პირველი კაბინა: პატარაობაში მჯეროდა, რომ რაღაცეები შეიძლებოდა შეცვლილიყო. რომ ადამიანებს შეეძლოთ უსაზღვროდ ყვარებოდათ ერთმანეთი და უსაზღვროდ გამოეხატათ სითბო. მოკლედ მაშინ მხოლოდ სიკეთის მჯეროდა. ძირითადად სულ ამ თემაზე ვხატავდი. თერთმეტი წლისამ, არგენტინაში ერთ-ერთ კონკურსში (Bienal Internacional de Arte Infantil y Juvenil. 2001) გავიმარჯვე. ეს იყო ჩემი პირველი გამარჯვება. ისეთი შეგრძნება მქონდა, ხმამაღლა რომ ჩურჩულებ. ევროპაშიც რომ გაუგიათ ჩემი ჩურჩული.
მეორე კაბინა: თუ სულ თან დაატარებ შენს ბავშვობას, არ დაბერდები. მე ჯერ კიდევ ვცვლიდი სამყაროს. ვხატავდი გარემოს,სადაც გავიზარდე. ამ პერიოდში აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ სიკეთე არ არსებობს. თუმცა ისევ მჯეროდა მისი...
კაბინა მესამე: თავისუფლების ხმა. 2009 წელს ჩავაბარე სსსა აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. აქ იწყება ოთხ წლიანი მოგზაურობა-ძებნა. ის პერიოდია შენს თავში აღმოჩენებს რომ აკეთებ. აქამდე თუ ერთი სული მქონდა როდის გავიზრდებოდი და სამყაროს შევცვლიდი, ახლა მეშინია. ისეთი შეგრძნება ამქვს,რომ ჩემი ქვეყანა კულტურულად პარალიზებულია. წასვლა არ მინდა. ვპოულობ ახალ სტიმულებს. " The way to support the revolution is to make your own". ვცდილობ შევცვალო. ვიღებ ბევრ გამოფენაში მონაწილეობას. ვმუშაობ სხვადასხვა მასალაში,სხვადასხვა თემაზე.
მეოთხე კაბინა: სხეულის კონსტიტუცია. გავიზარდე და მივხვდი, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ სამყაროს შეცვლა, თუმცა ჯერ კიდევ არაა ყველაფერი დაკარგული. რაღაცის შეცვლა მაინც შეგვიძლია და ეს არის მნიშვნელოვანი. მერე რა, რომ ერთადერთი რისი შეცვლაც შეგვიძლია ჩვენი თავია. შინაგანი რევოლუცია აისახება ჩემს სადიპლომო ნამუშევარში. ვხატავ ტრიპტიხს სექსუალურ კონფლიქტზე, სამ საკმაოდ დიდ ტილოზე. ვგრძნობ რომ ისევ ახალგაზრდა ბავშვი ვარ ენერგიით და ვნებით სავსე. "We don't stop playing because we grow old. We grow old because we stop playing." ვცდილობ თამაში არ შევწყვიტო.
მეხუთე კაბინა: "შინაგანი სამყარო". ჩემი ნახატები ერთადერთი საშუალებაა რომ გავიქცე, ისე რომ სახლიდან არ წამოვიდე. მაქვს საკუთარი ატელიე, სივრცე სადაც ვმუშაობ. ან ვცხოვრობ, ან ორივე. თოთოელი ფერი, თითოეული მონასმი, თითოეული ემოცია გამოხატულებააა იმ თავგადასავლებისა, რომლებიც ჩემს მიღმა ხდება.
დანარჩენ კაბინებში ჯერ არ ვყოფილვარ. დღეს მე ისევ ძიებაში ვარ. უამრავი საინტერესო თემაა ჩემს ირგვლივ, უამრავი პრობლემა, ბევრი რამის თქმა მინდა, თუმცა გამუდმებით ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სათქმელი უფრო ბევრია,ვიდრე დრო. ვიცი ჩურჩული რა ფერისაა, ვიცი ლაპარაკი რა ფერისაა. ვიცი ყვრილი რა ფერისაა. ამიტომ მიყვარს ფერწერა. შეგიძლია ერთდროულად ჩურჩულებდე, ლაპარაკობდე, ყვიროდე და მსმენელიც იყო. ნახატს არასოდეს ვასრულებ, რადგან ვფიქრობ რომ მნახველმა ის თავად უდნა დაასრულოს. ავტობიოგრაფიის ........
ჩემი მეგობრის კაბინებში მოგზაურობის შემდეგ შემოგთავაზებთ მოკლე მიმოხილვას მისი ნამუშევრების.. როგორც ხედავთ უდაოდ დიდი ნიჭის მქონე გოგონა.. რომელიც არ წყვეტს ძიებას.. ჭეშმარიტებას ხომ ის მიაკვლევს ვინ ეძებს?. მისი ნამუშევრები ხომ გაჯღენთილია ქალური სულით .. სინაზით და სიძლიერიით.. თუ დააკვირდებით მის ნამუშევრებს ყოველ მათგანშია ანარეკლი მისი სულის .. რეალობისგან გნსხვავებული.. ხან ტკივილით დახრილი ხანაც ბავშური სიცელქით ანთებული...
ტეგები: art, devil, ანარეკლი, ატრაქციონი, თეო, კაბინა, კოხაძე, ხელოვნება
მე ძალიან მომეწონა :)
კიი საკმაოდ მრავალფეროვანია.... რომელ ნამუშევარს გამოარჩევდიი??
შემოდგომისფერი_მ თქვა:
საინტერესოო ნამუშევრებია, ძალიან მომეწონაა :))
მაკა შენ??? )))
მაკა ალავერდაშვილი_მ თქვა:
მე ძალიან მომეწონა :)
მე რა )) თეო ))
მარი_მ თქვა:
ცისოო უნიჭიერესი უსაყვარლესი და ულამაზესიი ხარ :*:**: ^_^
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•