ნოდარ დუმბაძეს სასაცილოდაც არ ეყოფოდა ეს პოსტი - რად უნდა ბიჭო ლექსს შესავალი! აბა ნახე ბარათაშვილი - მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, სადაა აქ შესავალიო მეტყოდა, მაგრამ ვაჰ მე რომ არც პოეტი ვარ და ის დალოცვილიც, როგორც იტყვიან, გზა მართალს არის წასული.

      რამდენიმე წუთის წინ, ერთი, პატრიოტული ვიდეოპოეზია მოვისმინე. ახალგაზრდა ქართველი კაცი, სამშობლოს სადღეგრძელოს მიირთმევდა და ლექსით აფორმებდა. როგორც აღმოჩნდა, ეს ლექსი გახლავთ, ნანა მეფარიშვილის "მინდა გაგეცნოთ".

      ვუსმენდი ამ ლექსის თითეული კუპლეტის ტაეპებს და სულ სხვაგვარი დაბოლოებები მიტივტივდებოდა თავში. ბოლოს ერთ ვითომლექსად შევკრიბე და გადავწყვიტე გაგიზიაროთ.

მეც რუსთაველის სამშობლოდან ვარ,
მხოლოდ ის ვიცი ამ გენიოსზე,
რომ სამშობლოში არ დააფასეს -
აქ ვერსად ნახავთ, ვერცერთ ფრესკაზე!

ვაჟას მიწაა ჩემი საძვალე,
ვაჟას, რომელიც მსოფლიოს მწყემსდა.
მაგრამ ქართველმა ისე მოაწყო
ერთი ნაციის აქციეს მძევლად.

გოგებაშვილმა აღმიდგა ენა,
მაგრამ ვაი რომ ეს ენაც წახდა,
"დაალაიქე", "დააჩექინე"
ჩვენი საუბრის ფესვები გახდა.

აღმაშენებლის სამშობლოდან ვარ,
კაცმა ჯარისთვის ჩრდილოელთ უხმო,
ახლა ჰგონიათ ომებს იგებდა
სიმღერა, ლექსი, პროზა უნიჭო.

მე სააკაძის სამშობლოდან ვარ,
კაცი, რომელიც გმირად ვაქციეთ,
მხედართმთავარი ჭკვიანი იყო
ამიტომ წრთვნიდა ოსმალთ არმიებს?

თამარის სისხლი გადამდის გულზე,
მისი მეფობა ოქროს ხანაა.
ასწლეულები გავიდა შემდეგ
ქალის ადგილი მაინც "კუხნაა".

უფლის სიყვარულს აქ თავს სწირავდნენ,
ახლა კი რწმენას ზომავს ტაძარი,
რაც უფრო დიდი, ოქრო-შემკული,
უფრო ღიაა ცხონების კარი.

მე ფიროსმანის სამშობლოდან ვარ
სარდაფის ქვეშ, რომ სული ამოხდა,
გალაკტიონი დამყურებს ღამით
ლექსით შეშლილი ჩუმად რომ მოკვდა.

სწორედ იქ არის ჩემი სამშობლო,
დედა ღმრთისმშობლის წილხვედრი მხარე,
და არც კი ვიცი რა ვუპასუხოთ,
რომ გვკითხავს - ხალხნო, რას დაემსგავსეთ?

მე ქეთევანის სამშობლოდან ვარ,
ყორღანაშვილიც აქედან იყო.
მხოლოდ წმინდანებს ნუ მოვიგონებთ,
სხვებიც გვახსოვდეს ვინ და რა იყო.

აკაკის ნასუნთქ ჰაერს ვისუნთქავ,
ილიას გავლილ მიწაზე დავალ,
ერთმა გამზრდელით გვითხრა რანიც ვართ,
მეორე მოვკალთ და არცა ვმალავთ!

ჩემი სამშობლო ვერ ითვლის ასაკს,
თუმცა, სადღაც გზას გადავუხვიეთ.
რაც უფრო მეტად ჩავდივართ ფსკერზე
მით მეტი გვხვდება ლექი და მღვრიე.

დიახ, გახლავართ საქართველოდან,
გენიოსთა და გმირთა ქვეყნიდან,
ეს, როცა ბახუსს ვეძლევი, მაშინ,
თორემ, ისე კი, ხომ იცით ვინც ვართ!

ტეგები: Qwelly, პატრიოტიზმი, პოეზია, სამშობლო, საქართველო, ურაპატრიოტიზმი

ნახვა: 1029

გამოხმაურებები!

ყურადღება რატომაც მიიქცია ვიდეომ, მის აღწერაში ეწერა - "სასულიერო სემინარიის კურს დამთავრებულები" )) 

RSS

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters