ინტერნეტ სივრცეს ნელ-ნელა რიოს ოლიმპიური თამაშების ცეცხლის ალი ედება. ჩვენც წინ გადავდგათ რამდენიმე ნაბიჯი და ვნახოთ, რას თამაშობდნენ ოლიმპიადაზე უწინ ისეთს, რასაც დღეს ვეღარ ვიხილავთ.
ერთ დროს ბაწარზე ცოცვა ოლიმპიური გიმნასტიკის შემადგენელი ნაწილი ყოფილა, მაგრამ 1932 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ამოიღეს. იყო ორი დისციპლინა 20 ფუტიანი (6,096 მეტრი) და 25 ფუტიანი (7,62 მეტრი). ბაწრის სისქე იყო 38 მმ. მიუხედავად იმისა, წესი არ მოითხოვდა, მონაწილეები ფოკზე ასვლას მაინც ფეხების გამოყენების გარეშე ასრულებდნენ, რადგან ეს ბევრად სწრაფი იყო, ვიდრე ფეხების მიხმარებით აცოცება. XIX საუკუნეში, სპორტის საკმაოდ პოპულარული სახეობა ყოფილა. ოლიმპიური ჩემპიონატის მიღმა, 1950 წელს დონ პერიმ 20 ფუტიანი დისციპლინა 2,8 წამში დაფარა და მსოფლიო რეკორდსმენი გახდა, თუმცა ამ დროს ეს სახეობა ოლიმპიადიდან უკვე დიდი ხნის ამოღებული იყო.
1960-2000 წლებში ზამთრის სპორტის სახეობებს შორის იყოს სათხილამურო ბალეტი. მინავლებული პოპულარიზაციის გამოსასწორებლად, სადემონსტაციოდ 1988-1992 წლებში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზეც გაიტანეს, თუმცა ნაკლებსპორტულობის გამო მალევე თქვეს უარი და 2000 წლიდან საერთოდ სათხილამური თავისუფალ სტილად გადაიქცა და აღარ სპორტად.
ლაკროსი (Lacrosse) ჩვენში არც ისე პოპულარული თამაშია. მისი ისტორია XIX საუკუნეში, კანადაში იწყება. პირველი გუნდი - 1844 წელს, მონრეალის ოლიმპიური კლუბის მიერ ჩამოყალიბდა. ოლიმპიური სახეობის სტატუსით, ეს თამაში 1904 წელს აშშ-ში და 1908 წელს ლონდონის ოლიმპიადებზე წარმოჩინდა, მომდევნო ოლიმპიადაზე (1928, 1932, 1948) იგი მხოლოდ სადემონსტრაციო თამაშის სახით იყო წარმოდგენილი. ლაკროსის ფუძემდებლად ჯორჯ ბირსი ითვლება, მანვე შეიმუშავა თამაშის წესები 1867 წელს. ხის კეტის ნაცვლად, პეპლის საჭერისმაგვარი ჩოგანი აირჩია, რომლითაც ბურთის დაჭერა და პარტნიორისთვის გადაწოდება გაადვილდებოდა. კანადიდან ეგზოტიკური თამაში ინგლისს ეწვია, სპეციალურად დედოფალ ვიქტორიასთვის, ინგლისიდან კი, სადაც ბრიტანეთს ხელი მიუწვდებოდა, ყველგან გავრცელდა (შოტლანდია, უელსი, ირლანდია, ავსტრალია, ახალ ზელანდია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). დღეს, ლაკროსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და განსაკუთრებით ამერიაკსა და ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
ცხენბურთი, ანდა როგორც გავრცელებულია პოლო, ოლიმპიურ თამაშებზე 1900 წელს იქნა შემოღებული. 1900, 1908, 1920, 1924 და 1936 წლების ზაფხულის ოლიმპიადებზე ოლიმპიურ სახეობათა რიგებშიც ნახავდით, მაგრამ მას შემდეგ პოლო ოლიმპიადაზე აღარ ყოფილა.
წაიკითხეთ სხვა სახეობების შესახებაც: ოლიმპიადიდან ამოღებული თამაშობანი
ტეგები: Lacrosse, Olympic_Games, Qwelly, ეს_საინტერესოა, ოლიმპიადა, ოლიმპიური_თამაშები, ოლიმპიური_სპორტი, ფაქტები, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•