იაპონიაში, მთა ფუჯის ჩრდილო–დასავლეთით მდებარეობს ტყე – აოკიგაჰარა – "ხეების ზღვა". ტყეში ხეები იმდენად მჭიდროდ, ახლო–ახლოა განლაგებული, რომ არც ცხოველები და არც ქარი არ არღვევს მის შემზარავ სიჩუმეს.
ბევრი იაპონური თქმულება დემონებსა თუ ბოროტ სულებზე დაკავშირებულია ამ ტყესთან. გარდა ამისა, იგი საოცრად მიმზიდევლია… თვითმკვლელებისათვის. წელიწადში 100–ზე მეტი ადამიანი მიდის ტყეში და უკან აღარ ბრუნდება. ტყე იმდენად უღრანი და დაბურულია, პოლიცია ხშირ შემთხვევაში უკვე დიდი ხნის ჩამომხრჩვალ სხეულებს პოულობს. 1960 წელს სეიჩო მაცუმოტოს პოპულარული რომანის "Kuroi Kaiju"_ს ("ხეთა შავი ზღვა") გამოსვლის შემდეგ, რომელშიც მოთხრობილია შეყვარებულების ამბავი, რომლებმაც სიცოცხლე სწორედ ამ ტყეში თვითმკვლელობით დაასრულეს, თავის ჩამოხრჩობის "მსურველთა" რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა. განსაკუთრებით აქტიური პერიოდია მარტი.
გარე პერიმეტრი სავსეა გამაფრთხილებელი წარწერებითა და განცხადებებით, რომ სუსტი ნერვების ან არამყარი ფსიქიკის ადამიანები მოერიდონ ტყეში შესვლას.
"სიცოცხლე ფასდაუდებელი საჩუქარია" • "იფიქრე ოჯახზე"
თუმცა ეს კიდევ უფრო მეტ "რეკლამას" უკეთებს მოღუშულ "ხეთა ზღვას".
თუმცა ტყის ყველა დამთვალიერებელს როდი სურს სიცოცხლის რომელიღაც უსახური ტყის გამხმარ ტოტზე დასრულება. ბევრი ტურისტი ცნობისმოყვარეობის გამო აკითხავს მას. გზა რომ არ დაეკარგოთ, ისინი სპეციალური ნივთებით, ალმებით და სხვა საშუალებებით ნიშნავენ გზას. მაგრამ ხშირად ეს ნიშნულები "იკარგება". ზოგჯერ ტურისტებს სთავაზობენ არაოფიციალურ "ტურებს" ცნობილი ყინულისა და ქარის გამოქვაბულებისა და მოჩვენებების სანახავად ექსკურსიამძღოლის თანხლებით, მაგრამ ამ შემთხვევაშიც "იკარგებიან" ადამიანები.ტყით მოჯადოებულ მსხვერპლს ხშირად სამკაულები ან აქსესუარები ხელუხლებლად უკეთიათ, რაც ახლა უკვე წვრილმანი ქურდობების მიზეზი გახდა.
წყარო: ვერტიკალური ჰორიზონტი
ტეგები: Japan, Qwelly, იაპონია, სუიციდი, ფუჯი
რა შემზარავიაა...მაგრამ ფოტოებიდან ტყე არც ისე ხშირი ჩანს....
დიდია თამუნ და გაუვალი... და ამას ემატება სახელი - თვითმკვლელთა ტყე და განცდა რომ მორჩა - მოვკვდები!
თამუნა გოგინაშვილი said:
რა შემზარავიაა...მაგრამ ფოტოებიდან ტყე არც ისე ხშირი ჩანს....
:( საშინელება ისაა რომ უმეტესობა მიდის თავის მოკვლის სურვილით....
რა გინდა თამუნ, ერთი ადგილი ხომ უნდა იყოს ამათთვისაც??? სადაც პატიოსნად მივლენ და თავს ჩამოიკიდებენ... :D :D :D :D
თამუნა გოგინაშვილი said:
:( საშინელება ისაა რომ უმეტესობა მიდის თავის მოკვლის სურვილით....
აუხ, ამ ტყეში პიკნიკი რა იქნებოდააააააა... :D :D :D :D :D
ana qoreli said:
ra sashinelebaa :((
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
1 Like
© 2025 George.
•