პარასკევიდან მოყოლებული საბოლოზარე მხიარულებაა ჩვენს ქალაქში, ჩვენს საქართველოში...
2010 წელი, 20 მაისი, იოანე ზედაზნელის ხსენების დღე...
მცხეთის წმ. ათორმეტმოციქულთა სახელობის მართლმადიდებლურ საშუალო სკოლაში ბოლო ზარი ირეკება...
მამა ილიამ დაგვლოცა, დაგვასაჩუქრა და მომავალ ცხოვრებაში წარმატებები, წინსვლა, ბედნიერება გვისურვა, უფალს შეგვავედრა და გამოგვიშვა.
მხიარული და აჟიტირებული დღე იყო...
ყველა რაღაც გამოუთქმელ სიხარულს განვიცდიდით...
ვგრძნობდით დაძაბულობას - წინ, დიდი ჯაფით და სიზარმაცის მიუხედავად შეკოწიწებული საბოლოზარე ღონისძიება გველოდა...
პატარა, თბილი, მოგონებებით სავსე დადგმები... ცოტა იუმორი, ცოტა ხალისი, ბევრი გახსენება და ბევრი ცრემლი...
ვიმღერეთ კიდეც, ოღონდ + ფონოგრამაზე და რიტმიდან ამოვარდნილებმა:
მერე რაღაც ლექსები მოვყევით:
ჰოო, სამომავლო გეგმებზეც ვხუმრობდით...
ქართულ გარემოში სუფრის გარეშე რა ჩაივლიდა???
ადგილი რომ არ გვეყო, ეზოში გადმოვინაცვლეთ:
სალექსო-სასიმღერო-საცეკვაო შესვენებებზე "ბირჟას ვამაგრებდით":
მერე ჩემი ძილის დროც მოვიდა...
მოკლედ, ლამაზი იყო... ხალასი...
აი, დღეს უკვე 3 წელი გავიდა...
მონატრება, "დაძველებული სუფრა"... ხუმრობები... სკოლა... ნოსტალგია... სითბო... უფრო და უფრო მეტი სიხარული როცა ერთმანეთს ვხედავთ... როცა ერთმანეთს ვეჟღურტულებით...
ჩემებო, 98_იანელო გიმნაზიელებო - გილოცავთ ბოლო ზარის დღეს!
ბედნიერება წარმატებისკენ...
ბედნიერება უფლისკენ სავალ გზაზე!!!
მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი თ ! ! !
ტეგები: Qwelly, ბოლო_ზარი, გიმნაზია, მონატრება, მცხეთა, სკოლა, ქველი
ეს რა ვნახეეე. ვაიმეეე აუცილებელი იყო ჩემი ეს საშინელი ფოტო დაგედოოოოო ვაიმეეეეეეეეეეე
nino jaxua რატომაა საშინელი? სიმპატიურად გამოიყურები :D
nino jaxua_მ თქვა:
ეს რა ვნახეეე. ვაიმეეე აუცილებელი იყო ჩემი ეს საშინელი ფოტო დაგედოოოოო ვაიმეეეეეეეეეეე
ახლა ყოველ წელს ეს უნდა ვპოსტო და ვიხსენო და ვინოსტალგიო? :( რა პონტია ვა!
ზუსტად 5 წლის წინ, 2010 წლის 20 მაისს, ხუთშაბათს, ზედაზნობას (იოანე ზედაზნელის ხსენების დღეს) ჩვენი კლასის გამოსაშვები საღამო გაიმართა. ორი წლის წინ კიდევ იყო შეკრების და ერთობის განცდისმაგვარი (იხ. შეხვედრა სამი წლის შემდეგ), მაგრამ წელს არავინ აღმოჩნდა ვალოდია ჯინჭარაძე...
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•