეთ.
  • შემდეგ მოახალეთ თითო-თითო კვერცხი. თითეული კვერცხის შემდეგ, აურიეთ და ისე დაამატეთ მომდევნო კვერცხი. მნიშვნელოვანია რომ ყველა იგრედიენტი კარგად იყოს გახსნილი ნარევში.
  • მოაყარეთ ფქვილი და კარგად გადაურიეთ.
  • საბოლოოდ თხელი, ლავისებური მასა უნდა მიიღოთ.
  • წაუსვით კარაქი საცხობ ფორმას (ეს შეიძლება იყოს ცეცხლგამძლე ფაიფურის ჭიქა, ან ქილა).
  • ნარევი გადაასხით ფორმებში და გამოაცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე 10-15 წუთის განმავლობაში.
  • ამოიღეთ ფორმებიდან, გადმოიტანეთ თეფშზე და დაჭერით. ფრთხილად, ლავა ცხელია და გადმოიღვრება.

მიირთვით ცხელი და მიირთვით გემრიელად!

ტეგები: Qwellynaria, პუდინგი, რეცეპტი, ქველინარია, შოკოლადი

ნახვა: 1368

გამოხმაურებები!

მაინცდამაინც პირს ნუ დაიფუფქავ, აგერ მიაყოლე გლინტვეინი

Kakha_მ თქვა:

ცხელი საშიში არ არის? ((

ჩამქრალი ვულკანის კრატერი მოულოდნელად გაიღვიძებს და ცხელი ლავა ამოხეთქავს, რაც თოვლით დაფარული მწვერვალის აღსასრულის მაუწყებელია :D:D

მარიამო, ისე რომანტიკულად აღწერე, ჭამა შემენანა :D

mariam kubaneishvili_მ თქვა:

ჩამქრალი ვულკანის კრატერი მოულოდნელად გაიღვიძებს და ცხელი ლავა ამოხეთქავს, რაც თოვლით დაფარული მწვერვალის აღსასრულის მაუწყებელია :D:D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm 0 კომენტარი

ქალთა უფლებები

ქეთევან პოპიაშვილი

პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…

გაგრძელება

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters