გასულ კვირას, მცხეთაში, ისევე როგორც საქართველოს უმრავლეს რეგიონში, ჩატარდა მაჟორიტარული სისტემით საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური.
წარმოდგენილი პოსტი მიზნად ისახავს, მცხეთის საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგების სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენას.
მცხეთაში, დეპუტატობისთვის მებრძოლი კანდიდატები იყვნენ:
მცხეთის საარჩევნო ოლქი (N37) მოიცავდა 45 საარჩევნო უბანს (46-ე უბნის მონაცემები წარმოდგენილი იყო მე-12 უბნის მონაცემებთან ერთად).
ერთიან სიაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო: 44 523, აქედან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 27 967 (არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, რომელიც ითვლება ყველა სახის სიაში ხელმოწერების ჯამის მიხედვით).
მცხეთაში, ამომრჩეველთა საერთო აქტივობამ 63% შეადგინა. ეს მაჩვენებელი, მთელი საქართველოს მასშტაბით, მეორე ტურისთვის ყველაზე მაღალია და მინიმუმ 12%-ით აღემატება სხვა დაწინაურებულ ოლქებს.
ყველაზე აქტიური იყო N21 საარჩევნო უბანი, სადაც ამომრჩეველთა 80% გამოცხადდა და ყველაზე პასიური იყო N19 საარჩევნო უბანი, სადაც ამომრჩეველთა 55% მივიდა ხმის მისაცემად.
რაც შეეხება დღის აქტიურ მონაკვეთს, ტრადიციულად, ესაა 12:00_დან 17:00_მდე პერიოდი. ამ დროს საარჩევნო უბნებზე დაახლოებით 13 ათასი ამომრჩეველი მივიდა.
სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 30 ოქტომბრის არჩევნებზე მცხეთის ოლქისთვის, იყო: 220. აქედან ყველაზე ბევრი (57 ამომრჩეველი) მე-12 საარჩევნო უბანზე.
უბნების მიხედვით შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა. 45 საარჩევნო უბნიდან:
ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა: 555, აქედან, ყველაზე მეტი ბათილად ცნობილი ბიულეტენი (43) დაფიქსირდა N41 საარჩევნო უბანზე. არ იყო ისეთი უბანი, სადაც 1 ბილეთი მაინც არ გაბათილდა.
ცესკოს ოფიციალურ საიტზე, პირველად აიტვირთა N36 საარჩევნო უბნის ოქმი, ხოლო სულ ბოლოს განთავსდა N12 საარჩევნო უბნის ოქმი (31 ოქტომბერი, 03:12).
საბოლოო შედეგები:
მომზადებულია, ცესკოს ოფიციალური საიტზე განთავსებული ოქმების მიხედვით.
ტეგები: Qwelly, არჩევნები, გამოკითხვები, მაჟორიტარული, საპარლამენტო, ქველი
მეორე ტურის კვალობაზე აქტიურობა მართლაც მაღალი გქონიათ :)
პ.ს ჩოჩელი ვინ არის? ცნობადი სახეა? კარგად აუღია ხმები :D :D
ვერ დაგეთანხმები. საკმაოდ ძლიერი კონკურენტები იყვნენ ერთმანეთისთვის, ეს შედეგებმაც დაგვანახეს. მხოლოდ 60 ხმით მოიგო ოცნების კანდიდატმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მცხეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარს (არჩევნებზე მისული მოსახლეობის(!)) არ აქვს ნდობა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში თავიანთი წარმომადგენლის მიმართ. სავალალო მდგომარეობაა
Kakha_მ თქვა:
ცეზარი რა სუსტი ყოფილა არ ველოდი მის ასე დიდი ანგარიშიც კრახს, მარცხს და დამარცხებას :D
ჩოჩელი რა მუდამ მომღიმარია, დამარცხდა მაგრამ ღიმილი არ უქრება სახიდან, ხანდახან ისე ჩაიღიმებს ხოლმე რომ აღაიანის მაცხოვრებლები ამბობენ ახლა მაინც დაგვაძინეო (ღიმილის ხმა გადადის იქეთ ხოლმე) ვერ ხედავ ღამის 3 საათიაო? :D
საინტერესო ისაა, რომ ოცნების მოწინააღმდეგეებს, არ მოსწონ(და)თ ბიზნესმენი ხელისუფალი (მილიარდელი, ყოფილი პრემიერი), სწორედ იმიტომ, რომ ფულთან ერთად, ახლა მმართველის ძალაუფლებაც მოიპოვა, რაც გულისხმობს იმას, და შეუძლია არა მხოლოდ იყიდოს ქვეყანა, არამედ გაყიდოს ქვეყანა თავის თავზე. დაიკანონოს. და მცირე მასშტაბით იგივე არ იქნებოდა მცხეთაშიც? )) პარადოქსებით სავსე ხალხი ვართ!
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ოქტომბერი 23, 2026.
საათი: 11:02am
0 კომენტარი
0 მოწონება
Managing overlapping enemy groups in Hero Siege takes more than strong equipment. Whether you are comparing upgrades or planning how to spend Hero Siege Gold, survival still depends on keeping…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
© 2026 George.
•