ჩემი ბიოგრაფია ძალიან ჰგავს ეშმაკის ბორბალს! 

 

       პირველი კაბინა: პატარაობაში მჯეროდა, რომ რაღაცეები შეიძლებოდა შეცვლილიყო. რომ ადამიანებს შეეძლოთ უსაზღვროდ ყვარებოდათ ერთმანეთი და უსაზღვროდ გამოეხატათ სითბო. მოკლედ მაშინ მხოლოდ სიკეთის მჯეროდა. ძირითადად სულ ამ თემაზე ვხატავდი. თერთმეტი წლისამ, არგენტინაში ერთ-ერთ კონკურსში (Bienal Internacional de Arte Infantil y Juvenil. 2001)   გავიმარჯვე. ეს იყო ჩემი პირველი გამარჯვება. ისეთი შეგრძნება მქონდა, ხმამაღლა რომ ჩურჩულებ. ევროპაშიც რომ გაუგიათ ჩემი ჩურჩული. 

 

 

       მეორე კაბინა: თუ სულ თან დაატარებ შენს ბავშვობას, არ დაბერდები. მე ჯერ კიდევ ვცვლიდი სამყაროს. ვხატავდი გარემოს,სადაც გავიზარდე. ამ პერიოდში აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ სიკეთე არ არსებობს. თუმცა ისევ მჯეროდა მისი...

 

 

       კაბინა მესამე: თავისუფლების ხმა. 2009 წელს ჩავაბარე სსსა აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. აქ იწყება ოთხ წლიანი მოგზაურობა-ძებნა. ის პერიოდია შენს თავში აღმოჩენებს რომ აკეთებ. აქამდე თუ ერთი სული მქონდა როდის გავიზრდებოდი და სამყაროს შევცვლიდი, ახლა მეშინია. ისეთი შეგრძნება ამქვს,რომ ჩემი ქვეყანა კულტურულად პარალიზებულია. წასვლა არ მინდა. ვპოულობ ახალ სტიმულებს. " The way to support the revolution is to make your own". ვცდილობ შევცვალო. ვიღებ ბევრ გამოფენაში მონაწილეობას. ვმუშაობ სხვადასხვა მასალაში,სხვადასხვა თემაზე.

 

 

       მეოთხე კაბინა: სხეულის კონსტიტუცია. გავიზარდე და მივხვდი, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ სამყაროს შეცვლა, თუმცა ჯერ კიდევ არაა ყველაფერი დაკარგული. რაღაცის შეცვლა მაინც შეგვიძლია და ეს არის მნიშვნელოვანი. მერე რა, რომ ერთადერთი რისი შეცვლაც შეგვიძლია ჩვენი თავია. შინაგანი რევოლუცია აისახება ჩემს სადიპლომო ნამუშევარში. ვხატავ ტრიპტიხს სექსუალურ კონფლიქტზე, სამ საკმაოდ დიდ ტილოზე. ვგრძნობ რომ ისევ ახალგაზრდა ბავშვი ვარ ენერგიით და ვნებით სავსე. "We don't stop playing because we grow old. We grow old because we stop playing." ვცდილობ თამაში არ შევწყვიტო.

 

 

       მეხუთე კაბინა: "შინაგანი სამყარო". ჩემი ნახატები ერთადერთი საშუალებაა რომ გავიქცე, ისე რომ სახლიდან არ წამოვიდე. მაქვს საკუთარი ატელიე, სივრცე სადაც ვმუშაობ. ან ვცხოვრობ, ან ორივე. თოთოელი ფერი, თითოეული მონასმი, თითოეული ემოცია გამოხატულებააა იმ თავგადასავლებისა, რომლებიც ჩემს მიღმა ხდება. 

 

       დანარჩენ კაბინებში ჯერ არ ვყოფილვარ. დღეს მე ისევ ძიებაში ვარ. უამრავი საინტერესო თემაა ჩემს ირგვლივ, უამრავი პრობლემა, ბევრი რამის თქმა მინდა, თუმცა გამუდმებით ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სათქმელი უფრო ბევრია,ვიდრე დრო. ვიცი ჩურჩული რა ფერისაა, ვიცი ლაპარაკი რა ფერისაა. ვიცი ყვრილი რა ფერისაა. ამიტომ მიყვარს ფერწერა. შეგიძლია ერთდროულად ჩურჩულებდე, ლაპარაკობდე, ყვიროდე და მსმენელიც იყო. ნახატს არასოდეს ვასრულებ, რადგან ვფიქრობ რომ მნახველმა ის თავად უდნა დაასრულოს. ავტობიოგრაფიის ........

 

       ჩემი მეგობრის კაბინებში მოგზაურობის შემდეგ შემოგთავაზებთ მოკლე მიმოხილვას მისი ნამუშევრების.. როგორც ხედავთ უდაოდ დიდი ნიჭის მქონე გოგონა.. რომელიც არ წყვეტს ძიებას.. ჭეშმარიტებას ხომ ის მიაკვლევს ვინ ეძებს?. მისი ნამუშევრები ხომ გაჯღენთილია ქალური სულით ..  სინაზით და სიძლიერიით.. თუ დააკვირდებით მის ნამუშევრებს ყოველ მათგანშია ანარეკლი მისი სულის .. რეალობისგან გნსხვავებული.. ხან ტკივილით დახრილი ხანაც ბავშური სიცელქით ანთებული...  

 

ტეგები: art, devil, ანარეკლი, ატრაქციონი, თეო, კაბინა, კოხაძე, ხელოვნება

ნახვა: 1146

გამოხმაურებები!

საინტერესოო ნამუშევრებია, ძალიან მომეწონაა :))

მე ძალიან მომეწონა :)


კიი საკმაოდ მრავალფეროვანია.... რომელ ნამუშევარს გამოარჩევდიი??
შემოდგომისფერი_მ თქვა:

საინტერესოო ნამუშევრებია, ძალიან მომეწონაა :))


მაკა შენ??? )))
მაკა ალავერდაშვილი_მ თქვა:

მე ძალიან მომეწონა :)

ცისოო უნიჭიერესი უსაყვარლესი და ულამაზესიი ხარ :*:**: ^_^

ეს მომეწონა ყველაზე ძალიან

მე რა )) თეო ))
მარი_მ თქვა:

ცისოო უნიჭიერესი უსაყვარლესი და ულამაზესიი ხარ :*:**: ^_^


დაარქი სახელი )
შემოდგომისფერი_მ თქვა:

ეს მომეწონა ყველაზე ძალიან



ცისია_მ თქვა: ბიოგრაფია უფრო საინტერესოა ჩემი აზრით


დაარქი სახელი )
შემოდგომისფერი_მ თქვა:

ეს მომეწონა ყველაზე ძალიან

მაგარი გიჟ  ვიღაც ხარ !(კარგი გაგებით რათქმაუნდა)  : ))

"We don't stop playing because we grow old. We grow old because we stop playing."  ^^

ჩვენი ფეხბურთელები ჯერ არ გაზრდილან და ამიტომ წაუვიდათ თამაში.

მაიკო:

"We don't stop playing because we grow old. We grow old because we stop playing."  ^^

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Action-by-Phase Guideline To Trademark Registration

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am 0 კომენტარი







In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…



გაგრძელება

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

Qwelly World

free counters