აი დასავლეთისკენ რომ მიდიხარ...

სურამს რომ მიუახლოვდები...

და სასიამოვნო სურნელი გეცემა... მერე გააჩერეს ძახილით მანქანიდან რომ გადახვალ და გემრიელ ნაზუქს იყიდი... 

აი იმ ნაზუქის რეცეპტი QwellyNaRi_სგან...

შემადგენლობა:

  1. კვერცხი - 2 ცალი
  2. რძე - 3 ჩაის ჭიქა
  3. საფუარი - 50 გრამი
  4. შაქარი - 1 ჩაის ჭიქა
  5. ერბო - 1 ჩაის ჭიქა
  6. მარილი - 1 ჩაის კოვზი
  7. ფქვილი - რამდენიც დასჭირდება

მომზადება:

  • სამ ჩაის ჭიქა პურის ფქვილს თანდათანობით დაასხით ერთნახევარი ჩაის ჭიქა ცხელი რძე.
  • ათქვიფეთ კარგად და გააჩერეთ თბილ ადგილას ერთი საათი;
  • შემდეგ თანდათანობით დაამატეთ ერთნახევარი ჩაის ჭიქა თბილი რძე, საფუარი, შაქრის ფხვნილი, კვერცხი, მარილი, ერთი ჩაის ჭიქა პურის ფქვილი.
  • კარგად აურიეთ და ცომი დადგით თბილ ადგილას გასაფუებლად.
  • როცა ცომი კარგად გაფუვდება, დაამატეთ ერბო და იმდენი პურის ფქვილი, რამდენიც დასჭირდება ცომს მოსაზელად.
  • მოზელის დროს ხელი დაისველეთ ერბოთი.
  • მოზელილი მზა ცომი ამოაგუნდავეთ, გააბრტყელეთ მოგრძო ფორმით (როგორც შოთის პური), მოათავსეთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე და შედგით ღუმელში გამოსაცხობად. 

ტეგები: Qwellynaria, რეცეპტი, ტკბილეული, ცომეული

ნახვა: 2821

გამოხმაურებები!

ვაიმეე რა ძალიან მიყვარსს :) :დ

სურამულია? ))

ერთადერთხელ გავსინჯე სურამის ნაზუქი და იმედები გამიცრუვდა :// ჩემ გამომცხვარ ნაზუქზე გემრიელი ჯერ არ გამისინჯავს ^^

მაიკო ხაშურში გივის ნაზუქს გირჩევ ნაზის სანაზუქეს გვერდითაა <3

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm 0 კომენტარი

ქალთა უფლებები

ქეთევან პოპიაშვილი

პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…

გაგრძელება

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters